©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Wednesday, November 21, 2012

დეჟავუ


დეჟავუ არის განსაკუთრებული მდგომარეობა, როცა ადამიანს ეჩვენება, რომ ის უკვე იყო მსგავს სიტუაციაში და თითქმის ან ზუსტად იცის, რა მოხდება შემდეგ წამს. სტატისტიკის თანახმად, ადამიანთა 90%-ზე მეტს ერთხელ მაინც განუცდია ცხოვრებაში მსგავსი რამ. დეჟავუს ეფექტი დღემდე არ არის სრულად შესწავლილი. ამ ფენომენის ახსნას ცდილობენ ექიმები, ფსიქოლოგები, ეზოთერიკოსები, რელიგიის მსახურები და სხვ. სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთა ინტერესმა ამ საკითხისადმი რამდენიმე ჰიპოთეზა წარმოშვა.

მეცნიერებს დღემდე არ აქვთ დეჟავუს ბუნებრივი ეფექტის ერთიანი, შეთანხმებული ახსნა. ნევროლოგთა აზრით, დეჟავუს ეფექტი შეიძლება გამოწვეული იყოს ადამიანის ტვინის ერთ-ერთი ნაწილის, ჰიპოკამპის დარღვევით, რომელიც ინფორმაციას ინახავს − ამა თუ იმ მიზეზით ჩავარდნისას კი, ახალ სიტუაციას აღიქვამს ისე, როგორც კარგად ნაცნობს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს: სტრესი, გონებრივი გადაღლა, მაგნიტური ნისლი... ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ დეჟავუს სიზმრების სამყაროსთან აქვს კავშირი. ზ. ფროიდის აზრით, ძილში ადამიანის ტვინი ასი ათასი სიტუაციის მოდელირებას ახდენს, რომელთაგანაც ზოგიერთი მაქსიმალურადაა მიახლოებული ამა თუ იმ ამბავთან რეალური ცხოვრებიდან. ეს კი ბადებს შეგრძნებას, რომ ნანახი უკვე განცდილი გაქვს. ეს ადამიანის იდუმალი ფანტაზიის ერთგვარი შეხსენებაა.

ეზოთერიკოსები დეჟავუს ხსნიან რეინკარნაციის თეორიით, რომლის მიხედვითაც სული მრავალგზის მოდის ახალი განსხვეულებებით. ყოველი ჩვენგანის სულს სხვადასხვა სხეულში უამრავი ცხოვრება აქვს გამოვლილი. ნაცნობ სიტუაციაში მოხვედრისას კი, წინა ცხოვრებიდან მოდის სიგნალი, რომ ეს უკვე შეგვემთხვა. ამ თეორიის თანახმად, დეჟავუ სხვა არაფერია, თუ არა წინა ცხოვრებიდან ფრაგმენტების გახსენება. მსგავსი ჰიპოთეზა გვხვდება პითაგორასთან და თავისებური გამოხატულება ჰპოვა პლატონის ფილოსოფიაშიც. მას სწავლა რა სულის უკვდავების, ამტკიცებდა, რომ ფიზიკურ სხეულში ჩასახლებამდე სულიერი საწყისი განჭვრეტს სამყაროს, მოვლენებს, ხალხს, ადგილს. სული არა მხოლოდ ყველაფერს ხედავს და ესმის, ის ასევე, აანალიზებს, აფასებს, გამოაქვს დასკვნები. უკვე სხეულში კი, სული „იხსენებს თავის წარსულ ნააზრევს“. ასე მიმდინარეობს არსებულის აღქმის პროცესი და ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ადამიანი თავისი ცხოვრების გარკვეულ მომენტებს „ცნობს“. სულის გადასახლების თეორიას ემხრობა XX საუკუნის შვეიცარიელი ფსიქოლოგი კარლ გუსტავ იუნგიც, რომელიც მიიჩნევდა, რომ თვითონ XVIII საუკუნეში ცხოვრობდა და იყო ექიმი.
პირადი გამოცდილებიდან თუ ვიტყვი, არის მომენტები, როცა სიტუაცია მახსენებს ხოლმე რაღაც უკვე ადრე მომხდარს. ამ დროს მიჩნდება ფიქრი: „ეს მე სადღაც უკვე მაქვს ნანახი და მე ამას ვაკეთებდი, რასაც ეხლა ვაკეთებ!“

დეჟავუ გამომიცდია. მაგრამ უცნაური ისაა, რო დეჟავუს ყოველთვის მივყავარ სიზმრამდე. ამით იმის თქმა მინდა, რომ როცა მიჩნდება დეჟავუს შეგრძნება, პარალელურად მახსენდება ოდესღაც ნანახი სიზმარი... ზუსტად ვერ ვიხსენებ სიზმარი იყო, მოგონებების ნაწილია, თუ ფანტაზიის ნაყოფი...

თუმცა ამითაც არ ამოიწურება ყველაფერი... იქნებ ეს უფრო მეტია, ვიდრე სიზმარი?! – ამასაც ვფიქრობ... ხანდახან ეჭვიც შემაქვს ხოლმე იმაში, მართლა სიზმარში ვნახე კონკრეტული სიტუაცია, თუ ეს რაღაც „ძველი მეხსიერების საცავის“ მაგვარი მოვლენაა. ცნობიერების ამა თუ იმ დონეზე შენახული ინფორმაცია (სავარაუდოდ, ქვეცნობიერ დონეზე) შეიძლება გაიხსნას სიზმარში, მერე კი ცხადში ახდეს, ანუ ცნობიერ დონეზე მოხდეს მისი გადმოტანა და განხორციელდეს. ხოლო როცა წინ უსწრებს მომხდარ ამბავს მისი წინასწარი ხილვა სიზმარში, დეჟავუც ამ დროს მიჩნდება.

რაც ავხსენი ეს ჩემეული დაკვირვების შედეგია, შესაძლოა გარკვეული უზუსტობებიც მქონდეს გამოთქმული. ამის მიუხედავად, ერთი რამ ფაქტია: დეჟავუ წინმსწრები მოვლენაა!