©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Thursday, May 24, 2012

ადამიანები, რომელთაც ლიტერატურა ძლიერ უყვართ!


რამდენი ადამიანის "ფილია"? ადამიანები, რომლებიც წიგნით ცოცხლობენ, წიგნში ცხოვრობენ, წაკითხული წიგნებით საზღვრავენ საკუთარ თავს, ადამიანებს, მის შესაძლებლობებსა და ინტელექტუალურ მონაცემებს!.. დიახ, მოფერებით რომ ვთქვათ, ნამდვილი ატაგენუსები. 


არის დრო ბიბლიოფილის ცხოვრებაში, როდესაც მისთვის მხოლოდ წიგნი არსებობს, შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაშიც ასე იყოს... მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, წიგნს ვერავინ და ვერაფერი ცვლის. ის ისევ თქვენსთანმდევ ნივთად რჩება, იქნება ის უბის წიგნი, თუ ელექტრონული...

თუ ერთხელ მაინც გულიანად გაგაცინა, მართლა ცხარე ცრემლით აგატირა წაკითხულმა ამბავმა, თუ ერთხელ მაინც ვინმე მიგიმსგავსებიათ რომელიმე პერსონაჟისთვის, მაშინ წიგნს თქვენს ცხოვრებაში არც თუ ისე უმნიშვნელო ადგილი ჰქონია დაკავებული.

ამას პირადად დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი ადრე. მაგრამ ერთხელაც, როდესაც ლიგამუსის "წიგნის კითხვის კლუბში" გავწევრიანდი, როდესაც ყოველი მომდევნო წიგნის წაკითხვის შემდეგ ხელახლა მინდოდა ახალი წიგნის დაწყება, მივხვდი, რომ საბოლოოდ ბიბლიოფილად ვიქეცი!

ამასობაში კი იმატა წაკითხული წიგნების რაოდენობამ, იმატა იმ ადამიანების რიცხვმაც ჩემს ირგვლივ, რომლებიც წერდნენ, ან უკვე დაწერილზე თამაშობდნენ, იმატა მათმა ავტოგრაფებმა ჩემს ბლოკნოტში და რა თქმა უნდა, იმატა წიგნების რაოდენობამ ჩემს თაროზეც!

წიგნის კითხვის სიყვარული კოლექციონერობასა და აზარტს შორის მერყეობს - ეს ჩემი სუბიექტური აზრია, თუმცა რეალობასთან ძალიან ახლოს, რაც არ უნდა პრაგმატულად მოგეჩვენოთ, ფაქტია, რომ ის, რაც ასე ძალიან გიყვარს, გსურს ახლოს გქონდეს, სადმე საწოლთან, ან ცალკე ოთახიც დაუთმო, თაროებზე დააბრძანო და ჯეროვანი სამკითხველოც მოაწყო.