©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Sunday, April 21, 2013

ენის კვირეული


საინიციატივო ჯგუფმა – „ ლოგოსი“ – ქართული ენის დღესთან დაკავშირებით მოაწყო ენის კვირეული, რომელშიც მონაწილეობა შეეძლო თსუ- ყველა საფეხურის სტუდენტს.

კვირეული წარმოადგენდა სალექციო კურსს, რომელიც საშუალებას გვაძლევდა სტუდენტებს, სხვადასხვა მეცნიერების თვალთახედვით გაგვეანალიზებინა ენის ფენომენი და ქართული ენისგანვითარების პერიპეტიები. ყოველი ლექცია სტუდენტებს აძლევდა საშუალებას, მოესმინაკონკრეტული მეცნიერების მიერ ჩამოყალიბებული მიდგომისათვის და ამავე დროს, კრიტიკული თვალით შეეხედა მისთვის. შესაბამისად, ლექციის ბოლოს მათ მიეცემათ საშუალება, გამოთქვან სუბიექტური აზრი ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით და დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები.

კვირეულის დასასრულს ის სტუდენტები, რომლებიც სრულად მოისმენდნენ საჯარო ლექციების ციკლს,მონაწილეობას მიიღებდნენ გასვლით ტურში, სადაც შედგებოდა ესეებისა და პროზაული სტილისორიგინალურ ნაწარმოებთა კონკურსი. საკონკურსო თემა შერჩეული იქნებოდა ლექციებიდან მიღებულიინფორმაციის საფუძველზე და თემატიკის გათვალისწინებით. საუკეთესო ნაშრომის ავტორები დაჯილდოვდებოდნენ წიგნებით.

კვირეულის განრიგი:


ორშაბათი; 15 აპრილი – 17:00


პროფესორი თინათინ ბოლქვაძე

(თსუ I კორპაუდ. 206)



სამშაბათი; 16 აპრილი – 17:00

პირველად იყო სიტყუა“… (ენის გააზრების თეოლოგიური ასპექტები) – პროფესორი ედიშერ ჭელიძე (თსუ I კორპ. აუდ. N 206)


ოთხშაბათი; 17 აპრილი – 17:00

ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების“… (ქართული ენის განვითარების პერიპეტიები) - პროფესორი დამანა მელიქიშვილი (თსუ I კორპ.აუდ. N 206)


ხუთშაბათი; 18 აპრილი – 17:00


ენა, როგორც ყოფიერების სახლი (ფილოსოფიური თვალსაზრისი) -

პროფესორი გიორგი ბარამიძე

(თსუ, I კორპ. აუდ. 317)

გია ბარამიძე: “ფილოსოფიას არ შეუძლია მისწვდეს მეტაფიზიკას და გაშიფროს იგი სრულად, მაგრამ ის, რაც სწვდება და მოიცავს მას, არის ენა.
















ენას აქვს შესაძლებლობა მეტაფიზიკური სამყარო გამოხატოს სიტყვის საშუალებით.
ფილოსოფია ბრმაა, ენას როგორ დაინახავს, თუ logos-საც ვერ ხედავს?!

ენის ახსნა ფილოსოფიაში დაკავშირებულია ფენომენოლოგიასთან. ფილოსოფოსები არიან კერპთაყვანისმცემლები, იმიტომ, რომ ისინი ეთაყვანებიან სიტყვებს, რადგან ცნებებით აზროვნებას სანიჭებენ უპირატესობას. ფილოსოფიური ენა (მეტაენა) ყოველთვის არის კერპებისთვის მსახურება.
თვალსაჩინოებისთვის:

სოკრატე ესაა სიბრძნე!
ფილოსოფია არის სიბრძნის სიყვარული.
________________________________________________
ფილოსოფია არის სოკრატეს სიყვარული

ცალკე აღებული ფილოსოფია და ცალკე აღებული სოკრატე ავტონომიური ერთეულებია, მაგრამ  შეიძლება მათი ერთნამეთთან გადაფარვა ანალოგიის გზით.

კიდევ ერთი მხარე, რომელიც აღსანიშნავია ისაა, რომ ფილოსოფია ინტერპრეტაციებში მონოპოლიებს არ აწესებს, რადგან ესწრაფვის თავისუფალი აზროვნებისკენ. მაგრამ მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად თავად ცდილობს მონოპოლიის მოპოვებას, როგორც ლოგიკური აზროვნების იმპერატორი (ნარილა).

ფილოსოფიის დამოკიდებულება ენის მიმართ ვერ გასცდება მეტაფორულობას. . კანტმა პირველად გახსნა თვალსაწიერი ენის მეტაფორულობის მიმართ. ფრ. ნიცშესთან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზმნას, ხოლო პლატონთანზედსართავ სახელს.”

უკმარისობის გრძნობა დამრჩა, როდესაც ენის კვირეულის ის ნაწილი დამთავრდა, რომელიც ლექციებს ეთმობოდა. კვლავ მინდოდა მომესმინა თუნდაც სხვა ლექტორებისთვის, განსაკუთრებით კი უშუალოდ ენის ფილოსოფიის სპეციალისთვისთვისბატონი მამუკა ბიჭაშვილისთვის. მაგრამ ის ხუთი ლექტორი, რომლებმაც ლექციები ჩაატარეს იმათი პირადი ხედვით იყვნენ არჩეულნი, რომლებიც აღნიშნულ კვირეულს უძღვებოდნენ. ასე რომ, ყველაფერი მათზე იყო დამოკიდებული.

პარასკევი; 19 აპრილი – 17:00

როგორ იქცევა ყოფითი ენა ხელოვნების ფაქტად (ენის ლინგვისტური და პოეტიკური განაზრებანი) - პროფესორი თინათინ ბოლქვაძე (თსუ I კორპ. აუდ. N 317)

შაბათი; 20 აპრილი – 17:00

ენაესთეტიკური მსოფლმხედველობა (ხელოვნების ენა) -

პროფესორი აკაკი ყულიჯანიშვილი

(თსუ, I კორპ. აუდ. 206)

კვირა; 21 აპრილი:

დაიგეგმა გასვლითი ტურიესეებისა დამხატვრული პროზის კონკურსი.

მსოფლმხედველობის ტიპებიდან ყველაზე უნივერსალურია ენა. ამ მხრივ მას მსოფლმხედველობის ვერც ერთი სხვა ტიპი ვერ შეედრება, რადგან ნებისმიერი მსოფლმხედველობა სწორედ ვერბალური საშუალებებითაა გამოხატული. ის ყველაფერთან ერთად არის საფუძველმდებარეც და ფუნდამენტურიც. ამიტომ მის ამ თავდაპირველობაშია ის ონტოლოგიური უპირატესობა, რომელიც ენობრივ მსოფლმხედველობას გააჩნია მსოფლმხედველობის სხვა ტიპებთან შედარებით.

სწორედ ენაა ის პირვანდელი და საწყისი მსოფლმხედველობა, რომელსაც წილად ხვდა არარასთან პირველი შეხვედრა, რის შემდეგად იწყება ქმნადობა. ამიტომაა, რომ ენის წარმოშობა არანაირ რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება.

თუ ენა საერთოდ მსოფლმხედველობის საფუძველია, მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ენობრივი არსებაა. თვითონ ადამიანური ყოფიერება ენით იწყება, შესაბამისად, ენისა და ადამიანის თავდაპირველი საწყისი იდენტურია. ამიტომ ამბობენ ხოლმე, რომ ადამიანს არ შეეძლო ენის შექმნა. როგორც . ფონ ჰუმბოლდტი წერს: “ადამიანს არ შეეძლო შეექმნა ენა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თვითონ ენამ შექმნა ადამიანი.”