©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Thursday, September 26, 2013

ვსაუბრობთ ლიტერატურაზე

სათაურად ავიღე იმ საცდელი გადაცემის სახელწოდება, რომელშიც ვიღებდით მონაწილეობას სტუდენტთა და ლექტორმა ჯგუფი.

ამჯერად საქმე ეხება არა იმდენად პასუხების ძიებას, რამდენადაც მართებული კითხვების დასმას. ჩემი უპირველესი მიზანიც სწორედ ესაა - კითხვაქმნადობა, რომელიც აზროვნების პროცესსა და აზროვნების შედეგთან - გარკვეულ პასუხებამდე მისვლას შორის მერყეობს და მათი შუალედური სტადიაა. ფაქტიურად სასაზღვრო მდგომარეობაა. მე ასე წარმომიდგენია კითხვების ადგილი ჩვენს სააზროვნო სივრცეში, მათი უქონლობა კი აზროვნების ავტომატიზირებულ პროცესზე გადასვლას ნიშნავს.


ჩვენ ვქმნით ლიტერატურას თუ ლიტერატურა "გვქმნის" ჩვენ?

დავფიქრებულვარ იმაზე, თუ რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩვენზე ლიტერატურას და ჩემი დაკვირვებით, საერთოდ ტექსტებს, იქნება ის მხატვრული, თუ არამხატვრული, იმისდა მიხედვით ვიგებთ, რა ემოციონალური მიმართება გვაქვს და როგორი ინტელექტუალური განწყოფა გაგვაჩნია მოცემულ მომენტში.

მართალია, გონებით ვიაზრებთ, მაგრამ გონებას ემოციური სარჩული გააჩნია და ეს განაპირობებს ჩვენს სუბიექტურ აღქმადობას, რომელიც გვეხმარება "აზრის ქსოვილში" შევაღწიოთ. უფრო მეტიც, სუბიექტური აღქმადობის დონის ზრდასთან ერთად, მით უფრო ემპათიური ვხდებით წაკითხულის მიმართ და მისი იმდენად გათავისებაც კი შეგვიძლია, რომ ის საკუთარი შინაგანიდან (დავარქვათ ამას თუნდაც გამოთქმული, ამეტყველებული "ეგო") მომდინარედ მიგვაჩნია. ამიტომ, მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ლიტერატურული გმირის ცხოვრებით მიცხოვრია, თუმცა რომელიმე მათგანთან იდენტიფიკაცია არ მომიხდენია. ალბათ აქ გადის ზღვარი ლიტერატურურ გმირთან გაიგივებასა და ლიტერატურული გმირისადმი ემპათიურ მიმართებას, მის ადგილზე თავის წარმოდგენას შორის.


ერთ მაგალითს გავიხსენებ: ვლადიმირ მეგრეს "ანასტასიას" პირველ ნაწილს ვკითხულობდი, ერთი ადგილი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, რადგან ანასტასიას ერთ დიდ უნარზე იყო ყურადღება გამახვილებული: როგორ შეეძლო მას სხვისი ემოციური შოკი საკუთარ თავზე ეტვირთა. საინტერესო ისაა, რომ თვითონ წიგნში იყო აღწერილი გმირის ემპათიის უნარი და როცა ამას ვკითხულობდი, შევძელი ყოველივეს შეგრძნებითი წარმოდგენა...

პირადად მე ძალიან ბევრი ლიტერატურული გმირი შემხვედრია ჩემთან ძალზე ახლოს რომ ყოფილან. ერთს დაგისახელებთ, დოსტოევსკის "იდიოტი" _ დღემდე ნაცნობია ეს ტიპაჟი ჩემთვის, იმდენადაც, რომ სიტყვა "იდიოტიც" კი დადებით დატვირთვას ატარებს, იმდენად ახლობელი და ღია გმირია, რომ ძალიან ბევრი მხრივ იწვევს ჩემს სიმპათიასდა ამის საფუძველი ხასიათის მსგავსებებია, საკუთარი თავის მომენტალური ამოცნობა და მსგავსების დაჭერა. ეს შედარებით მკვეთრი მაგალითი იყო, რაც შემიძლია მოვიყვანო.

როგორ გადაიქცევა ტექსტი მხატვრულ ნაწარმოებად?

აი ის თემა, რომლის ირგვლივად მიმდინარეობს მსჯელობა უკვე საკმაოდ ხანია. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ პირველად ეს კითხვა დასვა ცნობილმა ლინგვისტმა რომან იაკობსონმა და მას შემდეგ ერთ-ერთ ურთულეს თეორიულ საკითხად არის მიჩნეული, რადგან ერთმნიშვნელოვანი და ამომწურავი პასუხი ამაზე მარტივად რომ ვთქვათ, არ არსებობს.

მხატვრულობა ენის პოეტურ ფუნქციასთანაა დაკავშირებული (რომან იაკობსონი გამოყოფს ენის 6 ფუნქციას, რომელთაგან სწორედ ერთ-ერთია ენის პოეტური ფუნქცია). რა თქმა უნდა, პოეტურ ენას თავისი რეალიზების სფეროც გააჩნია და ეს მხატვრული შემოქმედებაა: პოეზია, პროზა. მოკლედ, ყველანაირი სახის ლიტერატურა, რაშიც მხატვრული ენა თავის თავს ავლენს. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, პოეზია, პროზა, ეს წერილობითი ფორმით მოცემული მხატვრული ტექსტებია. ადამიანი კი მეტყველებაშიც არ კარგავს ენის პოეტურ ფუნქციას და ამიტომ, მკაცრი საზღვრების გავლება მეტყველებით სტილებს შორის ჭირს. თუ გამოცდილი ორატორი არაა ადამიანი, ის ბოლომდე მაინც ვერ ასცდება მხატვრული ენის იგნორირებას. იკითხავთ: კი მაგრამ ან რაშია საჭირო მხატვრული ენის იგნორირება? სწორედაც რომ, ზოგჯერ საჭირო ხდება, ამა თუ იმ მეტყველებითი სტილის სფეროში, თუ მაგალითად, სასამართლოში, მოსამართლეს გამოაქვს განაჩენი, ის ყველანაირად ეცდება, თუ უკვე გამჯდარი არ აქვს სპეციფიკური სამეტყველო აპარატი, რომ იმეტყველოს სასამართლოსთვის შესაფერისი და იურისპრუდენციისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიით. მაგრამ პრობლემაც სწორედ ისაა, რომ ადამიანი რის ადამიანია, რომ მთლიანად უგულვებელყოს თავისი ენობრივი სწრაფვა, ემოციის გამოხატვისკენ. თვით ისეთ ადგილებში, სადაც მკაცრი ენობრივი რეგლამენტი უნდა იყოს დაცული, ვხვდებით მხატვრული ენისთვის დამახასიათებელ ტროპის სახეებს: ეპოთეტებს, შედარებებს, მეტაფორებს, ალეგორიებს, ჰიპერბოლებს... მოკლედ, ჯერ კიდევ ბელგიელმა თეორეტიკოსებმა "ჯგუფი მიუს" სახელით, დაწერეს თავიანთ წიგნში "რიტორიკის საფუძვლები", რომ მხატვრული ენა შეიჭრა ადამიანის ენობრივი აქტივობის თითქმის ყველა სფეროში.