©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Sunday, January 31, 2010

ჩემ შესახებ



გამარჯობა, ბლოგის მკითხველო!
კეთილი იყოს შენი შემოსვლა ნარილას ბლოგზე.

მე ნარილა ვარ! ეს სახელი 2010 წლის იანვარში გაჩნდა და მას მერე მქვია. ნარილას ისტორია ორ ეტაპად შეიძლება დაიყოს: ნარილას ისტორია ჩემამდე, რომელიც ცალკე მოსაყოლი თემაა და ნარილას ისტორია მას მერე, რაც ის ჩემთვის გახდა ცნობილი.

პირველი ისტორია მთლიანად ძიების პროცესია, ძიება ინტერნეტში იწყება და ნარილას პოვნით მთავრდება :)

მეორე ისტორიაზე მინდა ცოტა მეტის თქმა: საქმე ისაა, რომ ამ სახელის შემთხვევით პოვნა ჩემთვის შთაგონების მომტანიც აღმოჩნდა. მე მასზე ჩანახატ-რეალობა გავაკეთე, სახელწოდებით "წერილი" და 2010 წლის იანვარში მიმდინარე ლიტერატურულ კონკურსზე გავაგზავნე. გამიმართლდა და 52 საუკეთესო ნამუშევარს შორის ჩემი ჩანახატიც მოხვდა და დაიბეჭდა ლიტერატურულ კრებულში. ყველაზე საოცარი ისაა, რომ ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. ალმანახი იმ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშიც გამოიწერეს, რომელშიც მე ვსწავლობდი და იმჟამად I კურსის სტუდენტი ვიყავი. ვინც კი მიცნობდა და პარალელურად ამ ალმანახსაც გაეცნო, ყველამ ნარილა შემარქვა. უკვე მოგვიანებით სხვადასხვა ფორუმებსა თუ სოციალურ ქსელებში ამ ნიკით დავიწყე დარეგისტრირება და ასე და ამგვარად, ნარილა ჩემი სრულუფლებიანი და სრულფასოვანი სახელი გახდა.

ჩემ შესახებ ყოველთვის როცა საუბარს ვიწყებ, ისე ხდება, რომ სხვა თემაზე გადავდივარ. ეს ჩემდაუნებურად ხდება. ასე რომ ვეცდები ამჯერად ასეთი რამ არ დამემართოს და კონცენტრაცია მოვახდინო საკუთარ თავზე. Hi. I'm Bohemian girl: Between Indian, Gypsy and Hippy. Crystal child. Sensitive, empathic, lovely and gentle nature. “Hard wired” for spiritual communication. დიახ, ჩემთვის ეს საუკეთესო დახასიათეებაა. ეს მე ვარ, ეგზისტენციალურად არ ვიცი საიდან ვიწყები და სად ვმთავრდები.

ინტერესები

მაქვს მრავალმხრივი ინტერესები: ლინგვისტიკა, ლინგვისტური ფილოსოფია, ფილოსოფია, ეზოთერიკა, ასტროლოგია, ვედები, ვედური ფილოსოფია, აღმოსავლური ფილოსოფია, იოგა, თაიძი, ბუდიზმი, ძენ-ბუდიზმი, მედიტაცია.

Sweet Sixteen

ვთვლი, რომ პიროვნების ჩამოყალიბებისა და ინტერესების ფორმილებისთვის სტანდარტულ ასაკად მოზარდობის ასაკი (16-21 წლები) ითვლება. ჩემ შემთხვევაში, 16 წელი იყო სწორედ ის ასაკი, როდესაც ბევრი ისეთი რამით დავინტერესდი, რომლებიც დღემდე მაინტერესებს და მომყვება. არის რაღაცები, რაც დროთა განმავლობაში იცვლება, იხვეწება, ჩნდება ახალი ხედვები, იცვლება მსოფლმხედველობაც, მაგრამ 16 წლის ასაკში დაჭერილი შეგრძნებები, შთაბეჭდილებები, ხმა, სურნელი, ადამიანები ძალიან დიდხანს, დიდხანს გვახსოვს და ჩემ შემთხვევაში, ამ დროს დაგროვილი სულიერი ენერგია დღემდე მავსებს.

მუსიკა

ჩემი პირველი გატაცება ეს იყო რადიო 105. ბევრს ღიმილს მოჰგვრის რადიო 105-ის ხსენება. დღეს ეს რადიო უკვე აღარ ფუნქციონირებს, თუმცა მაშინ, როცა 16 წლის ვიყავი, 2006 წელს, ის თავისი ორიგინალურობის ზენიტში იყო. არ ვიტყვი პოპულარობის ზენიტში, ორიგინალურობის ზენიტი ერთ კონკრეტულ RJ-ის უკავშირდებოდა. RJ Brego, რომელიც დიდი ენთუზიაზმით უწევდა პოპულარიზაციას და ავრცელებდა ბალკანურ და ციგანკურ მუსიკას. დღემდე მისი ხმის გახსენებაზე, მის ენერგიასა და ეთერზე ძალიან ნოსტალგიური და სასიამოვნო განწყობა მეუფლება. დღემდე Gypsy Folk, Gypsy Punk, Gypsy Rock მუსიკა ჩემთვის პირველ ადგილზე დგას. გაჩნდა ბევრი ახალი ჯგუფი, შემსრულებელი, რომლებსაც ვუსმენ, მაგრამ ყველაფერი მაინც იქედან დაიწყო. ვუსმენ ზოგადად Folk-საც, ამერიკელი ინდიელებისასაც და აფრიკულსაც, ვუსმენ აღმოსავლურ სულიერ მუსიკას, განსაკუთრებით მიყვარს ინდურ სიტარაზე შესრულებული და კიდევ უფრო განსაკუთრებით - ანუშკა შანკარი, მამამისი რავი შანკარი და ანუშკას ნახევარდა, ნორა ჯონსი, მიყვარს შაინიდო'კონორი თავისი სტილითა და ყველაფრით, რაც მასშია.

უცნაური ნათესავი

2008 წლის 2 იანვარი იყო, კარგად მახსოვს, მაშინ ჯერ კიდევ 17 წლის ვიყავი და ვესტუმრე ჩემს შორეულზე შორეულ ნათესავს, კრემიკოს. ის ყოველთვის წიგნებს მჩუქნიდა, თან მხოლოდ ქართულს, რადგან ქართულ წიგნებს იმდენად არ კითხულობდა, რადგან რუსულენოვანი იყო. ამჯერად, ძალიან ბევრი ეძება, უნდოდა ერთი კონკრეტული წიგნი ეპოვა. ბოლოს ლამის უკვე უწიგნოდ წამოსვლა დავაპირე, რაღაცას მიაგნო სკამზე შემდგარმა. კრემიკო ძალიან მიყვარდა, რადგან ჩემზე თავისებურად ზრუნავდა (წიგნებით მამარაგებდა). მოკლედ, მან მომცა წიგნი, რომლის სათაურიც, წიგნის ყდაც, ფერიც, ყველაფერი ძალიან უცნაურად მომეჩვენა. მოგვიანებით რამდენიმე დღე მოვანდომე ავტორის სრული სახელის დამახსოვრებას. ეს იყო ბჰაკტივედანტა-სვამი პრაბჰუპადას კომენტარებით "ბჰაგავად-გიტა". ესეც კიდევ ერთი ინტერესი, რომელიც 17 წლის ასაკიდან გაჩნდა და მერე და მერე მიიღო ზოგადად ვედებისადმი ინტერესის სახე. ამას დაემატა ფორუმებზე გახსნილი თემების კითხვა ვედების შესახებ, რომელსაც ხსნიდა და აქტიურად პოსტავდა ერთ-ერთი ფორუმელი ნიკით atman.


მერე და მერე, როცა უკვე 17 წლის აღარ ვარ, შესაბამისი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და ფართოვდება ჩემი ინტერესები. მაგრამ ამჯერად ყველაფერს ვერ ვიტყვი საკუთარ თავზე, რადგან ერთი გამოუსწორებელი თვისება მაქვს, "ჩემი თავის დამალვა მიყვარს". მხოლოდ მოგითხრობთ ერთი ინტერესის შესახებ, რომელიც ჩემს ამ თვისებასაც კარგად ახსნის. კერძოდ, მე ასტროლოგიით ვიყავი ბავშვობიდან გატაცებული, საბოლოოდ ამ ინტერესმა ის შედეგი მოიტანა, რომ საფუძვლიანად შევისწავლე ჩემი ასტროლოგიური რუკა. თავდაპირველად თავად ვაკეთებდი სპეციალურ საიტებზე, ასევე სპეციალურ Zet პროგრამაშიც ჩემს ასტრო-რუკებს, 2013 წლის აგვისტოს კი უშუალოდ პროფესიონალმა ასტროლოგმა შემიდგინა რუკა. ინფორმაცია თითქოს შეივსო და ბევრი რამ გახდა ჩემთვის ნათელი, აი თურმე რატომ ვარ ასეთი, მე ხომ კირჩხიბი ვარ, კარდინალური კირჩხიბი: საკმაოდ ღრმა ფსიქო-ტიპის ადამიანი, რომლის პრინციპია "მოძრაობა სიღრმისაკენ".