©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Wednesday, February 10, 2010

"ზუ", ანუ როგორ დავკარგე "რა"





როგორც წესი, ამბის თხრობა თავიდან უნდა დაიწყოს ხოლმე, მაგრამ იმხელა ისტორიის მოყოლა მომიწევს, რომ აჯობებს მოკლე შესავლითაც შემოვიფარგლო. 

ეს ისტორია მაშინ დაიწყო, როცა მე ჯერ კიდევ ნინველი[1] ვიყავი; თმა მოკლედ მქონდა შეჭრილი და გარდატეხის ასაკის ფსიქო-ფიზიკურ ტრანსფორმაციას განვიცდიდი.  მას ვიცნობდი და დაე, მას მხოლოდ ნაცვალსახელით მოვიხსენიებ. შემდეგ ლიტერატურული მეტამორფოზა განვიცადე, მისი ბედი ჯემალ ქარჩხაძის ლიტერატურულ, მეორეხარისხოვან პერსონაჟს დავუკავშირე; ვფიქრობდი, რომ ის სწორედ "იგი"-ს იდეური, ანდა თუნდაც გენეტიკური მემკვიდრე იყო. იმდენად ძლიერი ასოციაცია გამიჩნდა, რომ ამას დღესაც უსაფუძვლოდ არ ვთვლი. ის მართლაც ძალიან ჰგავდა "იგის" და შესაბამისად, მის მემკვიდრე "ზუ"-ს წარმოადგენდა.

ჰქონდა პირველყოფილი სილამაზე, რაღაც ველური მწვანე მზერა, თეთრი ღიმილი და ჯანმრთელი სხეული. მოკლედ, პირველყოფილ საზოგადოებაში სანადიროდაც შეეძლოთ მისი წაყვანა. მაგრამ ერთი ნაკლი აღმოვაჩინე: მასში სული ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული, როგორც იტყვიან, "მქრთალად ბჟუტავდა", მაგრამ არ ანათებდა. 

მე და მას ერთი სამყარო გვქონდა, "ჩვენი სამყარო", სადაც ყველაფერს თავისი სახელი ერქვა, მასაც... მაგრამ, არა მე - მე მაშინ ჯერ კიდევ უსახელო ვიყავი. ლიტერატურული პერსონაჟის სახელიც კი არ მქონდა შერქმეული. მოგვიანებით ამ სამყარომ არსებობა შეწყვიტა, ყოველ სიტყვას, რომელიც მასში არსებობდა, აზრი დაეკარგა. ჩვენ გავუცხოვდით და ზურგი შევაქციეთ ერთმანეთს. ის იგის კვალს გაჰყვა, იგივე ევოლუციის გზით, რაც მან გაიარა, არანაირი სიახლე... და მე დღესაც ვერანაირი ლიტერატურული გმირის სახელი ვერ შევარჩიე ჩემთვის, ალბათ ასეთი არ მოიძებნება და ამიტომ მე მომიწევს მისი შექმნა.

მასში სულს დღესაც "ტკბილად სძინავს!"

მე კი ისეთი სახე მაქვს, თითქოს ეს-ესაა გამოვედი გამოქვაბულიდან...





[1] სულხან-საბას მიხედვით, მოზარდი 13-დან 19 წლამდე