©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Sunday, July 27, 2014

პიროვნებათა საზღვრები


ემირ კუსტურიცას ფილმი გამახსენდა „Папа в командировке“, მამა, რომელსაც იძახებენ და გამახსენდა მამაჩემიც, რომელიც მოულოდნელად ბრუნდება შინ, როცა მგონია, რომ მან ეს-ესაა არდადეგები მოიწყო. მოულოდნელობებს ყოველთვის აქვს მეტი ფასი.

ცხოვრებაც იმითაა კარგი, რომ არ იცი ხვალ რას გვიმზადებს „ხვალე“, არც „ხვალისა“ და „ზეგის“ კავშირი ვიცით. თუ რაიმე ვარაუდს არ ვგულისხმობთ და წინასწარ გათვლებს. გინდა იცოდე?.. ხოდა ხელის გულზე იმკითხავე.

მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამდენი ექსპერიმენტის მონაწილე გავხდებოდი, „საკუთარ თავს ასე და ამგვარად გამოვიწვევდი“, შედეგად ჩემი საკუთარი საზღვრები ძალზე გაფართოვდა, მეტი ადამიანი გაჩნდა ჩემს თვალსაწიერში, მეტი ცოდნა, მეტი ენთუზიაზმი და მეტი უჩვეულო შეგრძნებები. მე ხომ მათ ასე დავეძებ?

ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ გავხდებოდი თვითმკვლელობის მოწმე, თუ ვინმე მომიძღვნიდა ლექსს, გადმომცემდა საფოსტო წერილს და იქ ჩანახატ-რეალობა  ეწერებოდა, თუ ამიხსნიდა ვინმე ტელეფონით სიყვარულს პირველ კლასში, თუ ოდესმე გამოვცდიდი ჰოლოტროპულ სუნთქვას (მე ხომ ასე მეშინოდა და არ მინდოდა მსგავსი გამოცდილების მიღება), თუ ვიმედიტირებდი, თუ გამოვცდიდი ტრანსცენდენტურ მედიტაციას, ვივარჯიშებდი თაიძის, თუ ასე დაინტერესდებოდი ეზოთერიკით, თუ ასე კარგად შევისწავლიდი ჩემს ასტროლოგიურ რუკას, თუ დავითვლიდი ვარსკვლავებს, პლანეტებს ჩემს ასტრო-რუკაში, თუ ვუჩივლებდი ვინმეს, თუ ვივლიდი ფსიქოლოგთან პოსტ-ტრავმული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით უიღბლო სიყვარულის შემდეგ, მე ხომ ასე ასე მიმართლებდა წარსულში, თუ კიდევ დავწერდი მორიგ ლექსს მას მერე, რაც მეგონებოდა, რომ აი ეს ლექსია საბოლოო და ამის მერე ვეღარაფერს დავწერ-მეთქი.
დაე, დანარჩენს აღარ გავაგრძელებ, ისედაც ცხადია საითკენ მიმყავს ეს ჩამონათვალი: „მე კვლავ ვწერ“ და როგორც ჩანს, დამთავრებას არ ვაპირებ.
***
ეს პიროვნებათა საზღვრებია: ჩემიდან შენამდე, შენიდან - სხვამდე. ადამიანს შეიძლება ვერც აუხსნა, რომ არ გაქვს თუნდაც ერთი საზიარო სულიერი ფანჯარა, რომლიდანაც ერთმანეთის ცხოვრებაში შევიხედებოდით, ყველაფერი დრომ და მისმა სტატიკურმა არქიტექტურამ ისე შეიძლება ამოაშენოს, ისე სწორი და მაღალი კედლები აღმართოს, რომ ისიც კი ვერ შევამჩნიოთ, თუ რა სქელი კედელი გვყოფს ერთმანეთისგან. არადა ეს უნებართვო მშენებლობაა და დაუშვებელია...

აღმოჩნდება, რომ მე არ ვეწევი, არ ვსვამ, არ ვჭამ ხორცს, მივსდევ იოგას, ვმედიტირებ, ვვარჯიშობ, ვუვლი მცენარეებს, ჩემში მეტია სიმშვიდე, საკუთარი და სხვათა პიროვნული საზღვრების შეგრძნება, იმის დანახვაც, თუ რამდენად ჩაკეტილი, ანდა ღიაა ეს საზღვრები. ჩემში არის გონებრივ-ემოციური მზაობა და სააზროვნო ალღო, მოვლენათა მთლიანობაში ხედვის უნარი, მედიტაციური ცნობიერება, ემპათია, ენერგეტიკული ღიაობა, სხვათა ეგოს გამოვლინებათა შემჩნევა. აი ამ უკანასკნელზე შევჩერდები, მოგეხსენებათ, არც თუ ისე სასიამოვნო უნდა იყოს სხვათა ეგოს გამოვლინებათა დანახვა, იმის დანახვა, თუ ვინ როგორ ავლენს მას და ყოველივე ამის შემჩნევა კრიტიკული აპარატის ამუშავების გარეშე, ანუ განუსჯელად, წმინდა სენსუალურ დონეზე.

ხოდა, ისიც აღმოჩნდება, რომ მე აქ ვმთავრდები ჩემი საზღვრებით და იწყები შენ, X პიროვნება, რომელიც ეწევი, ღერს ღერზე, სვამ ღვინოს, მსოფლიო ჩემპიონატის თამაშების ყურებისას ლუდს ეტანები, თან ზაფხულში ცივ ლუდზე უარს ვერ იტყვი, გიყვარს გოგოებთან Skype-ით ფლირტი და შებმაც, საბოლოო შედეგიან ვარიანტში, ამაში შენი შინაგანი რომანტიკულობაც გიწყობს ხელს, ვნებიანი სტატუსები რომ დაწერო დროდადრო. აზარტიც გეხმარება, რათა სასურველ მიზანს მიაღწიო. შენი ცხოვრების კრედო გამოიხატება ფრაზაში: „ადამიანი ამქვეყნად ერთხელ მოდის და ამიტომ ცხოვრება უნდა შეირგო.“. ოცნებობ მანქანაზე, რომელსაც იყიდი ხელფასის დანაზოგიდან. რაც შეეხება სამსახურს, მუშაობ, თუმცა - სულაც არა შენი პროფესიით, რადგან პროფესია არც აგირჩევია, არც გისწავლია, მიუხედავად ამისა, სამსახური მაინც გაქვს და მუშაობის ძირითადი მოტივი ისევ და ისევ შენი ეგოს სურვილების დაკმაყოფილებაა, მაგალითად, მანქანა რომ შეიძინო.

აღმოაჩენ ასევე Y ადამიანს თავისი სულიერი მოთხოვნილებებით, მას ხშირად ფიზიკური მოთხოვნილებები ავიწყდება, აქვს პირადი სურვილების ნაკლებობა, უმადობა, ცხადი სიზმრები და ბევრი მეგობარ-მიმდევარი (მეგობარიც და მიმდევარიც ერთდროულად). ბოლომდე ამოუხსნელი ფენომენია მისი ცხოვრება, თვითონ კი ამას იმით ხსნის, რომ წინა ცხოვრებამ საჩუქარი გაუკეთა ამ ცხოვრებაში და ახლა მას თავისი სულიერი განვითარება ერთ გრძელ გზად წარმოუდგება, რომელიც სულაც არ იწყება 16 ან 18 წლის ასაკიდან, არამედ, როგორც აღვნიშნეთ, ჯერ კიდევ - წინა ცხოვრებიდან და ვინ იცის თუ უფრო ადრე არა... და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამის და სწორედ ამ გარემოების გამო, მისი პირონული საზღვრების დადგენა ძალზე ძნელია, ის ხომ საკუთარ თავს სხეულთან არ აიგივებს, სული კი ისე უსაზღვროდ წარმოუდგება. მოდი და დაადგინე ამ პიროვნების შემთხვევაში, საიდან იწყება მისი საზღვრები და სად მთავრდება. ამიტომ არის ის ცემთვის უკიდეგანო ადამიანი, თავისი სულიერი განვითარებით, ცნობიერების მაღალი დონით, ის ღიაა ყველასთან...

აღმოაჩენ ასევე G ადამიანს, ცხოვრებისა და სხვათა და სხვათა პარაზიტს, დიახ შენ სხვა სულიერთა პარაზიტად გვევლინები, ჩვენი ენერგიით, ფულით, ჰაერითა და საჭმლით მკვებავად. ამიტომ შენ დროთა განმავლობაში გაქნილ მანიპულატორად, აფერისტად და ავანტიურისტად ჩამოყალიბდი.

სიგარეთი არ გაქვს? - სხვას სთხოვ, არც იმას არ აქვს? - ხურდა ფულს სთხოვ და იყიდი. ნაყინი მოგინდა? - ნაცნობს დააპატიჟინებ თავს. მოგინდება შეყვარებული იყოლიო? - ეს დიდი ფუფუნებაა. მიუხედავად ამისა, გინდა და მეგობარს სთხოვ, ისიც გათხოვებს.

თუმცა ცუდი ისა, რომ შეიძლება ვინმესთან ზედმეტი მოგივიდეს და ხულიგნობის ან სხვა ბრალდებით ციხეშიც მოხვდე. იქიდან გამოსვლისას კი მაინც იმავეს გაიმეორებ. შენ ცხოვრების პარაზიტი ხარ. შენი პიროვნების საზღვრები იმით დგინდება, სადამდედაც სხვები მოგცემენ თავიანთ საზღვრებში შემოშვებისა და დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით სარგებლობის უფლებას. შენ ბუნებით ხარბი  და დაპატრონებისკენ მიდრეკილი ხარ, ამიტომ ყოველგვარ ქმედებას გაამართლებ პრაგმატული პოზიციით: „რამით ხომ უნდა ვირჩინო თავი?!“.
მომავალ პოსტამდე მკითხველო!