©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Thursday, July 11, 2013

Vivat akademia! Vivat professores!


უნივერსიტეტი დავამთავრე და რომ მკითხოთ რა შეგრძნებაა, ვერც გეტყვით. რაღაცას რომ განლევ, ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს გაივლი… – აი აზრი, რომელიც მიჩნდება. ბევრი რამის გახსენება შემიძლია:
  • ანტიკვარილექტორები
  • გიორგი ლაშხი, რომელსაც უნარებში 1 ქულით ვაჯობე 
  • ასევე ვერასდროს დავივიწყებ ბაჩო აბრალავას, თვითმკვლელ პოეტს
  • პირველი ჯარიმა
  • სტუდენტის სინდრომი, რომელიც სწავლის პერიოდში მაინცშემეყარა
  • დაბოლოს 240 კრედიტის ნაცვლად 4 წელიწადში დაგროვებული 260 კრედიტი



იმ დროს მომიწია სწავლა, როცა თსუ- პირველი კორპუსი ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი, გარკვეული სარესტავრაციო სამუშაოების გამო. აქეთ-იქით დავწანწალებდით ჯგუფელები, ციგნებივით; ხან რომელ კორპუსში ვგიტარდებოდა ლექციები, ხანრომელში

მახსენდება ერთი ადამიანი, რომელიც მინდა გაგაცნოთ, მერვე კორპუსის ანტიკურის ბიბლიოთეკის თანამშრომელიდანახვისთანავე მე და ჩემმა ჯგუფელმა ძალიან მივამსგავსეთ სიმპსონების სერიალის რომელიღაცა გმირს: უცნაური ხმის ტემბრით, ცისკენ აღმართული თეთრი თმითა და ვარდისფერი პომადით; 80 წელს მიტანებული ბიბლიოფილია. ისეთი პატივსაცემი ქალის შთაბეჭდილება დამიტოვა, შეხვედრისთანავე მომნუსხველი:
- “წიგნი არ მოკეცოთ”-!
- “კარგით”-მეთქი.

ამ ბიბლიოთეკარმა ყველა წიგნის ადგილი ზეპირად იცოდა, რა რომელ თაროზე იდო, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი,გამოცემის წელი და სხვა წვრილმანი დეტალებიც კარგად ახსოვდა, თითოეულის  მდგომარეობა ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი და შვილებივით უფრთხილდებოდა, თუ ჰყავდა საერთოდმე, როგორც რიგითმა სტუდენტმა, ამ ყველაფერს დიდი ყურადღება მივაქციე და ახლაც იმავე აზრზე ვარ, რაც მაშინ დავასკვენი: ის ადამიანი თავისი საქმის პროფესიონალი იყო!

ერთხელ, ამავე ბიბლიოთეკაში ვმეცადინეობ და როგორც მჩვევია, რაღაცას ვეძებ, წიგნებს ვათვალიერებ და ვიცი, რომ რაღაცა უნდა ვიპოვო. დღემდე ვერ გავიხსენებ რა კრებულს წავაწყდი, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ მასში შეტანილი იყო ლექსი უნივერსიტეტზე, სტუდენტებსა და ლექტორებზე. ავტორი რომან მიმინოშვილი გახლდათ:

ვერცხლის ნაკადებია,
რომ აცოცხლებს წნორებს
Vivat akademia!
Vivat professores!
დილით ახვლედიანი
ჩამოუვლის ჭადრებს,
გეფერება: “ჭაღარა?..
ბიჭო, ასე ადრე?..”
მოდის კოტე ბაქრაძე
ხელში ცომს სრესს ისევ
ნუცუბიძის ლექციას
ქიმიკოსიც ისმენს
შეშინებულ ასპირანტს
ფერი ადევს მიწის
და ბატონი კორნელი
უსმენს, წარბებს იწნის
სიმონ ყაუხჩიშვილი
ბოლოში არცა ჩანდა,
გარუჯული მუნდშტუკი,
გაცრეცილი ჩანთა
თოფურიას თმებს ჰგავდა
სახლი თეთრი რიდით
გაირინდა შენობა
კეცხოველის რიდით
ვაი, რა დრო გასულა
აღარ ფეთქავთ კვესად
ყველაფერი თავიდან!-
ვერ გაგიშვებთ ვერსად!
დამაწაფეთ მოწაფე
ახლაც ძალას მმატებს
თეთრი მარადისობა -
ჩემი Alma mater!
ვერცხლის ნაკადებია,
რომ აცოცხლებს წნორებს
Vivat akademia!
Vivat professores!

მერე გავიცანი რევაზ გორდეზიანი, რომელმაც დიდი გავლება მოახდინა ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, იმაზე, თუ რა მიმართულებით წავსულიყავი ცხოვრებაში და რა გზა ამერჩია ინტერესთა სფეროს თვალსაზრისით. მისი ლექციების მოსმენის შედეგად დავრწმუნდი, რომ მიდრეკილება მქონდა ეზოთერიკული აზროვნებისკენ და ამას ვერაფერს ვუზავდი, ვერც შევცვლიდი ძალით და ვერც დავფარავდი, რადგან ის ჩემი პიროვნების განმსაზღვრელი მახასიათებელი ხდებოდა. ბატონი რევაზი ხშირად იხსენებდა ხოლმე თავისი სტუდენტობის ამბებს, ბატონ კოტე ბაქრაძეს, მის ლექტორს და ერთხელ ისიც ახსენა, რომ მას ჩვევად ჰქონია ცომის სრესა, ხოლო როცა ლექსში ამის შესახებ ეწერა, თავიდან არ დავიჯერე.

ამ ლექსის მიგნებით დაიწყო ჩემი უნივერსიტეტისადმი სიყვარული.

შემდეგი მიგნება კი ეს ნახატი იყო უნივერსიტეტისსხვენში”…


უცნობი ავტორი
ბაჩოს ლექსების კრებული
კიდევ უამრავი მოგონებაა, რაც უნივერსიტეტთან მაკავშირებს. ზოგი მათგანი პოზიტიური, ზოგიც ნეგატიური ემოციების მომტანია ჩემთვის. ის, რაც არასდროს დამავიწყდება, ეს უნივერსიტეტის პირველ კურსზე სწავლისას მოხდატრაგედია, რომელიც ჩემს ჯგუფელს უკავშირდება, თვითმკვლელ პოეტს, ბაჩო აბრალავას. დღემდე უამრავი კითხვა გვაქვს და გვაქვს ჯგუფელებს, რა თქმა უნდა, ყველა პასუხგაუცემელი, მოგონებები მასზე და მისი ლექსები, რომელსაც პირადად ვისმენდითესაა სულ, რაც მისგან შემოგვრჩა!

ახლა უკვე დამთავრებულია ცხოვრების ეს ეტაპი და კვლავ მსურს აღმოვჩნდე უნივერსიტეტის კედლებში, მქონდეს იმავე ლექტორების ლექციებზე დასწრების შესაძლებლობაარ დამავიწყდება ლექტორები, რომლებმაც ჩემი აზროვნება და მომავლის ხედვა შეცვალეს, ბოლო სემესტრში გამოჩენილი მხატვრული სტილის ფილოსოფოსი ლექტორი დავით ბარბაქაძე, ჩემი საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელი თინათინ ბოლქვაძე და კიდევ უამრავი სხვა ადამიანი. მე მათ ისევ შევხვდები!