©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Thursday, July 28, 2011

მოულოდნელი საჩუქარი




რა კარგი ხარ ცხოვრებავ, დღეს რაღაც ცალფეხზე ავდექი. მაგრამ არ ვიცი რომელზე... სახლიდან გამოვვარდი თავქარიანად, თუმცა მანამდე ფაცხა-ფუცხით ჩავიცვი, მერე კი აღმოვაჩინე, რომ სვიტრი უკუღმა მეცვა, "ახალი მოდა" - გავიფიქრე და დავიკიდე. კიდევ კარგი თმაც უკუღმა რომ არ შევიკარი, ან უკუღმა როგორღა უნდა შემეკრა?! რაღაცეები მრჩებოდა სახლში და 3-ჯერ შევბრუნდი უკან და ბოლოს ყველაფერი დომხალივით ამერია თავში. გუშინდელ ლაკწასმულ ფრჩხილებს დავხედე და ჭრელი მომეჩვენა, ჭრელი კი არა სხვადასხვა ფერის. რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო ერთ ჩვეულებრივ გამთენიისას.

რას ფიქრობენ სახელმწიფოებრივი ინტერესების მატარებელი მიკრობები საქართველოში? - დილიდან მოყოლებული ამეკვიატა ეს კითხვა. ალბათ, იგივეს, რასაც ნეპალელი ბუდისტი ბერი მედიტაციისას, ჰიმალაის მთებში, ანდა მწვანილის გამყიდველი ბაჯია ბაზარში, ან თუნდაც... ტრანსპორტიც მოვიდა.

მალე ბოგდანაში ავედი და ვიღაცას მივეკარი, ლამის ჩავეხუტე. მახსენდება ბავშვობის სათამაშო, რომელსაც სულ ვეხუტებოდი... ოღონდ დაძინებისას, საწოლში.

ვინ ვარ მე?
დედამიწის მტვერი?
ქარს სადაც უნდა იქით რომ მიაქროლებს?

ტრანსპორტი დაიძრა და სიმშვიდე ვიგრძენი.

ასვლისთანავე ჩემი ყურადღება მიიქცია ბევრმა ციგნის ბავშვმა, რომლებიც ბოლოში ჩამწკრივებულ სკამებზე ისხდნენ და თავიანთ ენაზე გაცხარებით ლაპარაკობდნენ, როგორც, საერთოდ მათ სჩვევიათ. იყვნენ ძალიან პატარები, იყვნენ ცოტა მოზრდილებიც, იყო გოგონაც, რომელსაც კალთაში ეჯდა ბავშვი, ვერ გაიგებდით მისთვის ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო: შვილი, და, თუ ძმა?!.

დავდექი ავტობუსში და ფანჯარაში ყურება დავიწყე, როცა უეცრად, ერთი მოზრდილი ციგანი ბიჭი წამოდგა და მომმართა: "დაბრძანდი, ლამაზო!" საკმაოდ მოულოდნელი იყო მისგან ამის მოსმენა: "მადლობ"-მეთქი. "არაფრისო" - მითხრა. მაგრამ ამით არ დამთავრებულა ჩვენი მგზავრობა. დავჯექი რა ციგნის ბავშვებს შორის, რომლებიც არ ისვენებდნენ ერთი წამითაც კი, ის ბიჭი მომიბრუნდა და ხატი გამომიწოდა. ინსტინქტურად გამოვართვი. მერეღა შევამჩნიე, რომ ხელში რამდენიმე სხვადასხვა ზომის ხატი ეჭირა. მაშინვე ვუთხარი ხურდა არ მაქვს-მეთქი. არ მინდა, გჩუქნიო. კვლავ მადლობა გადავუხადე და რაღაცნაირი მადლიერების გრძნობით ავივსე. ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე...

ხატს მერე დავაკვირდი კარგად: წმ. ანას ხატი იყო, მეორე მხარეს ტროპარი ეწერა: "იხარებს აწ ანა, ბერწობისა საკრველთაგან ხსნილი, და ზრდის ყოვლადუხრწნელსა, თანად მომწოდებელი ყოველთა გალობად, რომელმან მოანიჭა საშოთ მისით კაცთა მხოლო დედა, ქრმისა გამოუცდელი."

მაშინვე ეკლესიაში წავედი. ვაჩვენე ხატი მღვდელს და მანაც მიკურთხა ჩემს სახელზე. როცა დაასრულა ლოცვა, მომიბრუნდა და გამაფრთხილა, რომ ჯვარი მეტარებინა გულზე. მაგრამ ამით არ დაუმთავრებია ჩემთან საუბარი: შესაწირი ჩააგდე ყუთშიო. მეც გავხსენი საფულე, მაგრამ ხურდები არ აღმომაჩნდა. მღვდელმა რაღაცნაირი სახე მიიღო, ხატი გაუშეშდა ხელში. მაგრამ მერე შევახსენე, ხატი დამიბრუნეთ-მეთქი და იმანაც, თითქოს გამოერკვაო, გამომიწოდა, მეც  ჩემს საფულეში სურათისთვის გამოყოფილ ადგილას მოვათავსე.