©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Wednesday, January 23, 2013

“მიწიერ და არამიწიერ ცივილიზაციათა ურთიერთკავშირის შესახებ” მოხსენება (გიზო ვაშაკიძე)

დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიზო ვაშაკიძის მოხსენება გაიმართა ძალზე დამაინტრიგებელი სახელწოდებითმიწიერ და არამიწიერ ცივილიზაციათა ურთიერთკავშირის შესახებ”. მისი ამ საკითხით დაინტერესება საკმაოდ სერიოზულ ხასიათს ატარებს და მას სპეციალური მონოგრაფიაც კი მიუძღვნა სახელწოდებით ფესტოს დისკო -გზავნილი გალაქტიკიდან. გიზო ვაშაკიძე გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი და მხატვარია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე დოქტორი გიზო ვაშაკიძის მოხსენება – ” მიწიერ და არამიწიერ ცივილიზაციათა ურთიერთკავშირის შესახებ” – მონოგრაფიაფესტოსის დისკოგზავნილი გალაქტიკიდან”, 23 იანვარი, თსუ I კორპუსი, აუდ. #214.





თსუ- პირველი კორპუსის ერთ-ერთი სალექციო აუდიტორია სავსე იყო ჩემსავით ცნობისმოყვარე ადამიანებით. ზოგადად, მიჩვეული ვარ სამეცნიერო ხასიათის კონფერენციებზე დასწრებას, მე, თავადაც ვიღებ მონაწილეობას სამეცნიერო კონფერენციებში და ჩემთვის უპირველესია ივანე ჯავახიშვილის სიტყვები მეცნიერული კეთილსინდისიერების” შესახებ. ამიტომ ამ საკითხში კრიტიკოსი ვარრაც ყველაზე მეტად შევამჩნიე ბატონ გიზო ვაშაკიძეს, ეს მისი მიდგომაა სამეცნიერო თემატიკის შერჩევის საქმეში, რომელიც ეხება კოსმოსს, მიწიერ ანუ დედამიწელთა და არამიწიერ, ანუ უცხოპლანეტელთა ცივილიზაციებს, მათ შორის შესაძლო კონტაქტებსა და იმ არტეფაქტებს, რომლებიც ამ შესაძლო კონტაქტის შედეგად დარჩა დედამიწაზეკერძოდ კი ასეთი დამადასტურებელი მატერიალური საბუთი, გიზო ვაშაკიძის ცნობით, არის სახელგანთქმული ფესტოს დისკო.


ფესტოს დისკო მართლაც რომ სახელგანთქმულია, რადგან მეცნიერთა ყურადღებას იქცევს იმით, რომ ამოუხსნელი და გაუშიფრავია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის იყო მცდელობა, რომ ამოეკითხათ მასზე დატანილი წარწერები, მაინც მეცნიერულად დასაბუთებულ შედეგებამდე ვერა და ვერ მივიდნენ (თუმცა გია კვაშილავას ეკუთვნის საერთაშორისო აღიარების თეორია ამასთან დაკავშირებით). ბატონ გიზო ვაშაკიძესაც ეკუთვნის მცდელობა იმისა, რომ ფესტოს დისკოს წარწერებისთვის ახსნა მოეძებნა, რომელიც კვლავ და კვლავ ჰიპოთეზურ ხასიათს ატარებსჰიპოთეზის მეცნიერულ თეორიად ქცევას ხელს უშლის ერთი მეტად საგულისხმო ფაქტი: ფესტოს დისკო მიჩნეულია მიწიერ და არამიწიერ ცივილიზაციათა კონტაქტის დამადასტურებელ არტეფაქტად. ხოლო თავად ის გარემოება, რომ უკვე საქმე ეხება მიწიერ, ანუ დედამიწელთა და არამიწიერ, ანუ უცხოპლანეტელთა ცივილიზაციებს შორის შესაძლო კონტაქტებს, ბევრად სცდება მეცნიერების ფარგლებს. უფრო გასაგები რომ იყოს, გამოვყოფ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებას, რომელიც, შორს რომ არ წავიდე, მოხსენების სათაურშივე ფიგურირებს (მოხსენების სრული სათაურიამიწიერ და არამიწიერ ცივილიზაციათა ურთიერთკავშირის შესახებ” – მონოგრაფიაფესტოს დისკოგზავნილი გალაქტიკიდან):

1.მომხსენებლის, ანუ ბატონ გიზო ვაშაკიძის აზრით, ფესტოს დისკოს წარწერა ასახავს არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენელთა შესაძლო სტუმრობას დედამიწაზე;

2.თუ პირველ ვარაუდს დავუშვებთ, მაშინ ისიც უნდა დავუშვათ, რომ უცხოპლანეტელები ნამდვილად არსებობენ.

მაშასადამე, იმისათვის, რომ ფესტოს დისკოს წარწერას ამგვარი დატვირთვა მიეცეს, აუცილებელია, აპრიორული ფაქტის დაშვება, ხოლო ფაქტად უნდა მივიჩნიოთ უცხოპლანეტელების არსებობალოგიკურად ეს მანკიერი წრეა და ერთი ვარაუდის დაშვება მეორის არსებობის დაშვებას საჭიროებს. მაგრამ მეცნიერს მხოლოდ ფაქტების უნდა სჯეროდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სკეპტიკოსად რჩება.

თავი რომ დავანებოთ იმას, თუ რამხელა მეცნიერულ ვარაუდს ვუშვებთ ამ ჰიპოთეზის სახით, ჩვენ ამას გარდა კიდევ სხვა სავარაუდო დაშვებათა ჯაჭვსაც ვაწყდებით მის მიერ გამოთქმულ შეხედულებებში, რაც კიდევ უფრო უკარგავს მეცნიერულ დამაჯერებლობას აღნიშნულ მონოგრაფიას.

რაც შეეხება ფესტოს დისკოს, ის ყოველმიზეზგარეშე, ნამდვილად არსებული ფაქტობრივი მასალაა. ხოლო მისი მეშვეობით ისეთი ფაქტის არსებობის დაშვება, როგორიცაა უცხოპლანეტელთა არსებობა, მეცნიერულ უსაფუძვლობას ქმნის.

მეცნიერების გარეთ, უცხოპლანეტელების არსებობის საკითხს უფოლოგებიც ამტკიცებენ და კი ბატონო, ადამიანს სრული თავისუფლება ენიჭება სჯეროდეს იმის, რაც მას სურს. მაგრამ ამასაც თავი რომ დავანებოთ, ყველაფერს სჭირდება საფუძვლიანი გამოკვლევა და აქ დგება მეთოდის პრობლემაცრა მეთოდით შეიძლება იკვლიო ეს საკითხი? ვინ, ანუ რომელი სფეროს სპეციალისტმა უნდა შეისწავლოსვფიქრობ და ეს ჩემი აზრია, ეს საკითხი იმდენად ფართო სფეროს მოიცავს, რომ მისი შესწავლის მიზნით მრავალი მეცნიერების მონაცემები უნდა იყოს გათვალისწინებული და ამგვარად გაკეთდეს კომპილაციური ხასიათის დასკვნა, თუ საერთოდ ასეთი დასვნის გაკეთება იქნება შესაძლებელი.

P.S. თუმცა მე მაინც წარმატებებს ვუსურვებ ბატონ გიზოს, რადგან ის არაჩვეულებრივი ადამიანია, უშუალო, თავმდაბალი და კონტაქტური. როდესაც მოხსენების კითხვა დაამთავრა და ხალხი დაიშალა, მე მას პირადად გავესაუბრე და ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა და კიდევ ერთი თვისება გამოავლინა: გულუხვობა - მას სურდა მონოგრაფია ეჩუქებინა ჩემთვის...