©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Thursday, July 26, 2012

ვეგეტარიანელობა ანუ როცა არ ვკლავთ გამოკვებისთვის!


რა თქმა უნდა, ადამიანის პირად თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული საკვები რაციონის შერჩევა. მაგრამ როცა საქმე ეხება ჯანსაღი საკვების სწორად შერჩევას, აზრი ორად იყოფა.

image

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც საკვებად ცხოველის ხორცის გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ კაცობრიობის ისტორიიდან შეგვიძლია გავიხსენოთ მრავალი ადამიანი, რომლებიც კატეგორიულად უარყოფდნენ ცხოველური საკვების მიღების საჭიროებას და ამას თავის ახსნასაც უძებნიდნენ.

რატომ იქცეოდნენ ისინი ამგვარად და რატომ გამოხატავდნენ ერთგვარ პროტესტს გარკვეული სახის პროდუქტის მიმართ? საერთოდ თვლიდნენ კი ისინი ცხოველის ხორცს "საკვებ პროდუქტად"?

ამ და სხვა საინტერესო კითხვაზე პასუხის გასაცემად თავად ეს ადამიანები უნდა გავიხსენოთ: პითაგორა, პლატონი, არისტოტელე, დიოგენე, ოვიდიუსი, ორიგენე, კლიმენტი ალექსანდრიელი, ისააკ ნიუტონი, ლეონარდო და ვინჩი, ჟან ჟაკ რუსო, ვოლტერი, მერი შელი, ანი ბეზანტი, ვაგნერი, ალბერტ აინშტაინი, ბერნარდ შოუ, ჯონ მილტონი, ლევ ტოლსტოი და კიდევ უამრავი ჩვენთვის ცნობილი ადამიანი.


ფაქტია, რომ საკმაოდ რთულია იყო ვეგეტარიანელი იმ საზოგადოებაში, რომელიც, ჩვეულებისამებრ, ხორცს თვლის ერთ-ერთ უმთვარეს საკვებ პროდუქტად. შეზღუდვები, ამ მხრივ, შეიძლება კონკრეტულმა დიეტოლოგმა ან რომელიმე დარგის ექიმმა დაუწესოს თავის პაციენტს გარკვეული სამედიცინო საჭიროების გამო. ყველანაირი სახის პროდუქტი, რომელსაც ვიღებთ, გარკვეულწიდად აისახება კიდეც ჩვენს ორგანიზმზე.

საინტერესოა როგორ ზემოქმედებს ცხოველური საკვები?

imageასევე ცხოველური საკვებისადმი თავისებური დამოკიდებულება აქვს რელიგიასაც. საინტერესო ისაა, რომ მსოფლიოს რელიგიათა უმრავლესობა, სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც კრძალავს ამგვარი საკვების მიღებას.

რატომ მიმართავენ მაინცდამაინც რელიგიებში ამგვარ ზომებს? რა არის ცხოველურ საკვებში ისეთი, რომლის მიღებაც არ არის რეკომენდებული წელიწადის ამა თუ იმ დროს? რატომ მარხულობენ ადამიანები?
რა თქმა უნდა ისევ და ისევ იმ მოტივით, რომ ცხოველური საკვები მოქმედებს ადამიანის ვიტალურ და სულიერ მდგომარეობაზე. მარტივი ახსნა მოეძებნება ამას და ეს პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობასთან. ამიტომ ჩნდება კითხვა:

ვსაჭიროებთ თუ არა მაინცდამაინც ცხოველურ საკვებს იმისათვის, რომ გამოვიკვებოთ?

რამდენად ჯანსაღია ცხოველური საკვები?ნაწილი თვლის, რომ ცხოველური საკვები ისეთივე აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, როგორც სხვა სახის პროდუქცები. ნაწილი თვლის, რომ ცხოველური საკვები არაა ადამიანისთვის განკუთვნილი და რომ ადამიანის ხორცისმჭამებლობა არაფრით განსხვავდება ცხოველის მტაცებლობისგან, რადგან რეზულტატი საერთოა – ორივე იკვებება ერთი და იმავე პროდუქტით: ხორცით (ადამიანი – ცხოველით, ხოლო მტაცებელი ცხოველი – ძირითადად ისევ სხვა ცხოველით). მით უფრო, რომ ეს უკანასკველი თავის გადარჩენის ინსტინქტებით მოქმედებს და ადამიანს, ამ მხრივ, ამის საჭიროება არ აქვს. მას გააჩნია საკმარისი რაოდენობის რესურსები, იმისათვის, რომ მის საკვებად გამოყენებაზე უარი თქვას და ხორცს ჩაანაცვლოს სხვადასხვა სახის მცენარეული საკვები.

ცხოველებისადმი ჰუმანურ დამოკიდებულებასაც რომ თავი დავანებოთ, ადამიანს თავისუფლად შეუძლია მიიღოს მხოლოდ მცენარეული საკვები, რომელიც შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას, რაც საჭიროა ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ხშირად, ვეგეტარიანელობა ჯანმრთელობასთანაც ასოცირდება. ამის საფუძველი ისაა, რომ არსებობს უამრავი სამედიცინო შემთხვევა, როცა ცხოველური საკვების მიღება იწვევდა ინფექციურ და გულსისხლძარღვთა დაავადებებს.

რა შეიძლება მოგვიტანოს ვეგეტარიანელობამ? გარდა ფიზიკური სიჯანსაღისა, ვეგეტარიანელთა უმრავლესობა გამოირჩევა შინაგანი სტაბილურობით, სიმშვიდით, არააგრესიულობით, სხვებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულებითა და დღეგრძელობით.

ასე რომ, არჩევანი ჩვენზეა!..