©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Thursday, August 25, 2011

აკრძალული ლიტერატურა


"აკრძალული ლიტერატურა" - ვინ და რა ქმნის "აკრძალულ ლიტერატურას"?

ამ პოსტში მინდა ვისაუბრო თემაზე, სახელწოდებით "აკრძალული ლიტერატურა". თუმცა უფრო მეტად მისი კონკრეტული მხარეები მაინტერესებს და ამას შემდეგი თეორიული სახე აქვს:

რა კულტურული საფუძვლები განაპირობებენ "აკრძალული ლიტერატურის" გაჩენას (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული http://www.scribd.com/აკრძალული ლიტერატურა )?
  1. პოლიტიკური?
  2. ეთიკური?
  3. რელიგიური? 
შეიძლება რომელიმე კონკრეტული წიგნისა და მისი ავტორის შემთხვევაში რამდენიმე ამ ფაქტორთაგანი იყოს გაერთიანებული და არა მხოლოდ ერთი, არამედ ორი, ან თუმცაც სამივე მიზეზი არსებობდეს.

დავიწყებ იმით, რომ სიტყვა "ლიტერატურა", სხვადასხვა დროს სხვადასხვა მეტ-ნაკლებად განსხვავებული მნიშვნელობით გამოიყენებულა, უფრო რომ დავაზუსტო, იცვლებოდა, ფართოვდებოდა, ან ვიწროვდებოდა მისი მნიშვნელობა. ამის საფუძველზე შეიძლება გამოიყოს მისი ორი მნიშვნელობა:

I. ლიტერატურა ფართო მნიშვნელობით გულისხმობდა ყოველგვარი ხასიათის დამწერლობას. ლიტერატურას აიგივებდნენ მწერლობასთან, რომელიც თავის მხრივ აერთიანებდა მხატვრული შემოქმედების ნიმუშებს, ასევე სახელმწიფო აქტებს, დეკრეტებს, ისტორიულ ქრონიკებს, კალენდრებს, პრაქტიკული ხასიათის დოკუმენტებს და სხვ. ლიტერატურა მოიცავდა ეკონომიკური, ფილოსოფიური, ტექნიკური, ისტორიული, სტატისტიკური და სხვა სახის ტექსტების ერთობლიობას. 

II. ლიტერატურა ვიწრო მნიშვნელობით უფრო გვიანდელი მოვლენაა და არსებითად ის იგივდება მხატვრულ სიტყვიერ შემოქმედებასთან. თუმცა ძველი მნიშვნელობა ზოგიერთ შემთხვევაში მაინც შენარჩუნებულია, მაგალითად, როცა ახსენებენ გარკვეული თემატიკის წიგნების ერთობლიობას - "სპეციალური ლიტერატურა" და სხვ.

ამ შემთხვევაში, ჩვენ სიტყვა "ლიტერატურის" ფართო მნიშვნელობას ვიყენებთ და მასში სხვადასხვა სახის მხატვრული, თუ არამხატვრული ტექსტების ერთობლიობას ვგულისხმობთ.

აქვე შევეხები ისტორიის ფალსიფიკაციის თემას. პირადად მე არ მიმაჩნია ისტორია ზუსტ მეცნიერებად, როგორც ასეთი. ის მოუხელთებელი და ბოლომდე დაუდგენელი ფაქტების ქრონოლოგიურ ხაზად წარმომიდგება. სწორედ იმის გამო, რომ ისტორია არ ექვემდებარება ფაქტების ზუსტ დადგენას, ბოლომდე დამაჯერებლადაც არ გამოიყურება. მეტი წილი ისტორიისა, სწორედ ტექსტობრივი წყაროების შედეგადაა აკინძული, რაც კიდევ უფრო მეტ საეჭვოობას მატებს მას. თქვენ ალბათ გეცოდინებათ ერთი საბავშვო გასართობის შესახებ - გაფუჭებული ტელეფონის ეფექტი რასაც ჰქვია; ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანამდე, მოსმენილიდან, გადმოცემიდან მის დამახსოვრებამდე, შემდეგ მის ჩაწერამდე და უკვე მოგვიანებით სხვა ადამიანის მიერ მის წაკითხვამდე და აღქმამდე, თქვენ წარმოიდგინეთ იმხელა მანძილია... იმხელა, რომ რეალობა ბუნდოვანდება და ინტერპრეტაციების იჩენს თავს. ამდენად, ისტორია ინტერპრეტაციებისა და ფალსიკიკაციის ზღვარზე მერყეობს და გვერდზე იდგეს რეალობა. წარსულშიც იგივე პრინციპი მოქმედებდა და ახლაც იგივე პრინციპი მოქმედებს: ლიტერატურას (ფართო მნიშვნელობით) და მის ბედს კონკრეტული ადამიანები, საზოგადოება, რეჟიმი წყვეტს!

მე დავასახელებ ამის ნათელსაყოფად ერთ მაგალითს, რომელიც ეფუძნება ნამდვილ ფაქტებს: ვთქვათ, არსებობს პიროვნება, რომელსაც უკავია თვალსაჩინო პოსტი, არც კარიერას უჩივის და არც რეპუტაციას. მაგრამ არის ერთი პრობლემა: მამამისის სახელი. აღმოჩნდა, რომ მამამისი იყო საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთი იმ პიროვნებათაგანი, რომლის უშუალო ხელმოწერით იხვრიტებოდა ასობით ადამიანი საქართველოდან. ეს გახლდათ რეპრესიების პერიოდი (1937 წელი). მისი შვილი კი ეცდება მინიმუმ ორ რამეს:

ა) არავის უთხრას ამის შესახებ! ეს არის ფაქტები, რომელიც მანაც და მისმა სანათესაომაც უნდა დაივიწყოს.

ბ) შეძლებისდაგვარად გადააკეთოს ეს ფაქტები და გახდეს ისტორიის ფალსიფიკატორი! ამის შანსი არსებობს: მამამისი უკვე 1939 წელს დახვრიტეს იმ ბრალდებით, რომ ასეთ შავ სამუშაოს ასრულებდა მანამდე (ბედის ირონია). ამდენად, შვილმა შეიძლება თქვას, რომ მამამისი ასევე ემსხვერპლა რეპრესიებს. ვერაფერს იტყვი ერთი შეხედვით, თუ კარგად არ გამოიძიე და არ დაინტერესდი მამამისის საქმიანობით. პასუხსაც არავინ მოჰკითხავს.

კიდევ შორსაც შეიძლება წავიდეს ადამიანი და მოისურვოს სწორედ ამ პირადი ინტერესების გამო, გაანადგუროს ასეთი დოკუმენტაცია. თუმცა ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. ესეც ნაწილობრივ პოლიტიკური და ნაწილობრივ, მორალური ფაქტორები, რაც წინაპირობა შეიძლება გახდეს.

და კიდევ ერთი ფაქტი: "საბჭოთა კავშირის" ცენზურა იმდენად მოქმედი იარაღი იყო თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ, რომ არა მხოლოდ მასმედია კონროლდებოდა, არამედ მხატვრულ ლიტერატურასაც კი არ ჰქონდა თავისუფლად გამოქვეყნების შესაძლებლობა, სანამ ის რეჟიმისთვის მისაღები არ გახდებოდა. ამის გამო უამრავი მხატვრული ნაწარმოები იმ სახით არ იბეჭდებოდა, რა სახითაც ის შემოქმედის ხელიდან გამოვიდა. შედეგად უკვე დღევანდელ რეალობაში, ქართულ სინამდვილეში, წიგნები, რომლებიც 1956 წლამდე (და მერეც სანამ არსებობდა საბჭოეთი) საბჭოთა კავშირის მასშტაბით გამოიცემოდა, ბევრ სიყალბესა და ფალსიფიკაციას ინახავს. ამდენად ხელახლა დასჭირდა გადახედვა საარქივო მასალებს, მწერალთა და პოეტთა შემოქმედებას (ორიგინალ ტექსტებს), ხელნაწერებს, თარგმანებს, რათა ვიცოდეთ მაინც რას ვკითხულობთ!

დაბოლოს მინდა თავი მოვუყარო იმ მასალას, რასაც "აკრძალული ლიტერატურის" თემაზე წავაწყდი და რამაც ამ პოსტის დაწერის სურვილი გამიჩინა. ამას მოჰყვა კონკრეტულ ადამიანებთან საუბრებიც, რომლებიც ასევე დაინტერესდნენ თავის დროზე ამ თემატიკით და სერიოზული მიგნებებიც აქვთ ამ მხრივ გაკეთებული.






ასევე საინტერესო საკითხია, თუ რა იყო, რა არის და რა შეიძლება იყოს აკრძალული ლიტერატურა? ეს კითხვა თავისთავად იმ კითხვას უკავშირდება, რაც თავიდან დავსვი: ვინ და რა ქმნის "აკრძალულ ლიტერატურას"? თუმცა ამჯერად, შეიძლება კონკრეტული ლიტერატურის განხილვა და ერთგვარი "ლიტერატურული ანტიგემოვნების ან ანტიპათიის" ზოგადი შტრიხების ჩამოყალიბება.

გამოყენებული ლიტერატურა: