©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Wednesday, February 27, 2013

"მოდი ვისაუბროთ" თემაზე "საკუთარი სიკვდილის გმირი?!"



როცა არ იცი რაზე ილაპარაკო - მიმართავ წერას!
***
თემა ეხებოდა სუიციდს. არ ვლაპარაკობდით წინასწარ მომზადებული ტექსტის მიხედვით, აბსოლუტურად დამოუკიდებელი აზრები გამოვთქვით და ბოლომდე მათი გამოთქმაც ვერ შევძელით.
ზაზა ქულემაშვილის საავტორო გადაცემაში ვიღებდი მონაწილეობას; ინტერნეტ-რადიო "ექსკლუზივში", ჰქონდა გადაცემა "მოდი ვისაუბროთ!", რომლის წამყვანიც და ავტორიც თავად იყო, თავადვე წერდა გადაცემას და შემდგომ ამონტაჟებდა. მის გადაცემაში ერთხელ მივიღე მონაწილეობა და თან ისე, რომ მისი სხვა გადაცემებისთვის არ მქონდა მოსმენილი, ვერც იმას ვიტყვი, რომ მასთან საუბარი შედგა და ისიც არ ვიცი დღემდე, გადაცემის ჩანაწერი თუ დამზადდა და თუ განთავსდა სადმე; ამაზე ინფორმაცია არ მაქვს...

ხოლო რაც შეეხება აღნიშნულ თემაზე ჩემს ჩანაწერს, მას შევურჩიე სათაურად - თვითმკვლელი - "საკუთარი სიკვდილის გმირი"[1].


სოკრატეს სიკვდილი
***
განსაკუთრებით კარგად ვუგებ იმ ადამიანებს, ვისაც ცხოვრებაშიერთხელ მაინც უფიქრია სიკვდილზე ანდა უცდია თვითმკვლელობა.სიკვდილზე კი, დამეთანხმებით, არც თუ ისე ბევრი ფიქრობს!ფიქრობენ ისინი, რომლებიც ან ძალიან ცოდვილები არიან(აინტერესებთ, სიკვდილის შემდეგ მართლა არსებობს თუ არა რაიმედა თუ არსებობს, მართლა ჯოჯოხეთში მოხვდებიან, როგორია ის დაა..), ან ისეთი ადამიანები, რომლებსაც უკვე აღარ შეუძლიათ ამდენცოდვილს შორის ცხოვრება.
პირადად მე, არ მივიქრია თვითმკვლელობაზე, ის კი არა, აზრს ვერვხედავ იმ ადამიანთა საქციელში, ვინც საკუთარი ხელით ასრულებსსიცოცხლეს. თუმცა ზოგადად სიკვდილზე, როგორც ასეთზე,მიფიქრია.
სიცოცხლის მუდმივი განცდა მაქვს! ალბათ ამიტომ არის, რომვიზიდავ ისეთ ადამიანებს, ვინც მიდრეკილნი არიანთვითმკვლელობისკენ. ბევრ პოტენციურ თვითმკვლელს ვიცნობ.
ერთ ადამიანს ვიცნობდი, ბაჩო აბრალავას _ თვითმკვლელ პოეტს,რომელიც გალაქტიონზე იყო შეყვარებული სიცოცხლე მესამესართულის სახურავიდან გადმოხტომით დაასრულა.
პარადოქსი ისაა, რომ სიმაღლის პანიკური შიში ჰქონდა ბავშვობიდან.როგორც მისი კლასელები იხსენებდნენ, ცხოვრებაში არასოდროსმჯდარაეშმაკის ბორბალზე“. მესამე სართულიდან გადმოხტომამისთვის შეიძლება მეათე სართულიდან გადმოხტომის ტოლფასიყოფილიყო, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი მაინც ფატალურიაღმოჩნდა.
ვინც მას ვიცნობდით, მისი თანატოლები, გაურკვევლობაშიაღმოვჩნდით; უამრავი კითხვა გაგვიჩნდა და თან არც ერთკითხვაზე პასუხი არ გვქონდა. პასუხები დღესაც არ გვაქვს.
პარადოქსია ისიც, რომ ერთი მხრივ ესაა უდავო სისუსტე _რეალობიდან, ცხოვრებისგან, პრობლემებისგან, საკუთარი თავისგანგაქცევის სურვილი; მეორე მხრივ კი ესაა უდიდესი გამბედაობა _გააკეთო ის, რაც სიმამაცეს მოითხოვს, სრული ამ სიტყვისმნიშვნელობით.
ძალიან ბევრი დაწერილა და თქმულა ამ თემაზე. სიკვდილი ერთ-ერთი ისეთი ტაბუდადებული თემა იყო, რომელიც ადამიანშიუხსოვარი დროიდან  შიშს აღძრავდა. არსებობდა სიკვდილისღმერთი ძველ მითოლოგიებში: ბერძნულში მას ერქვა თანატოსი,ხოლო ინდურ მითოლოგიაში მას ეძახდნენ კალის.
თუმცა მხოლოდ სიკვდილის ღმერთის არსებობით არშემოიფარგლებოდა სიკვდილის ფენომენი მითოსულ მსოფლხედვაში.ყურადღება ისეთ თემებზეც მახვიდლებოდა, როგორიც სიცოცხლისკენდაუოკებელი სწრაფვაა და ამის საპირისპიროდ _ თვითგანადგურებისკენ მიდრეკილება. თუ აპოლონი ადამიანს ლამაზილუზიებში“ (შდრ. ინდ. „მაია“) აქცევდა, დიონისე _ თავისისიცოცხლის ტრაგედიის გმირი _ ილუზიებს საფარველს ხსნიდა დასაშინელი სინამდვილის წინაშე აყენებდა ადამიანს.
ერთი ძველბერძნული მითი მოგვითხრობს:

"ერთხელ მეფე მიდასმა ბევრი წვალების შემდეგ, ტყეში სილენი დაიჭირა და ჰკითხა:
- რაშია ადამიანის უდიდესი ბედნიერება?
დემონი დუმდა, მაგრამ ბოლოს შემზარავად გადაიხარხარა და მიუგო:
- სვეუბედურო, დღემოკლეა ეგ თქვენი მოდგმა - სიდუხჭირისა და შემთხვევის წერა! რად მაიძულე იმის გამხელა, რისი გაგებაც არ გმართებდა? ეზენაესი ბედნიერება? - არ გამჩდარიყავ, არ გეარსება, არარაობა ყოფილიყავი, -მიუწვდომელი რამ არის შენთვის. აწ ერთადერთი რამგანუგეშებს: რაც შეიძლება ნაადრევად გამოეთხოვო ამწუთისოფელს.“
თვითმკვლელობა ესთეტიკის რანგში აქვთ აყვანილი (დღესაც) ერთგამორჩეულ ერს. ესენი გახლავთ იაპონელები. ეს უნიკალურიმსოფლხედვის  ერი ძალიან კომფორტულად ჰგუობსთვითმკვლელობის აქტს თავინთ კულტურაში. ცნობილ იაპონელმწერალს იოკიო მიშიმას აქვს მოთხრობა სახელწოდებით პატრიოტიზმი“. ვინც იცნობს ამ შედევრს, დამეთანხმებით, რომ აქსაკუთარი ხელით სიკვდილი მხოლოდ რჩეულთა ხვედრად ითვლება.ტრადიცია დღესაც ტრადიციად რჩება და თვითმკვლელობაღირსების საკითხია იაპონელისთვის.
ჰერმან ჰესე ტრამალის მგელში  წერს: უდავოდ სცდებიან,როცა თვითმკვლელს მხოლოდ იმ ადამიანს  უწოდებენ, ვინცთავად ისწრაფავს სიცოცხლეს. თვითმკველელებს შორისბლომად არიან ისეთებიც, თვითმკვლელობას შემთხვევით რომსჩადიან, რადგან საკუთარ თავზე ხელის აღმართვა არგამომდინარეობს მათი შინაგანი ბუნებიდან; ...ასობით,ათასობით უგერგილო და უნიათო ადამიანითვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, მაგრამ ისინითავიანთი ხასიათითა თუ რწმენით სრულიადაც არმიეკუთვნებიან თვითმკვლელთა რიცხვს. ბევრი ადამიანი კი, _ და ასეთია ჭეშმარიტ თვითმკვლელთა უმრავლესობა _ საკუთარი ხელით არასოდეს მოისწრაფავს სიცოცხლეს.“
თუ ავტორის ამ  აზრს დავუკვირდებით, აღმოჩნდება, რომ .. „ნამდვილი თვითმკვლელისაკუთარი ხელით არასდროს ისწრაფავსსიცოცხლეს. მაგრამ მას აქვს სიკვდილის დაუოკებელი წყურვილი.მაშ, როგორ ახერხებს ის თავის მიზნის მიღწევას? საქმე ისაა, რომთუ თავად არა, სხვისი ხელით მაინც შეუძლია მას გამოესალმოსსიცოცხლეს. ამგვარი კატეგორიის თვითმკვლელს სხვა ადამიანიმიჰყვას იმ ზომამდე და იმ მდგომარეობამდე, რომ მისი მეშვეობითაღასრულებსფსევდომკვლელობას“, რომელიც სინამდვილეშითვითმკვლელობისტოლფასია. ამ თვალსაზრისით, თუ მხატვრულლიტერატურას გავიხსენებთ, „ნამდვილ თვითმკვლელადუდავოდუნდა ჩავთვალოთ, კარმენი (პრ. მერიმესკარმენი“).
ჰერმან ჰესე სურვილსაც გამოთქვამს, რომ კარგი იქნებოდა,არსებობდეს ისეთი დარგი, რომელიც საფუძვლიანად შეისწავლიდასუიციდის ფენომენს.
თვითმკვლელობაზე პირველი კვლევა და თანაც ისეთისაფუძვლიანი, რომ დღემდე შეინარჩუნა აქტუალობა, ეკუთვნისემილ დიურკემს. მან მოგვცა თვითმკვლელობის ტიპოლოგია დაგამოყო თვითმკვლელობის 4 ტიპი:
1. ეგოისტური
2. ანომიური
3. ალტრუისტული
4. ფატალისტური
ეგოისტური თვითმკვლელობა _ დეპრესიის, ადამიანურობისდეფიციტის, სოციალური ურთიერთობების რღვევის გამო ჩადენილითვითმკვლელობა. ადამიანს არ გააჩნია ისეთიმე“, როგორიც მასუნდა, ან გარშემომყოფნი არ აღიქვამენ ისე, როგორადაც სურს, რომაღიქვან. აქ დაკარგულია ყოველგვარი ინდივიდუალურობის განცდა.
ეგოისტური თვითმკვლელობის მაღალი დონე გვხვდება იმსაზოგადოებებში, კოლექტივებსა და ჯგუფებში, სადაც ინდივიდი არარის ინტეგრირებული უფრო ფართო სოციალურ ერთეულში.ინტეგრაციის დაბალი დონე ინდივიდებში ქმნის უაზრობის/უფუნქციობის შეგრძნებას. იქ, სადაც კოლექტიური ცნობიერებასუსტია, ინდივიდები მარტო რჩებიან იმის გადასაწყვეტად, რომთავიანთი ინტერესები სურვილისამებრ წარმართონ. მსგავსიშეუკავებელი ეგოიზმი წარმოშობს პერსონალურდაუკმაყოფილებლობას, რადგან ყველა სურვილი არ სრულდება,ხოლო ისინი, რომლებიც სრულდება წარმოშობს ახალ სურვილებს,რაც კიდევ უფრო მეტი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას იწვევს. ესკი ზოგისთვის თვითმკვლელობით სრულდება. ინტეგრირებულიოჯახები, რელიგიური ჯგუფები და საზოგადოებები ძლიერიკოლექტიური ცნობიერების აგენტებს წარმოადგენენ და გმობენთვითმკვლელობას. თუმცა გამონაკლისები აქაც არსებობს.
ანომიური თვითმკვლელობა _ ახასიათებს ეკონომიკურიმიზეზებით გამოწვეულ სუიციდურ ფაქტებს. ამგვარითვითმკვლელობები შეიძლება მოხდეს როგორც ეკონომიკური ბუმის,ისე ეკომონიკური კრიზისის დროს. ორივე შემთხვევის დროს,საზოგადოებრივი ინსტიტუტები დროებით ვერ ახდენენ გავლენასინდივიდებზე. მსგავს ცვლილებებს ადამიანები მიჰყავს ისეთსიტუაციამდე, სადაც ძველი ნორმები აღარ მოქმედებს, ახლები კი,ჯერ არ განვითარებულა. ეს წარმოშობს უნორმობისა დადაუფუძნებლობის განცდებს. მაგალითად, ადამიანი შეიძლებაჩამოშორდეს ისეთ საზოგადოებრივ სტრუქტურებს, როგორიცააოჯახი, რელიგიური გაერთიანებები, ანდა რაიმე კომპანია,ჩამოშორდეს და ეს მტკივნეულად განიცადოს. უფრო რთულიწარმოსადგენია ეკონომიკური ბუმის ზეგავლენა. ამ დროს, უცაბედიეკონომიკური წარმატება უბიძგებს ადამიანს სამსახურისდატოვებისკენ, ახალ საზოგადოებაში გადასვლისკენ, შესაძლოაოჯახიც მიატოვოს და  ახალი ცხოვრებაც დაიწყოს. ეს ცვლილებებიანგრევს ამა თუ იმ საზოგადოებრივი სტრუქტურებისმარეგულირებელ ეფექტს და ინდივიდს სუიციდისკენ უბიძგებს.ანომიური თვითმკვლელობის შემთხვევაა მაგალითად, როცაგაკოტრებული მილიარდერი თავს მოიკლავს.
ალტრუისტული თვითმკვლელობა _ ამ შემთხვევაში ადამიანისაკუთარ სიცოცხლეს ხელყოფს სხვაზე ორიენტირებულობის გამო. ესმაშინ ხდება, როცა პიროვნება ისე აიგივენს ვინმესთან თავს, რომმის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია.
ალტრუისტულ თვითმკვლელობას ძირითადად მიმართავენ,რომელიმე კუმირის, .. კერპის, ან ფანატიზმის გამო.ალტრუისტული თვითმკვლელობის ერთ-ერთი უჩვეულო შემთხვევააწმინდა ჯიმ ჯონსის მიმდევრების მასობრივი თვითმკვლელობაჯოუნსთაუნში. მათ შეგნებულად დალიეს მოწამლული სასმელი,ზოგიერთმა თავის შვილებსაც აიძულა დაელია. ამგვარითვითმკვლელობის ჩამდენი ამას აკეთებს, რადგან თვლის, რომ ესმისი მოვალეობაა.
ალტრუისტულ თვითმკვლელობას მიმართავენ ასევე სიყვარულით იმედგაცრუებული ადამიანები. მაგალითად, ჯულიეტამ თავი მოიკლაიმიტომ, რომ რომეოს გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოედგინა.
ფატალისტური თვითმკვლელობა _ ემილ დიურკემითვითმკვლელობის ამგვარ ტიპზე ცოტას საუბრობს. ადამიანისიცოცხლეს ასრულებს საზოგადოებრივი დოგმებისა დასტერეოტიპების გასაპროტესტებლად. ეს არის იგივე, „მორალურიამბოხი“, რომლის სახელითაც, ხშირად ამართლებენ ამგვარითვითმკვლელობის აქტს. კლასიკური მაგალითი არის, როდესაც მონათავს იკლავს იმ შევიწროების/ჩაგვრის გამო, რომელსაც ბატონისგან განიცდის.
თუმცა არსებობს სუიციდის შემთხვევები, რომელიც ამ ტიპოლოგიაში არ ჯდება. მაგალითად:
არსებობს ფარული სუიციდი, რომელიც ხორციელდება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღებით. ეს არაა თვითმკვლელობის მომენტალური აქტი, არამედ წარმოადგენს სიცოცხლის შემოკლებისკენ მიმართულმოქმედებას.
თვითმკვლელობის მიზეზები. გაცილებით უფრო მეტი მიზეზიარსებობს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობა. მათშორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, ღირსების შელახვა, დანაშაულის განცდა, სინდისის ხმა, გაუსაძლისი ფიზიკურიტკივილი, ემოციური გადატვირთვა, ფინანსური პრობლემები,წარუმატებლობა, გაუცხოება და ..
მაგალითად:
•      სულიერი აშლილობის დროს, ადამიანი გაუწონასწორებელია, ვერ აანალიზებს თავის მოქმედებებს და შეუძლია საკუთარითავის დაზიანება.
•      სტრესი _ უცაბედი ემოციური ტრავმა ადამიანს აფექტურმდგომარეობაში აყენებს და გაუცნობიერებლად მოქმედებს.
•      დეპრესიული მდგომარეობა, რამაც შეიძლება ადამიანითვითგანადგურების გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს _ ამითგამოხატავს აგრესიას საკუთარი თავის მიმართ.
სოციალური ფაქტორებით გამოწვეული  თვითმკვლელობა. მძიმე სოციალური ფონი ადამიანს უბიძგებს თვითმკვლელობისკენ. ამ შემთხვევაში, თვითმკვლელს რეალობიდან გაქცევის ერთადერთგამოსავლად სიკვდილი ესახება.
შემიძლია ვთქვა, რომ რაც არ უნდა ასოციალური იყოს ადამიანი, მასრაღაც გარკვეული მიმართება მაინც აქვს საზოგადოებასთან. არსებობსასეთი გამოთქმა: ყველა ადამიანს ჰყავს თავისი ვიწრო სოციალურიწრე, რომელიც შედგება იმ ადამიანებისაგან, ვინც დაკრძალვასდაესწრება მისი  გარდაცვალების შემდეგ  და ასევე ყველა ადამიანსჰყავს ფართო სოციალური წრე _ ის ხალხი, რომელიც დარჩება მისქელეხზე.

ადამიანზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ოჯახი. ამისგათვალისწინებით ფსიქოლოგებმა განსაზღვრეს ისეთი ოჯახებისტიპები, რომლებშიც არსებობს თვითმკვლელობის პოტენციურისაშიშროება:
დეზინტეგრირებული ოჯახი: დამახასიათებელი თვისებაა მისიწევრების განცალკევებულობა, ურთიერთობებში ფორმალურობა, მათშორის ემოციური კავშირის არარსებობა და სხვ. განსაკუთრებითსაშიში სიტუაცია იქმნება მაშინ, როცა გვაქვს ნაწილობრივიდეზინტეგრაციის შემთხვევა: როცა ვიღაც მარტო აღმოჩნდება მისწინააღმდეგ ამხედრებული ახლობლების არმიის წინაშე რაიმემიზეზით.
სუპერინტეგრირებული ოჯახი: აქ საქმე გვაქვს ოჯახის წევრებისპიროვნული ავტონომიურობის რღვევასთან. ისინი იმდენად ახლოსარიან ერთმანეთთან, რომ ვერ წარმოუდგენიათ ერთმანეთის გარეშეყოფნა. ამ შემთხვევაში ერთის სიკვდილი იწვევს მეორისაბსოლუტურ უსუსურობას.
დისჰარმონიული ოჯახი: დამახასიათებელია მისი წევრებისმოთხოვნილებების, ინტერესებისა და მისწრფებების რადიკალურიგანსხვავებულობით, ურთიერთთანხმობის არარსებობით, საკუთარიინტერესებისა და ჩვევების დათმობის უუნარობით და .. ასეთშემთხვევაში, ლიდერი _ .. „ოჯახის უფროსიდანარჩენებსმუდმივად თავს ახვევს საკუთარ სურვილებს, ჩვევებსა და ითხოვსმათგან მორჩილებას.
დახურული თვითმყოფადი ოჯახი: მისი წევრებისთვის ოჯახიწარმოადგენს ცხოვრების ძირითად აზრს, ყველაფერი დანარჩენი კი(სამუშაო, ურთიერთობები, გართობა და ..) განიხილება როგორცოჯახური კეთილდღეობის შენარჩუნების საშუალება.
კონსერვატიული ოჯახი:  მთავარი თავისებურება არის ის, რომასეთ ოჯახს არ გააჩნია გარეგანი ცვალებადი პირობებისადმიადაპტირების უნარი. თუკი მისი რომელიმე წევრი აღმოჩნდებაოჯახის გარეთ არსებულ კონფლიქტში ჩათრეული, სხვა წევრები,თავისი კონსერვატიული შეხედულებებიდან გამომდინარე, არეხმარებიან მას, შეიძლება გარიყონ, როგორც ამბობენ, მოიკვეთონ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შეიძლება მოწინააღმდეგისმხარეც კი გადავიდნენ.




[1] სათაურს დავესესხე ჰაიდეგერსგერმანელ ფილოსოფოსს წიგნიდან - „ყოფიერება და დრო“.