©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Sunday, May 25, 2014

საბჭოური გადმონაშთები რუსეთის საგანმანათლებლო სივრცეში!

ამ პოსტის დაწერის სურვილი ერთმა სრულიად შემთხვევით ნანახმა ფოტო-სურათმა გამიჩინა. როგორც აღმოჩნდა, ასეთ ფოტოებს რუსულ ინტერნეტ-სივრცეში მრავლად წააწყდებით.

სურათი 1.



დააკვირდით კარგად ამ ფოტოს: სამჭოთა სიმბოლიკა, თეთრი წინსაფრები, რომელიც საბჭოთა დროს ოფიციალურ ფორმად ითვლებოდა დაწყებით სკოლებში საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ფონზე საბჭოთა არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ბარელიეფური გამოსახულებით საბჭოთა მეომრების, მფრინავებისა და .... მემორიალური დაფით. დღევანდელი რუსეთი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირშია, სოციალისტური იდეოლოგია კვლავ ბატონოს რუსეთში და რაც ყველაზე ცუდია, ეს იდეოლოგია არა მხოლოდ საბჭოთა დაშლის შემდგომ შემორჩენილი ისტორიული მეხსიერებაა, არამედ რეალობა, რომელშიც კვლავ ვხვდებით საბჭოეთის ატრიბუტებს ნამგალსა და უროს, თეთრ წინსაფრებს და საბჭოეთის დროს ჩამოყალიბებულ არქიტექტურულ თავისებურებებს, მაგალითად როგორც ზემოთნახსენები ბარელიეფური გამოსახულება. გარდა სოციალისტური იდეოლოგიის არსებობისა, სხვა თუ არაფერი ეს უდიდეს ჩამორჩენილობასა და თანამედროვეობასთან ფეხის ვერაწყობაზე და საბჭოეთის დაშლასთან ვერშეგუებაზე მეტყველებს. თან როცა ასეთ ფაქტებს ვხვდებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ განათლების სისტემაც იდეოლოგიზებულია. რუსეთი ჯერ კიდევ საბჭოეთში ცხოვრობს!

წარმოიდგინეთ იმ მოსწავლის მდგომარეობა, რომელიც სკოლას ამთავრებს და მიდის რომელიმე ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად. მაგალითად ასეთში:

სურათი 2.
რუსეთში რომ ჯერ კიდევ ცოცხლობს და მყარად დგას საბჭოთა ატრიბუტიკა (რაშიც ბევრი სხვადასხვა სახის დეტალი და სიმბოლიკა იგულისხმება), ამის საილუსტრაციოდ ეს ფოტო-სურათიც გამოდგება (ფოტოს წყარო მიხეილ ბუჩუკური).

ეს ფოტო გადაღებულია მოსკოვის ერთ-ერთი ინსტიტუტის შესასვლელში, რომელიც მოსკოვის მასშტაბით რეიტინგში მეხუთე ადგილზე. აქ შესულ სტუდენს ჯერ კიდევ ეგებება ილიჩი და მისი მახვილგონიერი "სლოგანი" კვლავ ახსენებს სტუდენტს, რომ მთავარია "სწავლა, სწავლა და სწავლა!".

მართალია, საბჭოთა კავშირი უკვე იმდენი ხანია დაშლილია, რომ ეს საკმარისი უნდა ყოფილიყო ამ ფაქტთან შესაგუებლად, მაგრამ რუსეთი იდეოლოგიის გარეშე, როგორც ჩანს, არსებობას ვერ ურიგდება.