©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Tuesday, August 9, 2011

თალია

თალია
ერთ უმუზო დღეს, როდესაც ცხრათვალა მზემ ცხრავე თვალი გაახილა... თუმცა რაღა დროს მზის ამოსვლა იყო, უკვე შუადღე ხდებოდა. როგორც არ უნდა იყოს, მზის ცხრა თვალი ამეკვიატა და მის ნაცვლად სხვა რამეზე რომ მეფიქრა, გადავწყვიტე, ცხრა მუზით ჩამენაცვლებინა ის. ასეც მოვიქეცი და შედეგად წერა დავიწყე:

- თალიავ, დამეხმარე! როგორც იყო ხოლმე ერთ ძველ დროს... (ჩემს დიდ ბებიასაც თალია ერქვა, მაგრამ ამჯერად, მე მუზას მოვუხმობდი!), _ მას შემდეგ, ვერ ვიტყვი, ბევრმა წყალმა ჩაიარა-მეთქი, მაგრამ არც უმაგისობაა. მაინც რა ვქნა, რა დავწერო; ათას რამეს ჩავინიშნავ. მერე რა ხეირი? ზოგჯერ ყველაფერს ვბეჭდავ, ზოგჯერ არაფერს ვიტოვებ. ასე აღიგავა პირისაგან მიწისა ხელნაწერები, თუმცა არა ჩემი ნებით, არამედ სისტემის თვითმუსარსჩიკობით.

მუზამ თქვა: იყოს სიტყვა ხატოვანი, მშვენიერი, ენითაუწერლად ლამაზი, საამოდ მოსასმენი.

... და გაჩნდა სიტყვა.

ამიერიდან მუზები შთააგონებენ პოეტებსქალღმერთთა წყალობა ხილვით ან სიზმრით გაცხადდებოდა მგოსნისათვის. სწორედ, მუზების სურვილით ეწვევა პოეტს აღმაფრენა და ეძლევა თხზვის უნარი. სხვა შემთხვევაში მგოსანიც ჩვეულებრივი მოკვდავია.

ყველა ბერძენი ხელოვანი თვლიდა, რომ მას მუზა მართავდა და კარნახობდამუზებმა იციან ყველაფერი _ რა იყო, რა არის და რა იქნება. ისინი თანდათან, შესაფერ დროს ამცნობდნენ ადამიანებს ღვთაებრივ ჭეშმარიტებასმადლიერი მგოსნებიც, პატივისცემის ნიშნად, თავიანთ თხზულებას მუზისადმი ან მუზებისადმი მიმართვით იწყებდნენ.

აპოლონი და მუზები
მუზები საოცარ ზეგავლენას ახდენდნენ ყველა სულდგმულზე. ისინი აოკებდნენ ადამიანის განცდებივით აბობოქრებულ ზღვის ტალღებს, კალაპოტიდან გადმოსულ მოზღვავებულ ემოციებს; ვნებებსა და განზრახვებს... მათი ხმების კეთილხმოვნება და ჰარმონიულობა ყველაფერს აწესრიგებდა.

ქალღმერთები ულმობელნი იყვნენ მათ მიმართ, ვისაც ჰუბრისი (ამპარტავნების ავი სენი) მოიცავდა და მუზებთან შეჯიბრებას მოინდომებდა. მათ ამის გამო მრავალი დასაჯეს.

ერთხელ მუზებს სირენები შეეჯიბრნენ სიმღერაში. ზევსის ასულებმა, რა თქმა უნდა, გაიმარჯვეს. მათ სირენებს ფრთები დააპუტეს და გვირგვინები გაიკეთეს. გამწარებული სირენები ზღვაში გადაეშვნენ.

მუზები სტუმრობდნენ ოლიმპოს მთას. ისინი ერთობოდნენ, მღეროდნენ, ფერხულს მართავდნენ, ბანაობდნენ წმინდა წყლებში და პარნასის მთაზე ან გამოქვაბულში ისვენებდნენ. იმართებოდა მუზების დღესასწაული "მუზეები".

თურმე ღვთაებრივი ცხენი პეგასი ჩლიქით შეეხო მთას და გადმოედინა საოცარი ნაკადული ჰიპოკრენი _ “ცხენის წყარო”. წყაროს წყლის დალევის შემდეგ ადამიანს მისნობის უნარი და ლექსების თხზვის ნიჭი ეძლეოდა. როდესაც ჰელიკონელი მუზები ცეკვა-სიმღერას მართავდნენ, მთელი ბუნება სულს ნაბავდა.

ჰელიკონის მთაზე ხომ სასწაულები ხდებოდა. თუ შემთხვევით რომელიმე ადამიანი თვალს მოჰკრავდა მინდორზე ფერხულში ჩაბმულ მუზებს, ვერასოდეს დაივიწყებდა ამ სანახაობას.

სამყაროს მეუფე ზევსს ნადიმის დროს გვერდით ეჯდა ცხრა ასული, ცხრა მუზა, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი ხელოვნებით ესიამოვნებინათ მამა, უზენაესი ღმერთი.

ზევსის მუზები
ლირით ხელში დგას ლირიკული პოეზიის მფარველი მუზა ერატო "სასიამოვნო", ლირიკული სიმღერითა და ფლეიტით ართობს ზევსს მუზა ევტერპე "მომხიბლავი", ქაღალდის გრაგნილითა და საწერი კალმით ხელში უსმენენ დებს ეპიკური პოეზიისა და ცოდნის მუზა კალიოპე "კეთილხმოვანი" და ისტორიის მუზა კლიო" დიდებისმომნიჭებელი". ტრაგიკული ნიღაბი უკეთია სუროშემოხვეულ მელპომენეს სახეზე. იგი დაფიქრებული უყურებს მომღიმარ, კომიკურნიღბიან მუზა თალიეს "ლხინისიუხვე" და მხიარულ დებს. ის მშვიდად ესაუბრება ჰიმნური პოეზიის მუზა პოლიჰიმნიასა და ასტრონომიის მუზა ურანიას, რომელსაც ხელში ცის თაღი და ფარგალი უკავია. მუზა ტერფსიქორე "ცეკვის მოყვარული" პექტ-რონით ხელში ზევსის წინაშე მხიარულად ცეკვავს და ცდილობს ღრუბლები გაუფანტოს მას შუბლიდან.