©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Monday, September 30, 2013

რა? სად? როდის? - ანუ ბუს კვერცხები

წამყვანს მომჩივანი მოთამაშეები დახვდნენ გასასვლელში. ეგონათ ვერ წაუვიდოდათ ხელიდან და ყოველ უგვანო კითხვაზე პასუხს არაინტელექტუალურად მოსთხოვდნენ. მაგრამ წამყვანმა ძალზე ტაქტიანად მოიგერია ისინი:
- "მე არაფერ შუაში ვარ, "ის" გაჟიმეთ!" - საწყალი "ის" კითხვების ავტორი იყო.

მისი იუმორი დიდად ფასობს მოთამაშეებში, ტაშს შეძახილები მოსდევს, „შენი ფანი ვართ“, „შენი ფანი ვართ“-ო. მაგრამ რად გინდა, პოპულარობას არად აგდებს, ვითომც არ ესმის, არა და არ იმჩნევს...

ვთამაშობთ, ვთამაშობთ, ვთამაშობთ, ვთამაშობთ და კიდევ ერთხელ ვთამაშობთ - გამუდმებით ვთამაშობთ. სხვა რა დაგვრჩენია.

მეოთხე ლიგიდან მესამეში - წარმატება!
მესამე ლიგიდან მეორეში - წარმატება!
მეორე ლიგიდან პირველში - წარმატება!
პირველიდან სუპერლიგაში - მიუწვდომელი წარმატება!

ყველა მოთამაშის ოცნება? ყველა მოთამაშე არ ვიცი, მაგრამ პირადად მე ვაცნობიერებდი რა დროში რა წინსვლის შესაძლებლობები მქონდა და ვაფასებდი გუნდს, გუნდში კიდევ ჩემს ადგილს, ვთამაშობდი მხოლოდ თამაშისთვის!

პრინციპი „თამაში თამაშისთვის“ მარტივი წესების შემცველია: თამაშობ იქამდე, სანამ თამაში სიამოვნებას განიჭებს. ეს კი იმაზეა დამოკიდებული, თუ კითხვების რა პაკეთი მოვა ყოველ შემდგომ თამაშზე. ხოლო თავის მხრივ, რაც უფრო წინ მიიწევ და ლიგიდან ლიგაში გადადიხარ და რაც უფრო უახლოვდები იმ ჰიპერლიგას, რომელიც მაინც ასე სანუკვარი და სანატრელია, მით უფრო ზერთული ხდება იქამდე მისასვლელ გზაზე გამოსაცნობი კითხვები. ამის პარალელურად კი უკვე ძნელი და ზოგჯერ შეუძლებელიც ხდება ტვინის შესაბამისი რესურსების გაზრდა, სამაგიეროდ იზრდება იმ კითხვების რიცხვი, რომელთაც პასუხი შენს ტვინს არ მოეპოვება.

ლაფსუს და აფსუს! ეს უკვე სიამოვნებას აღარ განიჭებს და სრულებით ბუნებრივია! ვინც ასე ფიქრობს, შეუძლია ხელი აიწიოს და თამაში დროზე ადრეც დატოვოს. ვაღიარებ, მეც არ ვარ ისეთი მოთამაშე, რომელიც თამაშისგან სიამოვნებას არ იღებს.