©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Wednesday, February 20, 2013

საახალწლო საჩუქარი


2013 წელი, იანვარი. ნაძვის ხეზე დაკიდული საახალწლო სურვილი: "მე მინდა თეორიული ენათმეცნიერების კურსის 2008 წლის გამოცემა". ვკიდებ ხეზე, მაგრამ ზუსტად არც ვიცი, ამიხდება თუ არა სურვილი. თსუ-ს რექტორია ალექსანდრე კვიტაშვილი. მისი რექტორობის ბოლო პერიოდია, გუმანით ვგრძნობ, რომ ისე არ წავა, თსუ-ს სტუდენტების სურვილები არ "დააკმაყოფილოს". მაგრამ გადის დრო, უკვე მავიწყდება კიდეც, რომ საახალწლო სურვილი მქონდა, თან მძიმე სემესტრი მეწყება, ამით ვამთავრებ სწავლას და ვრჩები ბაკალავრიატს, მაქვს 7 საგანი აღებული და ერთ-ერთ საგნად - საბაკალავრო ნაშრომი. საახალწლო საჩუქრის მოლოდინი სრულიად მიქრება, არადა მიზანმიმართულად დავწერე თეორიული ენათმეცნიერების წიგნი მინდა-მეთქი, მე ხომ მაგისტრატურაში ვაბარებ ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების მიმართულებით და ეს ნაშრომი სასიცოცხლოდ მჭირდება. სწორედ ამ წიგნით მინდა მომზადება სასპეციალო გამოცდისთვის.

ჩემდა გასაკვირად, უკვე თებერვალში მირეკავებ თსუ-დან და მატყობინებენ, რომ ჩემი საჩუქარი მათთანაა და გთხოვთ, მობრძანდეთ მის წასაღებათო. ალბათ ვერ აღვწერ, როგორ გამიხარდა. უფრო მეტად კი მერე გავოცდი, როცა წიგნი ავიღე და, ზუსტად 2008 წლის გამოცემა დამხვდა, რომელიც მე ასე მსურდა, კიდევ უფრო საოცარი კი ის იყო, რომ წიგნს ჰქონდა თავად ავტორის, ბატონი თამაზ გამყრელიძის ხელმოწერა და კეთილი სურვილები.

ახალ წელმა უჩვეულოდ ჩაიარა და გული მიგრძნობდა, რომ ეს წიგნი ჩემთვის წარმატების მომტანი და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის მომასწავებელი იქნებოდა.