©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Friday, September 30, 2011

როგორ მოვწიოთ, ანუ არამწეველთა საკითხავი!


image
Smoking is not good for your health - აწერია სიგარეტს, სიგარეტს, რომელსაც რიგითი ადამიანი აბოლებს. აბოლებს მადიანად, მადიანად ჭამს, სვამს, მას შემდეგ, რაც უზმოზე ღრმად ჩაისუნთქავს ნაპასს და ამოუშვებს რგოლებს. რგოლებს, რომლებიც იფანტება ჰაერში. ჰაერში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი გროვდება. გროვდება ადამიანთა მიერ წარმოთქმული და სუნთქვას გამოყოლილი სიტყვებიც. სიტყვები მოხერხებულად აწერია სიგარეტის კოლოფსაც - ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის! - და იქვე მინიშნება, წითელი ასოებით (ყურადღების მისაქცევად): გთხოვთ წაიკითხოთ! გთხოვთ წამიკითხოთ, რა წერია... სანამ მოვწევთ, სანამ ცას შევაბოლებთ, სანამ გავსრესთ, სანამ მოვისვრით, სანამ არ ჩავაქრობთ, სანამ არ დავბოლდებით, ვიდრე... მანამ, სანამდე... მნიშვნელობა არ დაუკარგავს ჯერ კიდევ გაუხსნელ კოლოფში სიგარეტის ღერების რაოდენობას, სანამ ჩვენს უპატრონო ფილტვებში არ ჩავიხედებით და თავს არ ჩავღუნავთ, იმის ნიშნად... ნიშნად იმისა, რომ უმწეონი ვართ?! - ალბათ... ალბათ, მალე ჰაერის უკმარისობა დაგვემუქრება. დაგვემუქრება სტიქიური კატასტროფები, გლობალური დათბობა და ადრე სიკვდილი! სიკვდილი გვაშოროს ღმერთმა! ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს მათუსალა. მათუსალა, რომელიც სიგარეტს არ ეწეოდა, ვერც სიგარეტის კოლოფზე წაიკითხავდა გაფრთხილებას!.. გაფრთხილებას ხშირად ერთ ყურში შეუშვებენ და მეორე ყურიდან გამოუშვებენ. გამოუშვებენ ისე, როგორც მწეველი უშვებს სიგარეტის ბოლს, ორთქმავალი, თუ ჩვეულებრივი ტრანსპორტი - გამონაბოლქვს. გამონაბოლქვი მაღლა ადის ცაში და დიდი ქალაქების თავზე ქმნის სმოგის ღრუბელს, ღრუბელს, საიდანაც შემდეგ მოდის მწვანე ფერის წვიმა. წვიმა აქრობს ანთებულ სიგარეტს. სიგარეტს, რომელთაც ერთად ან ცალ-ცალკე ეწევიან. ეწევიან ჩუმად, ეწევიან აშკარად, ეწევიან ისე უბრალოდ (უხდებათ) და მოწევის რიტუალი ერთმანეთის სახეში შებოლებით თავდება. თავდება ბოლო ღერიც...
 "ერთი ღერი სიგარეტი ხომ არ გაქვთ?" - კითხულობს გამვლელი.
– "აქ არ ეწევიან!" - ესმის პასუხი.