©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Tuesday, October 23, 2012

ფსიქოლოგიური ტესტი


ამ თემას შესავალი იმიტომ გავუკეთე, რომ მე ეს მაწუხებს, მაწუხებს სხვა ადამიანების ბედი, ჩვენი დამოკიდებულება სხვების მიმართ, არ მსიამოვნებს სხვათა „კონსერვირებული“ აზრების ბრმად გაზიარების ტენდენცია, არ მსიამოვნებს დილეტანტიზმი და რაიმე საკითხში ფსევდო-ეზოთერიკულ-ინტელექტუალური დასკვნების გაკეთების ფაქტები, არ მსიამოვნებს სხვათა შეზღუდვა იმის გამო, რომ არის ჰიპერაქტიული... 

ძალიან არ მსიამოვნებს იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ სხვის დალაგებულ-დაუთოვებულ აზრებს დიდ მნიშვნელობას და დატვირთვას ვანიჭებთ. უფრო ცუდი კი ის არის, რომ ამ აზრებს, იმათზე, ვისაც ეხება ის, დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და სხვა თუ არაფერი, ერთის მხრივ, თანაფორუმელების დამოკიდებულებაში ერთგვარი სტერეოტიპის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და მეორეს მხრივ, თავად ამ ადამიანებს ეცვლებათ საკუთარ თავზე წარმოდგენა. ხოლო იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ემოციურად მიიღებენ სხვათა ამ შეფასებებს, მით უფრო მტკივნეული იქნება საკუთარ თავთან ყოველივე ამის დაკავშირება.

მე კარგად მესმის, რომ ადამიანს სჭირდება და თავად მასშივე დევს ის ტენდენცია, რასაც საკუთარი სახელის (დავარქვათ ამას თუნდაც ავტორიტეტი) დაცვა ჰქვია, მაგრამ, მოდით, ცოტახნით დავივიწყოთ ერთგვარი სიამაყის გრძნობა და არ დაემსგავსოს ისეთ დიალოგს ჩვენი ურთიერთობა, სადაც ყოველი მხარე შეეცდება მაქსიმალურად შეტევაზე გადასვლას.

აღვნიშნავ იმასაც, რომ ყოველი ჩვენთაგანი არის „უმაღლესი ღირებულების მატარებელი არსება“ და ამავე დროს ის თავისი არსით უნიკალურია, ხოლო მისი შეფასებისას ჩვენ არ გვჭირდება რაიმე ჩარჩოს მოშველიება და სტერეოტიპული კლიშეების გამოძებნა. რადგან ამას ჩვენ მივყავართ, ცნობიერად, თუ არაცნობიერად, ნებით, თუ უნებლიედ, სხვისი პიროვნების დაბალი თვითშეფასების დამკვიდრებასთან და მის მორალურ შეზღუდვასთან.

ეს რეალობაა და გამოფხიზლების საჭიროება არსებობს, რათა ამ რეალობას (ვირტუალურს და არა მხოლოდ მას) შევხედოთ ჯანსაღი მზერით და არა ეზოთერიკული სათვალეებით.

მე განზრახ არ დავაკონკრეტებ საკუთრივ იმ მაგალითებს და იმ შემთხვევებს, რომლებსაც ვაწყდები, რადგან არ მიმაჩნია საჭიროდ ამ საკითხის ზედმეტი კონკრეტულობით გადამძიმება. შემოვიფარგლები ჩემი პოზიციის დაფიქსირებითა და აღნიშნულ თემაზე ჩემი დაკვირვებით.

ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენ საიდანღაც, ცხოვრების რომელიღაცა ეტაპიდან მოვდივართ და გამიხარდება, თუ  ვიქნებით კორექტულები ერთმანეთის მიმართ.

ბევრს აღარ გავაგრძელებ, რადგან მსურს ყველას დავუტოვო მეტი თავისუფალი სააზროვნო სივრცე!

ახლა კი გთავაზობთ ერთგვარ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც დაგვეხმარება საკუთარი თავის უკეთ დანახვაში. მე დაგიწერთ მის ინსტრუქციას. შეგიძლიათ აქაც დააფიქსიროთ თქვენი მონაცემები, შეგიძლიათ სახლში გააკეთოთ და რაც მთვარია, ეს ტესტი ადამიანს ეხმარება საკუთარ თავთან/თავზე მუშაობაში _ იმ თვისებების წინა პლანზე წამოწევაში, რომელიც დადებითია და სასარგებლო ჩვენი სულიერი და პიროვნული წინსვლისთვის და ამავე დროს შესაძლებელია იმ თვისებების დაძლევა, რომელთაც ჩვენ საჭიროდ არ ვთვლით და რომელიც ხელისშემშლელიც კი არის საკუთარი თავის უკეთესი კუთხით გასავითარებლად.

მაშ ასე, პირველ ეტაპზე ვწერთ 5 სიტყვას/ფრაზას/წინადადებას საკუთარ თავზე, რომლებიც ამომწურავად უნდა ახასიათებდნენ ჩვენს თავს. მოკლედ, როგორც გენებოთ, ისე გამოთქვით ეს თვისებები.

მეორე ეტაპზე, როცა ამ თვისებებს ჩამოწერთ, მიუწერეთ მათ თავიანთი ანტონიმები. შეიძლება მოხდეს ისე, რომ მათ ზუსტი ანტონიმები ვერ მოვუძებნოთ, მაგრამ მიახლოებით შესაძლებელია მათი დაწერა.

დაბოლოს, მესამე ეტაპი: თითოეულ (10-ვე) თვისებას მიუწერეთ + - შეფასება, იმის გათვალისწინებით რომელ თვისებასაც ჩათვლით დადებითად და რომელს  _ უარყოფითად.

ეს თვისებები თავიანთი საპირისპირო თვისებების ჩათვლით არის ჩვენი ნაწილი, მხოლოდ იმგვარადაა წარმოდგენილი ჩვენში, რამდენადაც მათ ვავლენთ მეტ-ნაკლები უკიდურესობით. მას შემდეგ, რაც შევაფასებთ მათ +- ნიშნით, ჩვენ ვიწყებთ ამ თვისებებზე „მუშაობას“ და ვცდილობთ მათ მოდიფიკაციას.

მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ:

+ 1.  აქტიურობა/ვცდილობ ვიყო აქტიური/მე აქტიური ადამიანი ვარ
+ 2. ინდივიდუალობა/ნაგლად ინდივიდუალური ვარ, ისეთი ინდივიდუალური, ვერავინ და ვერაფერი რომ ვერ დაათმობინებს თავის ინდივიდუალობას
+ 3.  კრიტიკულობა/ვარ ჯანსაღად კრიტიკული/ვარ კრიტიკოსი
+ 4.  სკეპტიკურობა/ ვარ სკეპტიკოსი და შემიძლია ყველაში და ყველაფერში ეჭვი შევიტანო
+ 5. საკუთარი თავის მუდმივ ცვლილებას ვექვემდებარები და ვესწრაფვი სრულყოფას / ვარ თვითმოდიფიცირებადი სუბიექტი/ ვარ დინამიკური

ანტონიმები:

1.  პასიურობა
2.  ორდინარულობა
3.  არაჯანსაღი კრიტიკულობა/ გადაჭარბებული თვითკიტიკულობა
– 4.  ყველაფრის ბრმად გაზიარება და მიღება, თავად კი დილეტანტი
5.  ვეწინააღმდეგები ცვლილებებს/ ვარ გამოუსწორებელი იდეალისტი/ ვარ სტატიკური

ყოველთვის ვსვამ კითხვებს და ვცდილობ ამ კითხვებზე პასუხის მოპოვებას სხვებისაგან არა პირდაპირი გზით, არამედ იმ გზით, რაც შემდეგ მე თვითონ მიმიყვანს ჭეშმარიტ პასუხებამდე. ასე მივდივარ სწორი აზროვნების, დამოუკიდებელი მოაზროვნის სტატუსის მიღებამდე, ჯანსაღი კრიტიკულობის დონის მიღწევამდე და იქამდე, რომ თუ სხვა არ ადგას ამ გზას, ჩვენ არ მოვახდინოთ მისი პიროვნების მოდიფიცირება და არ გარდავქმნათ მისი აზროვნება მიზანმიმართულად. თუმცა ჩვენ შეგვიძლია დროებითი საკვები მივაწოდოთ სხვათა აზროვნებას, სხვათა მსოფლმხედველობას, მაგრამ მუდმივად მისი მოდიფიცირება შეუძლებელია, მან ბოლოსდაბოლოს თავად უნდა დაიწყოს ამ საკვების გარეშე არსებობისა და აზროვნების სწავლა. ადამიანის აზროვნება ხომ არაა საათის მექანიზმი, რომ შევძლოთ მისი ჩვენს გემოზე აწყობა და დაქოქვა. ამისგან შორს ვართ!..

გახსოვდეთ! ჩვენ, პირველ რიგში, ვართ თვითმოდიფიცირებადი სუბიექტები და შემდეგ ვექვემდებარებით სხვათა ზეგავლენას.