©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Tuesday, August 12, 2014

არსებობს თუ არა "კატა"?

 
ყოველგვარი წინათგრძნობის გარეშე, ყოველგვარი საშიში სპეცეფექტების გარეშე, ცხოვრებას ხანდახან ისეთ ჩიხში შევყავართ, რომლიდან გამოსასვლელადაც ჩვენი უნარების გააქტიურებას ვიწყებთ. დავაზუსტებ, ისეთი შესაძლებლობების გამოყენებას, რომელთა არსებობაც არ ვიცოდით აქამდე საკუთარ თავში. ვიწყებ სხვაგვარად აზროვნებას და იმის გააზრებას, რომ ჩემთვის პრობლემები მხოლოდ გონითი ოპერაციების დონეზე არსებობს. შედეგად: თუ რამე ისეთი აკრობატული არ მოისაზრა გონებამ, ისე პრობლემები უბრალოდ არ არსებობს შენსა და გარესამყაროს შორის. შეფასებითი სისტემის ადეკვაკური აღქმის შემთხვევაში უბრალოდ აღარ გიწევს პრობლემებთან შეჯახება.

მაგრამ მანამდე, მინდა არ მინდა, თავი წრუწუნად წარმომედგინა, შეცბუნებულ და შეშინებულ წრუწუნად, რომელიც სოროში იმალება, ყოველ შემთხვევაში, მას სოროდ წარმოუდგენია, სინამდვილეში კი ლაბირინთის ერთი პატარა კუთხეა.

ჩემთვის წერაც ლაბირინთიდან გზის გაგნებას მაგონებს და რადგან ეს პროცესი იმდენად სასიამოვნოა, რომ თავს ვერ ვანებებ, ამიტომ მინდა თავისი სიტყვიერი ფორმა მოვუძებნო ჩემს ყოველ აზრს, თუმცა ქარაგმები აქაც ბევრი იქნება, რადგან წერა ჩემთვის მხოლოდ "გზის გაგნება" და რაიმეს ახსნა კი არ არის, არამედ, ახალი პერსპექტივების დანახვის შესაძლებლობა, რაც კიდევ ახალ შთაგონებას მმატებს.

ამიტომ მინდა შევეხო იმ პრობლემას, რომელიც ფართო პერსპექტივით დანახვას საჭიროებს და რომელიც თვალსა და ხელს შუა შეიძლება გაქრეს. ესაა კონკურენცია ადამიანებს შორის.


დღევანდელ სამყაროში მუდმივი კონკურენციაა გაბატონებული, რომელიც, ჩემი აზრით, ისეთივე პრინციპით მოქმედებს, როგორც თვითგადარჩენის ინსტინქტი, თუმცა თუ ცხოველებში ეს ინსტინქტის დონეზე რჩება, ადამიანებში, გაცნობიერებულ, გონით და ინტელექტუალურ დონეზე ხორციელდება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს "თავისუფალი ნება", რომლის საშუალებითაც, ჩვენ შეგვიძლია უკეთესობისკენ ან უარესობისკენ შეცვლა, ასევე ყოველ პრობლემურ საკითხს, რომელიც ჩვენს სამყაროში იჩენს თავს და რომელთანაც ჩვენ გვიხდება შეჯახება ყოველდღიურად, შეიძლება მოვუძებლოთ კარგი და ცუდი მხარეები, გააჩნია მას როგორი ასპექტით შევხედავთ. მაგალითად:

(1) ხომ შეიძლება სხვა ადამიანი, რომელსაც შენზე უპირატესად თვლი, აქციო სანიმუშო ადამიანად და საკუთარი თავის სრულყოფისა და ცვლილებისთვის ორიენტირად დაისახო, მაგალითად, რომელიმე ათლეტი, მსახიობი, მოდელი და ვინ მოსთვლის კიდევ. ასეთ კონტექსტში სხვა ადამიანის შენზე უპირატესად დასახვა, მე მგონი დადებითი შემთხვევაა. როგორც სტიმული საკუთარი თავის უკეთესობისკენ შესაცვლელად.

(2) შეფასებითი კრიტერიულებით ხელმძღვანელობა გარდაუვალი მოვლენაა დასაქმების სფეროში. ორგანიზაციებში, პირიქით, არიან ადამიანები, რომლებიც 100-200 ადამიანს შორის ცდილობენ შესაფერისი კანდიდატის მოძიებას, ისევ და ისევ თავიანთი ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე. ამ პროცესში უწევთ ბევრი ადამიანის დაწუნება, ათასნაირი შეფასებითი კრიტერიუმის გამოყენება და რაც მთავარია ადამიანთა "გადარჩევა" უპირატესობის ნიშნით.

(1) და (2) შემთხვევას შორის სხვაობა ნამდვილად არსებობს!.. ამდენად, ადამიანები შეფასებითი კრიტერიუმებით მუდმივად ვაზროვნებთ, განსხვავება მხოლოდ იმ კონტექსტების (მაგალითისთვის, პირველი და მეორე შემთხვევა) ძიებაშია, რომელშიც რეალიზდება ჩვენი შეფასებითი კრიტერიუმები.

ამით კი იმის თქმა მინდა, რომ ასე ერთი შეხედვით, პრინციპი, რომ სხვა სხვაზე მეტია ან ნაკლები, ცოტა ბუნდოვანი ხედვა იქნებოდა, თუმდაც იმიტომ, რომ კონკურენციას ადამიანებს შორის ჩვენს სამყაროში სხვა დატვირთვა და რეალიზება აქვს, ხოლო ადამიანურ ურთიერთობებში და სულიერი ასპექტით - სხვა.

თითქმის ბუნებრივი მდგომარეობაა, საკუთარი უპირატესობის შეგრძნება, მისი გამოვლინება და მუდმივად შენარჩუნება. მართალია, ხშირად ამას ისე აღვიქვამ, როგორც სიყალბეს, ფიზიკურ საბურველს, გარეგან მარკერებს, თუმცა მეორე მხრივ, ვერც გავექცევი, იმდენად რეალობაა. მაგრამ როცა სხვადასხვა სოციალურ, ფიზიკურ და სხვ. მარკერებს ვაშორებ, ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებულები ვხდებით. ასეა, როცა შეყვარებულები ვართ, ასეა როცა ვმეგობრობთ, მაშინ, ყოველ შემთხვევაში მე, არ ვაქცევ ამგვარ მარკერებს ყურადღებას, მთავარი სხვა რამ ხდება - სულიერი და ემოციური თანხვედრა.

მაშ ასე, მივუბრუნდეთ მთავარ კითხვას, კერძოდ: არსებობს თუ არა ეს ბეჰემოტი "კატა" საერთოდ (იხ. ფოტო :) )? "კატა" ამ შემთხვევაში "პრობლემის" კოდური სახელწოდებაა. პასუხი თქვენ განსაჯეთ.