©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Saturday, October 5, 2013

Science Picnic 2013


სამეცნიერო პიკნიკი საქართველოში ილიაუნის ინიციატივით ტარდება. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ის პირველად პოლონეთში ჩაატარეს და შემდეგ სხვა ქვეყნებმაც გადაიღეს. ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ეფუძნება კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და პოლონეთის რადიოს სამეცნიერო პიკნიკის მოდელს. საქართველოში 2012 წელს დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მისი ჩატარება. ხოლო წელს, მეც ვიღებდი მასში მონაწილეობას, როგორც მოხალისე. მოხალისის სტატუსი კი იმას გულისხმობს, რომ არა აქვს მნიშვნელობა რომელი უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ, მთავრია მოქმედი სტუდენტი იყო და ინტერესი გქონდეს, რათა საზოგადოებრივ აქტივობაში საკუთარი მცირე წვლილი შეიტანო.



სამეცნიერო პიკნიკმა ბევრი რამით მიიქცია ჩემი ყურადღება, თუმცა განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ფიზიკოსების კარავი, სადაც ნიკოლო ტესლას სული ტრიალებდა. იგრძნობოდა, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამ პიროვნებას და თომას ედისონზე მაღლად კი აყენებდნენ, ამის საჩვენებლად კი სპეციალურად სტიკერებიკ კი ჰქონდათ გაკეთებული და დამთვალიერებლებს ურიგებდნენ.




სამეცნიერო პიკნიკი ამ მხრივაც ძალზე საინტერესოა: ის გვაერთიანებს ბევრ სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენელს. უფრო მეტიც, ის, რასაც თავიდან უარყოფითად შევვდი, მერე დადებითი მხრითაც დავინახე. კერძოდ, გეტყვით რაზე მაქვს საუბარი: მოხალისეებს ანაწილებენ ღონისძიების ორგანიზატორები და ხშირად იმ თხოვნას არ ითვალისწინებენ, რასაც აპლიკანტები ითხოვენ. მათ სურთ იმ კარავში მოხვედრა, რომელიც თავიანთ პროფესიასთან ახლოსაა, ან სრულად ემთხვევა. მაგრალითად, ლინგვისტიკის სპეციალისტს სურს მოხვდეს კარავში სახელწოდებითლინგვისტური თამაშებიდა .. მაგრამ ასე ვერ ხერხდება. ამიტომ ყველა იმ კარავში ხვდება, სადაც ორგანიზატორები უშვებენ, აპლიკანტს საშუალება აქვს მხოლოდ რამდენიმე ვარიანტის ფარგლებში ამოირჩიოს სასურველი კარავი. იმას, რომ მოხალისე შეიძლება ისეთ კარავში მოხვდეს, რომელიც მისი პროფესიული სპეციფიკიდან გამომდინარე უცხოა, აქვს მეორე დადებითი მხარეც, კერძოდ, ის რომ კარავში მას შეუძლია გარკვეული გამოცდილება მიიღოს და სხვა თვალით შეხედოს ამა თუ იმ პროფესიას, გარდა საკუთარი პროფესიისა.


დაბოლოს, "სამეცნიერო პიკნიკს" ვუსურვებ წარმატებებს და უფრო და უფრო გაფართოებასთან ერთად, ხარისხსა და ორგანიზებულობას, რაც დამეთანხმებით, ასეთი მასშტაბური ყოველწლიური ღონისძიებისთვის მართლაც რომ დიდი გამოწვევაა.