©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Wednesday, April 4, 2012

Bohemian Style


მინდა ზღვა, მინდა მოწმენდილი, ღია ცისფერი ცა, ჩემი სივრცე, მინდა აეროპლანი, მინდა ქარი, რომ თან წამიყოლოს, ავტობუსიც შეიძლება, ავტოსტოპით წასვლაც, მივდივარ და აი უკვე გზაში ვარ, სადღაც ინდოეთს, რომალეებსა და ჰიპებს შორის - რა არის ეს? ესაა Bohemian Style! ან როგორც მას შემოკლებით უწოდებენ Boho. ბოჰემური სტილის ამომწურავად დახასიათება საკმაოდ რთულია, რადგან ის მთელ მრავალფეროვნებას მოიცავს, დაწყებული ადამიანის შინაგანი პიროვნული მახასიათებლიდან და დამთავრებული გარეგნული გამოხატულებით, რომელიც ჩაცმისა, თუ სახლის სტილში ჰპოვებს ასახვას. იმის მიხედვით, თუ როგორ თანხვედრაშია ერთმანეთთან ეს შინაგანი და გარეგანი მხარე, შესაბამისად ახერხებს ადამიანიც ამ სტილის მორგებას ან ვერმორგებას. აღნიშნული წინაპირობა მეტ-ნაკლებად ყველა სტილს მიემართება. მაგრამ ბოჰემური სტილი განსაკუთრებულია (თუნდაც ჯერ მხოლოდ ვიზუალური მხარე რად ღირს?!), რადგან ის ცხოვრების თავისებურ წესთანაა დაკავშირებული.

Bohemian - somebody who leads an alternative lifestyle, they are not hippies because they can have an extremely wide range of different tastes in music, fashion, art, literature etc they are usually very creative people.

Bohemian is a place for Bohemians, Gypsies, Free Spirits, Nomads, Happy souls, Artists, Creative Minds, Hippies, Travelers, Wild Hearts & everything in between to gather inspiration from different cultures around the world ~


რაც შეეხევა თვითონ სიტყვას "bohémien", ის ფრანგული წარმოშობისაა და მიემართებოდა ბოშას, ასე მოიხსენიებდნენ მათ. თუმცა მოგვიანებით ტერმინის მნიშვნელობა გაფართოვდა და მოიცავდა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდნენ, ან ზოგადად, იყვნენ ხელოვანნი (ბევრი მოგზაურობა რომ უწევდათ). როგორც არ უნდა იყოს, რაღაც საწყისი მახასიათებელი ამ სიტყვაში მაინც შენარჩულებულია, თუნდაც ამით აღინიშნებოდეს კონკრეტულად, ჩაცმის ანდა სახლის სტილი. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ "ბოჰემურობა", უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების წესს აღნიშნავს და გულისხმობს, ამდენად, ეს უნდა აისახებოდეს ჩაცმის და თუნდაც სახლის ინტერიერის სტილზეც.

მოდით გავცდეთ ცოტახნით ბოჰემურ სტილს და მინდა ერთი პარალელი გავავლო რამდენიმე სხვადასხვა მოძრაობას შორის. როდესაც ეცნობით ბოშათა ისტორიას, ბიტნიკებს, ჰიპების ეპოქას, New Age-ის მოძრაობასსხვათა და სხვათა, აუცილებლად გაგიჩნდებათ აზრი, რომ ისინი ერთმანეთს რაღაცით ჰგვანან!.. ცხოვრების თავისებური სტილით, მოხელიალეობით? (ინგ. Squatting  "მოხეტიალეობა", "მეხიზნეობა" (თარგმანი ჩემია, ყველაზე ახლო შესატყვისები ქართულში ეს სიტყვებია) ნამდვილად ასეა, ამ აზრამდე მივედი და ეს არც ისე უსაფუძვლო დაკვირვების შედეგია. მაგრამ სულ ეს არაა, რადგან მინდა კიდევ ერთ რამეზე გავამახვილო ყურადღება, კერძოდ, იმაზე, თუ რა განაპირობებს დროდადრო კაცობრიობის ისტორიაში მსგავსი მოძრაობების გაჩენას. საქმე ისაა, რომ ანტიკური საბერძნეთიც იცნობდა ისეთ ფილოსოფოსებს, უფრო სწორად, ფილოსოფოსთა სხვადასხვა მოძრაობებსა და გაერთიანებებს, მაგალითად, .. "ცინიკოსები", რომლებიც იზიარებდნენ ჰიპების მსგავს იდეოლოგიას. თუმცა იმისათვის, რომ რომელიმე დღევანდელი კონტრკულტურის წევრი გახდეთ, აუცილებელი აღარაა ანტიკური გაგების ფილოსოფოსი იყოთ. მთავარია თქვენი მსოფლმხედველობა თანხვედრაში მოდიოსეს ამა თუ იმ კონტრ- ან სუბ- კულტურული ჯგუფების იდეოლოგიასთან.

აღარ ჩავუღრმავდები და მხოლოდ იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ კონტრკულტურულ მოძრაობად ჩამოყალიბება და რადიკალურობა ბევრად წამგებიანია, მაგალითისთვის, როგორც ეს დაემართათ ბიტნიკებსა და ჰიპებს. ხოლო ბევრად სიცოცხლისუნარიანია დარჩე კულტურაში სუბკულტურულ სახეობად.


ბოჰემური სტილი ამოუწურავია და სწორედ ამაში მდგომარეობს მისი ესოდენ დიდი ძალა და შარმი.