©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Monday, April 7, 2014

"ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად!"


(სლოგანი და მასთან დაკავშირებული ისტორია)

"წიგნებს შვილებივით გაუფრთხილდით!"

ერთი ადამიანი მინდა გაგაცნოთ, ბიბლიოთეკის თანამშრომელი; 80 წელს მიტანებული ბიბლიოფილია. ისეთი პატივსაცემი ქალის შთაბეჭდილება დამიტოვა, შეხვედრისთანავე მომნუსხ:
- წიგნი არ მოკეცოთ-!
- კარგით-მეთქი.
ამ ბიბლიოთეკარმა ყველა წიგნის ადგილი ზეპირად იცოდა, რა რომელ თაროზე იდო, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, გამოცემის წელი და სხვა წვრილმანი დეტალებიც კარგად ახსოვდა, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან მთელი თავისი ცხოვრება წიგნების გარემოცვაში ჰქონდა გატარებული. თითოეულის მდგომარეობა ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი და შვილებივით უფრთხილდებოდა, თუ ჰყავდა საერთოდ...მე, როგორც რიგითმა სტუდენტმა, ამ ყველაფერს დიდი ყურადღება მივაქციე და ახლაც იმავე აზრზე ვარ, რაც მაშინ დავასკვენი: ის ადამიანი თავისი საქმის პროფესიონალი იყო!
ერთხელ, ამავე ბიბლიოთეკაში ვმეცადინეობ და როგორც მჩვევია, რაღაცას ვეძებ, წიგნებს ვათვალიერებ და ვიცი, რომ რაღაცა უნდა ვიპოვო, მე ხომ ატაგენუსი ვარ?! დღემდე ვერ გავიხსენებ რა კრებულს წავაწყდი, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ მასში შეტანილი იყო ლექსი უნივერსიტეტზე, სტუდენტებსა და ლექტორებზე. ავტორი რომან მიმინოშვილი გახლდათ:
ვერცხლის ნაკადებია,
რომ აცოცხლებს წნორებს
Vivat akademia!
Vivat professores!
დილით ახვლედიანი
ჩამოუვლის ჭადრებს,
გეფერება: “ჭაღარა?..
ბიჭო, ასე ადრე?..”
მოდის კოტე ბაქრაძე
ხელში ცომს სრესს ისევ
ნუცუბიძის ლექციას
ქიმიკოსიც ისმენს
შეშინებულ ასპირანტს
ფერი ადევს მიწის
და ბატონი კორნელი
უსმენს, წარბებს იწნის
სიმონ ყაუხჩიშვილი
ბოლოში არცა ჩანდა,
გარუჯული მუნდშტუკი,
გაცრეცილი ჩანთა
თოფურიას თმებს ჰგავდა
სახლი თეთრი რიდით
გაირინდა შენობა
კეცხოველის რიდით
ვაი, რა დრო გასულა
აღარ ფეთქავთ კვესად
ყველაფერი თავიდან!-
ვერ გაგიშვებთ ვერსად!
დამაწაფეთ მოწაფე
ახლაც ძალას მმატებს
თეთრი მარადისობა -
ჩემი Alma mater!
ვერცხლის ნაკადებია,
რომ აცოცხლებს წნორებს
Vivat akademia!
Vivat professores!

ამ წიგნში ნაპოვნი ლექსით დაიწყო ჩემი უნივერსიტეტისადმი სიყვარული!