©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Tuesday, December 10, 2013

Cyberbullying


აქამდე არ ვიცოდი ამისთვის რა სახელი დამერქმია, არც ის ვიცოდი, თუ ამდენად ფართო მნიშვნელობის იყო, უამრავი ფორმისა და სახის შემთხვევას გულისხმობდა. საკმაოდ ინფორმაციული აღმოჩნდა ჩემთვის არასამთავრობო ორგანიზაცია EMT-ის (განათლებისა და მართვის გუნდის) კლუბ ‘Free Time’-ის მიერ ორგანიზებული ტრენინგიინტერნეტი - შესაძლებლობები და გამოწვევები (Cyber-bullying/ინტერნეტ-დამცირება). 

კიბერ-ბულინგი (Cyberbullying კიბერ-დამცირება), არის გლობალური ტერმინი კიბერ-სამართალში, რომელიც გულისხმობს დაჩაგვნას, შევიწროებას ვინმეს მხრიდან ვირტუალურ სივრცეში.  საინფორმაციო ტექნოლოგიებში კიბერ-ბულინგი გვხვდება, როგორც ვინმეს მიმართ განხორციელებული სიტყვიერი ძალადობა, ფსიქიკური ზიანის მიყენება და შევიწროება.  ის შეიძლება იყოს წინასწარ დაგეგმილი, მოტივირებული, გარმეორებადი და მტრული ხასიათის.

რატომ გაჩნდა კიბერ-სამართალის არსებობის საჭიროება? საინფორმაციო, ტელე-რადიო და კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებისა და ინტერნეტის გაჩენის შედეგად წარმოიშვა გარკვეული რეგულაციებისა და კონტროლის საჭიროება. თუ რეალურ ცხოვრებაში ვხვდებით სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევებს, იგივე ქმედება შეიძლება განხორციელდეს ვირტუალურ სივრცეშიც. 

როცა კი ინტერნეტ-დამცირებაზე ვფიქრობ, მახსენდება ბევრი შემთხვევა ჩემი და ჩემთვის ნაცნობი ადამიანების ცხოვრებიდან და ისეთ დასკვნამდე მივდივარ, რომ ინტერნეტ-დამცირება მეტ-ნაკლებად გავრცელებული ფენომენია, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოგვიცდია საკუთარ თავზე. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ინტერნეტ-სივრცე, მედია-საშუალებები და ჩვენივე მობილური ტელეფონები ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს სამიზნე. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა მოტივი, თუ რატომ სჩადის ადამიანი რაიმე სიავეს სხვა ადამიანთა მიმართ.
  • სურთ შური იძიონ ვინმეზე რამის გამო (აქაც უამრავი კონკრეტული მოტივი შეიძლება არსებობდეს).
  • აქვთ სხვათა დამცირების მოთხოვნილება, რომელიც უკვე მათივე ჩვევაა.
  • სურთ სხვათა მიმართ (განსაკუთრებით ემოციური და მგრძნობიარე ადამიანთა მიმართ) ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ზეგავლენის დემონსტრირება, რომელიც ხორციელდება ძალადობრივი ლექსიკის გამოყენებით.
  • სიამოვნებთ სხვათა დამცირება და ჩაგვრა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს საკუთარი ძალაუფლების განცდის სურვილი.
ერთია, როცა ვიცით, ვინაა კიბერ-დამცირების რეალური წყარო, მეორე, როცა ანონიმურად ხორციელდება და მაშინ, კიდევ ერთი მტერი ემატება ჩვენს ემოციურ სტაბილურობასა და ფსიქიკურ უსაფრთხოებას. ამ შემთხვევის ერთ-ერთი სახეა Poison Pen Letters, სიტყვა-სიტყვით: "შხამიანი კალმით ნაწერი წერილები" - ანონიმური სალანძღავი და შეურაცხმყოფელი წერილები.

მასთან ბრძოლა ძნელია, თუმცა არა შეუძლებელი. არსებობს რამდენიმე რჩევა როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ Cyberbullying-ს, თუმცა ერთს გამოვყოფ ამათგან, საკუთრივ ჩემს რჩევას:
  • მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენთაგანისთვის ნებისმიერი სახის შეურაცხყოფა მტკივნეულია და ფსიქოლოგიურად დიდ ზეგავლენას ახდენს, გამოსავალი ჩვენი ემოციური მდგომარეობის სტაბილურად შენარჩუნებაა, მაშინვე, როგორც კი შეატყობთ თავს, რომ ვიღაც თქვენზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს, ეცადეთ შეძლებისდაგვარად შეზღუდოთ კონტაქტი და საჭიროების შემთხვევაში დააიგნოროთ ნეგატივის გამომწვევი სუბიექტი.