©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Friday, May 2, 2014

რას ნიშნავს მანდალა?


ძველინდური მანდალა... ის აჩვენებს სიღრმისეულ ეზოთერულ კავშირს სამყაროსა და დემიურგ ძალას შორის, რომელიც ვედურ ტრადიციაში ბგერებზე დაიყვანება, თანამედროვე სპეციალური ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ - ბგერების თანმხლებ სიხშირეებზე.



გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ძველინდური მანდალების სქემატური სურათი მანდალის შესაბამის მანტრას (ბრეგერბს ან ბგერით კომბინაციებს, მაგ. როგორიცაა "ომ" მანტრა) ექსპერიმენტის შედეგები სრულად მიესადაგება. ვგულისხმობ სპეციალური მოწყობილობის საშუალებით ჩატარებულ ექსპერიმენტებს; ბგერა და მისი თანმხლები სიხშირე, რომელსაც ეს მოწყობილობა - ე.წ. ტონური გენერატორი - გამოსცემს დაკავშირებულია მეტალის ფირფიტასთან, ხოლო თუ ფირფიტაზე არის დაყრილი რაიმე ფხვნილი (ამ ვიდეოებში, თუ არ ვცდები, მარილს ყრიან), სიხშირეზე რეაგირებს და ქმნის ფორმებს:




ამ ექსპერიმენტის საშუალებით მტკიცდება, რომ რაც უფრო მაღალია სიხშირე (რაც უფრო მეტია ჰერცი), მით უფრო რთული და კომპლექსური ხდება ის გეომეტრიული ფიგურები, რომელიც მეტალის ფირფიტაზე გამოისახება ტონური გენერატორის სხვადასხვა სიხშირეზე მომართვისას (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული http://ru.wikipedia.org/wiki/Хладни,_Эрнст_Флоренс_Фридрих).

ბგერა წარმოქმნის ფორმებს:არის მჭიდრო თანხვედრა ბგერასა და მატერიალურ სამყაროში მის მოქმედებას შორის. 


ამ ვიდეოში მითითებულია სხვადასხვა სიზშირეები და მათი შესაბამისი ფიგურალური გამოსახულებები, თუმცა სხვადასხვა სიხშირის ხმა დაფარულია, ზოგადად ეს მოსასმენად არც თუ ისე სასიამოვნოა. ცნობისათვის ადამიანის მხოლოდ გარკვეული სიაპაზონის ჰერცებს აღიქვამს და სხვადასხვა სიხშირის ბგერებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს.

როდესაც თბილისის ვედური კულტურის ცენტრმა 2 მაისს ლექცია ჩაატარა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე. არასდროს არ მაქვს იმგვარი დამოკიდებულება ლექციების, სემინარებისა თუ სხვა სახის ინფორმაციის წყაროს მიმართ, როცა მგონია ბევრი ვიცი და ახალს ვერაფერს გავიგებ. პირიქით, ასეთი წინასწარი განწყობა მინიმუმამდე მაქვს დაყვანილი. მიმაჩნია, რომ ყველაფრიდან შეიძლება ისწავლო ახალი! სწორედ ეს მიწყობს ხელს მუდმივად დავხვეწო და სრულვყო ჩემი ცოდნა, რომელიც ვედებს ეხება. შედეგად, ლექციის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ჩემთვის ნაცნობი იყო და ცოდნის გამეორებას წარმოადგენდა, ახალიც გავიგე და მეტის გაგების სურვილიც გამიჩნდა. ველი შემდეგ ლექციასაც