©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Saturday, May 17, 2014

ფსიქოლოგიური სეანსები

ასე? არა ასეთ სეანსებს არ ვგულისხმობ :)
ოო არა, არც ასეთი სეანსები ყოფილა, არც თეთრები გვცმია და არც რაიმე ფსიქიატრიულ კლინიკაში ვყოფილვართ

გეცოდინებათ, აი, როგორც ამერიკულ ფილმებშია, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრები, სივრცე, სადაც ადამიანები იკრიბებიან და ლაპარაკობენ თავიანთ მანიებზე, ფობიებზე, პრობლემებზე, ათას უბედურებაზე, რაც კი რამ შეიძლება დაემართოს ადამიანს, ლაპარაკობენ და ამით ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ისტორიებს; ზოგი უკვე ემოციითაც აღარ იხსენებს თავის ამბავს, ზოგი კი ცრემლებს ღვრის და თანაგრძნობას აღძრავს სხვებში. მოკლედ, წარმოიდგინეთ ასეთი ვითარება ქართულ სინამდვილეში, ჩვეულებრივი საუნივერსიტეტო აუდიტორია, არც თუ ისე დიდი ზომის, თუმცა თავისუფალი სივრცით, წრეში ჩალაგებული სკამებით, სკამებზე კი ჩვენ ვსხედვართ, ძირითადად ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები. გვყავს 2 ფსიქოლოგი, ერთი ქალი და ერთიც კაცი და ერთიც დამხმარე სტუდენტი ჯგუფიდან.

არ გეგონოთ, რომ ყველას პოსტტრავმული მდგომარეობა გვაწუხებს და იქიდან გამოსვლას ვცდილობთ. არა. ჩვენ მხლოდ პოზიტივზე ვლაპარაკობთ. ყოველ კვირას ვიკრიბებით და ერთმანეთს ვუზიარებთ 1 კვირის განმავლობაში დაგროვილ ისტორიებს, შეძღუდვა არ ვაქვს, ვისაც რამე უნდა იმდენს ლაპარაკობს, როცა ვიღლები აღარ ვუსმენ :).

თავიდან სულ სხვა მიზნით იყო გათვლილი კურსი, რომელიც თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება, 2014 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით. ინიციატორები კი იყვნენ ფსიქოლოგთა კლუბი "Refresh"-ი, რომელთა კურსიც განკუთვნილი იყო სტუდენტებისთვის და შეეხება თემას "როგორ ავიმაღლოთ სწავლის მოტივაცია?". რატომ მოვხვდი ამ შეკრებებზე? ეს კითხვა სამართლიანი იქნებოდა ჩემი თავისთვის რომ დამესვა, რადგან მე სწავლა ყოველთვის მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება, ეს ისე მაქვს უკვე ჩვევაში გამჯდარი, რომ სწავლის მოტივაციის ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩიოდი. მაგრამ... მაგრამ მაინც დავიწყე სიარული, აქაც ჩემმა მოტივაციამ გაიღვიძა და რახან ერთ დავიწყე სიარული, ყოველ კვირას დათქმულ დროსა და ადგილას გამოვცხადდებოდი ხოლმე. მონაწილე სტუდენტები ხშირად გვეცვლებოდნენ, ბოლოს კი უკვე ისეთები დავრჩით, რომლებსაც მოტივაციის ასამაღლებლად არანაირი ძალისხმევა უკვე რომ აღარ გვჭირდებოდა. 

თითქმის 2 თვე გაგრძელდა ჩვენი შეხვედრები და ძალიან ბევრი კარგი (მოტივირებული, რაც მთავარია) ადამიანი გავიცანი, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგების ჩათვლით. აქამდეც მქონია ფსიქოლოგებთან შეხება, ამჯერად კი უფრო მეტად დავრწმუნდი, თუ როგორი საინტერესო ხალხი არიან ეს ფსიქოლოგები.

როგორც უკვე აღვნიშნე, იმ მიზნით, რა მიზნითაც დაიწყეს ფსიქოლოგებმა სტუდენტებთან შეხვედრები, მე არ მივსულვარ. სწავლის მოტივაცია ნორმაზე მეტიც მქონდა და ჩემი აქტიურობის პიკს მივაღწიე ამ პერიოდში, რადგან წარმოუდგენლად და ჯერარნახულად ენთუზიასტი გავხდი: ვესწრებოდი ათასნაირ ტრენინგს, სხვადასხვა დამატებით სასწავლო კურსს, საზაფხულო სკოლას, კიდე რა დაემთხვა იმ პერიოდში, აღარ მახსოვს... მოკლედ, ვცდილობდი ყველაფერი მომესწრო. აქაც ამავე ჰიპერაქტიურობის სწყალობით მოვხვდი და ძალიან მომეწონა პროცესი. ჩემი მისვლის მიზეზად მახსოვს ჯგუფში ვთქვი, რომ მსურს თქვენგან ვისწავლო ბევრი რამ და მოხარული ვიქნები, თუ თქვენც მოგისმენთ და მეც მომისმენთ-მეთქი.

მნიშვნელოვანია, თუ ადამიანი დააკვირდება საკუთარ ემოციებს და დასვამს შემდეგ კითხვებს:

ü  რა დადებით მოვლენებს აქვს ადგილი საკუთარ ცხოვრებაში?
ü  რა უარყოფით მოვლენებს აქვს ადგილი საკუთარ ცხოვრებაში?

შედეგად ჩვენ გვიადვილდება რაციონალური და ირაციონალური აზრების, პოზიტიური და ნეგატიური განცდების დაფიქსირება.

ადამიანს გააჩნია ემოციათა მთელი მრავალფეროვნება, რომელთა შორისაც არსებობს გრადაციული მიმართებები, მაგალითად:

Ø  სევდა - დეპრესია
Ø  უკმაყოფილება - ნიჰილიზმი
Ø  ეჭვუკა - ეჭვიანობა - პარანოია
Ø  ბრაზი - რისხვა
Ø  წყენა - ბოღმა

ახლა კი უკვე დასასრულს მიაღწია ჩვენმა შეხვედრებმა და მინდა ყელა მონაწილეს მთელი გულით ვუსურვო მუდამ შეენარჩუნებინოთ ის სტარტი და ის პოზიტივი, რასაც შეკრებებზე ვუზიარებდით ერთმანეთს.

დაბოლოს გიორგი ბაქრაძის სიტყვებს გავიხსენებ: „ნეიროფიზიოლოგიურადაც ახლის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლის გაგება, ახალი ინფორმაციის მიღება ტვინში იწვევს დოპამინის წარმოქმნას. დოპამინი კი არის მეტი კმაყოფილება, არა თვითკმაყოფილება, არამედ მეტი კმაყოფილების გრძნობა, იზრდება მოტივაცია. ამიტომ როდესაც რაღაც ახალს ვიღებთ, ჩვენი ტვინი გამოიმუშავებს დოპამინს, რაც ზრდის ჩვენს მოტივაციას, გვინდა მეტი გავიგოთ, მეტი ვიცოდეთ.“ (გ. ბაქრაძე, NX Speaker).