©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Thursday, October 18, 2012

ექსტრასენსი

ჩემი ეზოთერიკი მეგობრები ვნახე, შევიკრიბეთ, რათა წავსულიყავით ექსტრასენსთან, რომელიც როგორც ზეტმა მითხრა მოყვარულის დონეზე იყო. მაგრამ უკვე იქ მისულს ეს წარმოდგენა შემეცვალა მაშინვე... პატარა შენობაში შევედით, მეორე სართულზე ვიწრო კიბე მიუყვებოდა: იქ ავედით და აღმოვჩნდით მომცრო სივრცეში, რომლის ერთი მხარე ფარდით იყო გადატიხრული, სხვა კედლები კი დიდი სფეროსებრი ჭაღებით გასწობილი, მთელს სიმაღლეზე, სხვადასხვა ფერის ნათურები ენთო: წითელი, ყვითელი, ჯურჯი, მწვანე, იასამნისფერიც, როგორც მახსოვს... თვითონ მაგიდასთან იჯდა. ყველანი შემოგვიპატიჟა, ზოგი პაციენტის მისაღებ საწოლზე დაჯდა, ზოგი დაბალ, ტყავის სკამებზე, მე მის გვერდით დაჯდომა მომიწია, ნაპირზე მოვკალათდი, მაგრამ მერე ჩავიჩოჩე და ორადგილიან დიდ სავარძელში გვერდიგვერდ აღმოვჩნდით ექსტრასენსი, მე, ნეო რეიკი და ლაშაპოლი. ამ უკანასკნელმა გაჩითა, დამწყებიაო ხოდა ჩვენს ვესტუმრეთ. მივედით, მაგრამ ყველასთვის ერთნაირად არ გაამართლა მოლოდინი, მე მითხრა რაღაცეები და ერთი ის დამამახსოვრდა ფართო ცნობიერება გაქვსო... ძლიერი ენერგეტიკა ჰქონდა, თუმცა მაღალი დონის ექსტრასენსი არ აღმოჩნდა.

იმასაც გააჩნია, ენერგიის წყარო საიდან მოდის, თუ თვითონ ადამიანი გამოიმუშავებს ამ მაღალ ენერგეტიკას ხომ კარგი, ანუ ასეთ დროს ადამიანი გასცემს ენერგიას და ისევ ახერხებს აღდგენას, მაგრამ შეიძლება სხვა წყარო იპოვოს, თუნდაც სხვა ადამიანებისგან აიღოს ენერგია, სხვა ადამიანეისგან ან სხვა არსებებისგან. ეს ექსტრასენსი ასტრალიდანაც იღებდა ენერგიას, რაც ცოტა არ იყოს საშიშია, მისთვისაა ცუდი, შედეგებს ვერ გათვლის... ეხლა არა მაგრამ მერე პრობლემები შეექმნება.

ექსტრასენსმა ხელი ჩამჭიდა და ვიბრირებდა, რათა ჩემთვის ენერგია გაეწმინდა და ახალი ენერგია მოეწოდებინა. ჯერ ერთ ხელზე ჰქონდა მოკიდებული ხელი, მერე – მეორეზეც ჩამკიდა. საკმაო ხანს ვიყავით ასე; ამ დროს ექსტრასენსი სხვებთან საუბრით გაერთო, მე კი ჩემი თავიც დამავიწყდა; მერე მეუბნებოდნენ ჩემი ეზოთერიკი მეგობრები: ისე მოდუნდი, წაგთვლიმა კიდევაცო. თავიდან კი მახსოვს, ძალიან შეცბუნებული ვიყავი ექსტრასენსთან სტუმრობით, რადგან ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩემი თვალით პირადად ვნახე ამგვარი პროფესიით დაკავებული ადამიანი.