©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Thursday, January 14, 2010

Narila



ნარილა - ამ სახელმა ჯერ კიდევ მაშინ მიიქცია ჩემი ყურადღება, როდესაც ინტერნეტში ვეძებდი ბოშურ-ინგლისურ ლექსიკონს. იმასაც აღვნიშნავ, რომ თავის დროზე ბოშათა ენით ვიყავი დაინტერესებული და მის შესწავლასაც ვაპირებდი. მოკლედ, ძიების შედეგად ვიპოვე ეს ლექსიკონი და გადმოვწერე. გარდა ჩემთვის საინტერესო სიტყვებისა, მასში შეტანილი იყო ასევე საკუთარი სახელებიც, რა თქმა უნდა, ყველა ბოშური წარმომავლობის.

საოცარი ბუნებაა, ირგვლივ სიმწვანე, ნათელი ცა, სუფთა ჰაერი, რბილი მიწა, ბუნებრივი საკვები და პატარა დასახლება თავისი თემით, მომცრო კათოლიკური საკათედრო ტაძარი მორწმუნე მრევლით, სახლები ხის დარაბებით, ძველი გზებითა და დაბზარული კედლებით, ტრანსპორტი თითქმის არ მოძრაობს, თუ ჩამოსულებსა და ტურისტებს არ ჩავთვლით, თავიანთი ავტომობილებითა და ავტობუსებით და ისიც იშვიათად...

ასე მიმიყვანა ლექსიკონში ნაპოვნმა ერთმა სიტყვამ ადგილამდე, რომელიც ოცნების ბურუსში გაეხვია ჩემს წარმოდგენაში.

ვერ ვიტყვი, რომ ეს სახელი თავიდანვე მომეწონა-მეთქი, მაგრამ დროთა განმავლობაში, რაც უფრო ხშირად ვიხსენებდი ამ სახელს, მით უფრო მხიბლავდა, შემდეგ კი ისე შევისისლხორცე, რომ ჩემს საკუთარ სახელად იქცა. ძალიან შემიყვარდა...

ასე დაიწყო ამ სახელის ისტორია, უჩემოდ და ჩემით. ის თუ როგორ არსებობდა ეს სახელი ჩემამდე, ჩემთვის უცნობი იყო, არ ვიცოდი, მაგალითად, ვის შეიძლებოდა რქმეოდა, საიდან წარმოიშვა, რა დროიდან მომდინარეობდა, საერთოდ რას ნიშნავდა... ერთი რამ კი გარკვევით ვიცოდი, სახელი ნარილა Romani-English ლექსიკონში იყო შეტანილი სხვა ბოშურ სახელებთან ერთად და დანამდვილებით შემეძლო მეთქვა, რომ ნარილა ბოშური წარმომავლობის სახელი გახლდათ. თან საკმაოდ ძველი სახელი...

როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ეს სახელი, ამჟამად, თითქმის არავის ერქვა. ის ისეთივე მკვდარი სახელი იყო, როგორც სანსკრიტული ენა, რომლის წაკითხვა, მართალია, დღესდღეობით კი შეგვიძლია, მაგრამ სიტყვათა მნიშვნელობები ბოლომდე გარკვეული მაინც არაა. ასეთი სიტყვა გახდა ჩემთვის ნარილა.

რას ნიშნავდა საერთოდ ეს სახელი და რა დატვირთვა შეიძლებოდა ჰქონოდა მას? რა თქმა უნდა, ის ბოშური სულის მატარებელი იყო თავიდან ბოლომდე და ამდენად, მალე საკრალური ინფორმაციის შემცველ სახელადაც იქცა...


საკუთარი სახელის გარდა, უკვე მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის ადგილის სახელწოდებასაც წარმოადგენდა. საფიქრებელი იყო: იქნებ ეს სახელი სწორედ რომელიმე ადგილს უკავშირდებოდა და აქედანვე მომდინარეობდა?! გამორიცხული არც ეს იყო. ერთი განსხვავება არსებობდა საკუთარ სახელსა და ადგილის სახელწოდებას შორის, კერძოდ, ლათინური შრიფთით თუ დავწერთ სახელს, იქნება - Narilla, ხოლო ადგილის სახელს თუ გამოვიყვართ - Narila ( განსხვავება უმნიშვნელოა).

მსოფლიოში სულ ორი ადგილი აღმოჩნდა, ამგვარი სახელწოდებით; ერთი შორეულ ნეპალში, ინდოეთთან ახლოს, იქ, სადაც ოდესღაც ბოშათა წინაპრები ცხოვრობდნენ, ხოლო მეორე - უკიდურეს ევროპაში, ესპანეთის სამხრეთით, ანდალუზიაში... პირველი ადგილი ძალიან ცხელია, გადახრიოკებული და უდაბური, თუმცა წმინდა პაგოდების მხარე. მეორეგან კი ზამთარ-ზაფხულ საშუალო ტემპერატურაა, ზომიერ სარტყელშია მოქცეული და მაღალმთიან ზონას განეკუთვნება. აქ მდინარეცაა, რომელიც ამ დასახლებას მიუყვება, მიედინება პირდაპირ და შეუჩერებლად... რომ შემდეგ ოკეანეს შეუერთდეს.

ნარილას თავზე ნისლი ჩამოწვა.

არ არსებობს ცნება „ჩვეულებრივი ადგილი“, რადგან სადაც არ უნდა მოხვდეთ, თუ გამიზნულად წახვიდეთ, ყველგან იპოვით იმ ნიშას, რაც ამა თუ იმ ადგილს განსაკუთრებულს გახდის. ამისათვის სულაც არაა აუცილებელი მას წინასწარ თუ ექნება რაიმე დატვირთვა, რადგან იმის მერე, რაც მიაღწევთ კონკრეტულ ლოკაციას, თქვენ რაღაც საკუთარს დატოვებთ და რაღაც იქაურს წამოიღებთ. ესაა ის, რაც მხიბლავს ყველაზე მეტად მოგზაურობისას. თუმცა ჩემს შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად მოხდა, ერთ ადგილს დედამიწის შორეულ წერტილში ისე დავუკავშირდი, უფრო სწორად რომ ვთქვა, ისე აღმოვაჩინე მასთან უკვე არსებული კავშირი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება იქ არასოდეს ვყოფილვარ. მაგრამ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ის ჩემი ადგილი იყო, ყველაზე ნაცნობი და რაც მთავარია, მე იქ რაღაც „ჩემი“ დავტოვე, რომლის შესაგრძნობად აუცილებლად მომიწევს დავბრუნდე, საკუთარი შეგნებული სურვილით.