©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Monday, October 1, 2012

TM








ტრანსცენდენტული მედიტაცია მინდა დავიწყო! სურვილი მაქვს რამე ძლიერი ვცადო. ჩვეულებრივ, მედიტაციას მივყვებოდი, რაჯა-იოგას, გულის ჩაკრაზე მედიტაციას, ეს TM კი სხვა რამე ყოფილა. წინასწარ არ მიყვარს რამის თქმა, რადგან როცა ვამბობ მერე ისე ხდება ხოლმე, რო რაღაც ხელისშემშლელი ფაქტორი გამოჩნდება და გეგმები მეცვლება. თუმცა ეს უკვე გადაწყვეტილი და შეთანხმებულია! ვნახოთ აბა რა იქნება... ერთადერთი იმის მეშინია ნირვანაში არ წავიდე.
ვიყავი, ეხლა მოვედი, როგორ ვარ ხოლმე იცი? საერთოდ დატვირთული დღე მქონდა, ინფორმაციულად.  ჯერ ლექციებზე იმდენი ინფორმაცია მივიღე, რაც ახლოსაა ჩემთან და ამ TM-ზეც ინსტრუქტორი გველაპარაკა, შესავალი საუბარი ჰქონდა, ხოდა ამ ინფორმაციას ენერგიის დონეზე ვიღებ, ენერგეტიკულადაც ბევრის მომცემი იყო. აი, ექსტრასენსთან როცა ვიყავი, მისგან ენერგია ავიღე იმდენი, რომ თავი დამიმძიმდა, დღესაც ინფორმაციის მიღების შედეგად მსგავსი ვიგრძენი... მაგრამ ცოტახანი, მერე დარეგულირდა. მოკლედ, ნაყოფიერი დღე იყო.
დღეს უნდა გადაგვეწყვიტა გავაგრძელებთ თუ არა, ეს თეორიული ნაწილი იყო და თანხმობის შემთხვევაში უკვე პრაქტიკაზე გადავალთ. მე თანხმობა მივეცი. ვნახოთ როგორ შედეგს მივაღწევ.
კურსის ღირებულება სტუდენტისთვის და პენსიონრებისთვის 100 ლ.-ია. მომუშავეთათვის კი - 200 ლ.
ისე მე შინაგანი დიალოგი ისედაც გაჩერებული მაქვს, ეს კი კარგია სამედიტაციოდ. ადვილად ვახდენ მედიტაციას ამის გამო. გონება თითქმის არ მაქვს გადატვირთული ფიქრებით, აზრებით, გრძნობებსაც ვაკონტროლებ.... მხოლოდ საჩირო შემთხვევაში მომდის ფიქრები და აზრების გამოხატვაც ჩემივე სურვილზეა დამოკიდებული. ხშირად ყოფილა შემთხვევა, ხანდახან კითხვას ვერ ვპასუხობ, რაღაც მაჩერებს, მხოლოდ იმაზე ვპასუხობ რასაც საჭიროდ ვთვლი, ავტომატური აზროვნება არ მაქვს. მოკლედ, რაა უკვე გმომუშავებული მაქვს მედიტაციის ანბანი. მგონი მუდმივ სამედიტაციო მდგომარეობაში ვიმყოფები .


ოთხდღიანი მედიტაციის დასასრულს სიზმარი ვნახე... მანამდე უსიზმრო ძილის მდგომარეობა მქონდა და ვეღარ ვხედავდი სიზმრებს. მოვყვები რა ვნახე: ვითომ მცხეთაში ვიყავით, ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც ერთად კარგად ვგრძნობდით თავს, მთლიანობა იგრძნობოდა რაა... ადგილი იყო რაღაც თაღებიანი და ამ თაღების ქვეშ ერთი კაცი გველაპარაკებოდა... ჩვენთვის საინტერესო რამეებს გვიყვებოდა. იქვე კი უცხო მოწყობილობა იყო... რითაც ენერგიის მოპოვება ხდებოდა; აი, როგორც ჭაბურღილი, რომელიც მიწაში ჩადის, დაახლოებით ასეთი ასოციაცია გამიჩნდა სიზმარში, მაგრამ ცოტა განსხვავებული იყო, ხიდს გავდა, რომელიც შუაში არ იყო შეერთებული, ხოლო როცა ერთდებოდა და ერთმანეთში ჯდებოდა ეს ხიდისმაგვარი მოწყობილობა, ენერგია წარმოიქმდებოდა. ის კი აღარ მახსოვს ის კაცი რაზე გველაპარაკებოდა. დილით ვეგაღ გავაანალიზე სრულად ეს სიზმარი, ლექციაზე მეჩქარებოდა.