©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Friday, February 14, 2014

ზამთრის სკოლას „ხელისუფლება და იდეოლოგია ძველ სამყაროში“


2014 წლის 11-დან 14 თებერვლის ჩათვლით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ზამთრის სკოლას ხელისუფლება და იდეოლოგია ძველ სამყაროში“. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
თსუ- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ჩაატარა ზამთრის სკოლა VIII კორპუსში. ყველაფერმა ქართული ორგანიზებულობის კვალობაზე ძალიან კარგად ჩაიარა: რეგისტრაციის პროცედურა მოწესრიგებული იყო, ლექციებიც თავის დროზე დაიწყო და დამთავრდა, დისკუსიები და კითხვა-პასუხის რეჟიმიც ნორმალურად წარიმართა და რაც მთავარია, დამსწრეები, ზამტღის სკოლის მონაწილეები ყველანი დიდი ინტერესით ვადევნებდით თვალსა და ვისმენდით მოხსენებებს.
პროექტს ხელმძღვანელობდა პროფესორი ნანა ტონია, მსმენელებს ლექციებს უკითხავდნენ გერმანელი და ქართველი მეცნიერები: ალექსანდრა ცაპელი, ტასილო შმიტი (ბრემენი), ტიმო შტიკლერი (იენა), სილვია ჰუტერი (კიოლნი), მანანა ხიდაშელი, ირინე ტატიშვილი, ლევან გორდეზიანი.
ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს უმაღლესი სასწავლოდაწესებულებების ჰუმანიტარული მამართულების ყველა საფეხურის სტუდენტებსბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ 5 კრედიტი.
პროგრამა:
11.02.2014.
პროფესორმა ნანა ტონიამ გახსნა ზამთრის სკოლა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა.
პირველი ლექცია:

მანანა ხიდაშელი, მეფობის კონცეფცია ელინისტურ სამყაროში

მეორე ლექცია
ირინე ტატიშვილი, სამეფო იდეოლოგიის ტრანსფორმაცია ხეთებთან
ქალბატონმა ირინემ ძალიან საინტერესოდ წარმოადგინა თავისი მოხსენება.
12.02.2014.
მესამე ლექცია:
Sylvia Hutter, Religiöse Herrschaftslegitimation im Vorderen Orient am Beispiel der Hethiter
სილვია ჰუტერი, ხელისუფლების რელიგიური ლეგიტიმაცია ახლო აღმოსავლეთში ხეთების მაგალითზე
სილვია ჰუტერი პირველი იყო გერმანელი პროფესორებიდან, რომელმაც ლექცია ჩაატარა. მისი საუბრის სინქრონიული თარგმანის მოსმენა საკმაოდ დამღლელი იყო, თუმცა საინტერესო აღმოჩნდა ის მასალა, რომელიც ლექციის დაწყებამდე დაგვირიგდა. კერძოდ, შუმერული ტექსტების ქართული თარგმანი. მართალია არასერიოზული დაკვირვება ჩავატარე, თუმცა ჩემი პატარა მიგნება მაინც გავაკეთე:
(CTH 414 i 21)
KUB 41.23 ii 18′-21′ (CTH 458.10: ფრაგმენტი ლაბარნასთვის შელოცვის რიტუალიდან):
ღმერთების მზის ღვთაებავ, როგორც marnuwan-სასმელი და ლუდი ერთმანეთშია შერეული (და) მათი სული და გული გაერთიანებულია, დაე, ასევე გაერთიანდეს ღმერთების მზის ღმერთისა და ლაბარნას სული და გული
“…marnuwan-სასმელი და ლუდი ერთმანეთშია შერეული…” – აღსანიშნავი ფაქტია, რომ აქ ძველშუმერულ ერთგვარ კოქტეილთან გვაქვს საქმე.
ასლი KUB 57.86, Z. 4′-7′:
ღმერთების ამინდის ღმერთო, როგორც walhi-სასმელი, ლუდი და ღვინო ერთმანეთშია შერეული (და) მათი სული და გული გაერთიანებულია, დაე, ასევე გაერთიანდეს ცის ამინდის ღმერთისა და ლაბარნას სული და გული
“…walhi-სასმელი, ლუდი და ღვინო ერთმანეთშია შერეული…” – აქაც, კოქტეილი… :)
მეოთხე ლექცია:
Alexandra Cappel, Zwischen Bewunderung undAbscheu: griechisch-römische
Vorstellungen von Ägypten
ალექსანდრა კაპელიგაოცებასა და მიუღებლობას შორის: ბერძნულ-რომაული წარმოდგენები ეგვიპტეზე
13.02.2014.
მეხუთე ლექცია:
Tassilo Schmitt, Neros Christenverfolgung
ტასილო შმიტი, ქრისტიანების დევნა ნერონის დროს
მეექვსე ლექცია:
Timo Stickler, Leo I. und Aspar – Valentinian III. und Aëtius.Zur formalen und zur tatsächlichen Macht des römischen Kaisers im 5. Jh. n.Chr.
ტიმო შტიკლერი, ლეო I და ასპარივალენტინიანუს III და ეტიუსი. რომის კეისრების ფორმალური და რეალური ძალაუფლებისათვის მეხუთე საუკუნეში.
14.02.2014.
მეშვიდე ლექცია:
ლევან გორდეზიანი, შემაჯამებელი ლექციახელისუფლება და იდეოლოგია ძველ სამყაროში
დაბოლოს დახურვა.
გერმანული მოხსენებებსა და დისკუსიებს თარგმნიდა ბატონი ლევან გორდეზიანი.