©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Wednesday, July 30, 2014

წერის მიზანი


წერ, წერ და ბოლოს წერას სწავლობ? თუ ეს მიზანი გაქვს. ცხოვრობ, ცხოვრობ, ფეხს უწყობ მის რიტმს თუ საერთოდ აქვს მას ეს, მიჰყვები მას, შეიძლება გაუსწრო მოვლენებს და ცხოვრება წინასწარ დაგეგმო, რაც დიდი სისულელეა, თუმცა ისეთი მარტივი რაღაცეები შეიძლება გათვალო, რაც წინასწარ რაღაც დროშია გაწერილი, მაგალითად, წელს ჩააბარე უნიში, შენ გეცოდინება, რომ ყველაზე მინიმალურ და უკეთეს შემთხვევაში 4 წელი მოგიწევს სწავლა. ასეთი და სხვა მსგავსი შემთხვევები მარტივ გათვლებს ეფუძნება. შეიძლება უფრო რთულ რამეებზეც გახვიდე, თუმცა, მე თუ მკითხავ, დიდი სისულელეა, მოულოდნელობის ეფექტს უკარგავს ყველაფერს.

წერის, როგორც ერთ-ერთი საკუთრივ ადამიანური უნარის თვისება არის, რომ ხშირად იწყებ სრულიად კონკრეტულ საკითხზე წერას, თუმცა ბოლოს საითკენ გაგიტაცებს ეს მხოლოდ შთამაგონებელმა მუზამ თუ იცის.

ვინმეს ოდესმე გასჩენია წიგნის დაწერის სურვილი? მე ზედმეტად თავმდაბალი აღმოვჩნდი ამგვარი სურვილების მიმართ, უბრალოდ საკუთარ თავსაც კი ვერ გავუმხილე, თუ ოდესმე მქონია ეს სურვილი ძალზე ღრმად, გულის სიღრმეში.

ბევრი რამ შევცვალე, გადავაფასე ჩემი შესაძლებლობებიდან. ნაძერწ ადამიანს დავემსგავსე, არადა ქანდაკება მეგონა ჩემი თავი, ყოველ შემთხვევაში, ეს უფრო მიზიდავდა. რატომ? ამას ვერ ავხსნი, უბრალოდ. ხოდა, ხელში შემომრჩა ნამდვილი შესაძლებლობები, რომელსაც ვფლობ და რეალიზებას ვცდილობ.

პრინციპი, რომელიც საკუთარი თავის რეალურად დანახვაში მეხმარება, არისსაკუთარი თავის გამოწვევა“. ამაში ვგულისხმობ ჩემი თავის საზღვრების დადგენას, ანუ სადამდე ვქაჩავ, სად ვიწყები და სად ვმრთავდები, როდის ვგრძნობ თავს და როდის ვწყვეტ საკუთარი თავის შეგრძნებას, რა ვიყავი, რა ვარ, რა ვიქნები.

ესაა .. „ემოციური ინტელექტისთეორიის საკუთარ თავზე მუშაობის გამოცდა, როგორ მუშაობს ჩემს შემთხვევაშიემოციური ინტელექტი“. თუმცა ეს ისაა, რასაც ვმალავ და ამაზე თვით აქაც კი ვერ ვისაუბრებ.

დავუბრუნდები ისევსაკუთარი თავის გამოწვევას“, ამისთვის ყოველთვის სხვა ადამიანების დახმარება და ჩართულობაა საჭირო. მე ვავლენ/ვიწვევ ჩემ თავს სხვების მეშვეობით, საჭიროებიდან გამომდინარე. ამას მუდამ ექსპერიმენტის სახე აქვს, გვინდა ასე დავარქვათ თუ არა, თუმცა ეს სულაც არ იგრძნობა, არც მე ვხდები საცდელი კურდღელი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მასში ჩართული ვარ ემოციურ-გონით-ფიზიკურ პლანზე.

ყოველ გამოწვევას ახალ-ახალი შთაბეჭდილებები მოაქვს. მე მათი ერთი უზარმაზარი არქივი ვარ. საამისოდ კარგი სანსკრიტული ტერმინიც არსებობს, „სამსკარა“ - აი სწორედ ამ სამსკარების შემგროვებელი ვარ. ყოველი ახალი სამსკარის გახსნა, თითქოს რაღაც ძველის გახსენებასა და კვლავგანცდას მაგონებს.

სადამდე მიმიყვანს ეს? სანამ სისავსის შეგრძნებას არ მივაღწევ საკუთარ თავში - ეს იქნება საბოლოო მიზანი და შედეგი.


შემდეგ პოსტამდე მკითხველო.