©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Friday, August 22, 2014

"მიყვარს" V/S "არ მიყვარს"

მიყვარს უცხო შეგრძნებების დაჭერა, შთაბეჭდილებების შეგროვება და შემდეგ მათი ხელახალი განცდა და კიდევ უფრო ახალი ნიუანსების დაჭერა, ისეთების, რომლებიც მანამდე არ განმიცდია.

არ მიყვარს გაუთავებელი საუბრები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვგრძნობ როგორ მეცლება ენერგია და მთქნარებას ვიწყებ, ჩემის მხრივ კი უკვე აღარ ვერჩვები ლაპარაკში. 

მიყვარს ყურებამდე შეყვარებული ადამიანები, თავიანთი მომღიმარი სახეებითა და გაბრწყინებული თვალებით.

არ მიყვარს შიში, მუქარა, აგრესია, გამომძალველობა, აფერისტობა, ჩემით მანიპულირება, ბილწსიტყვაობა და საჯაროდ ენაწარწყმენდილობა... აი ისეთი, ყველგან და ყველასთან ერთნაირად უხამსობის დემონსტრირება.

მიყვარს კომფორტი, დაცულობის შეგრძნება, ზრუნვა და უსაფრთხოების განცდა საყვარელი ადამიანებისგან.

არ მიყვარს უწონადობა და საკუთარი სიმსუბუქის შეგრძნება, თითქოს ისე მჩატდები, რომ ლამისაა გაქრე. ეს მაშინ, როცა რაღაც მომენტებში საკუთარი თავის შეგრძნებას ვკარგავ და საყრდენისა და ხელჩასაჭიდის გარეშე ვრჩები.

მიყვარს ცხოვრება და ცა, დღისით მოწმენიდი ღია ცისფერი და ღამით - ვარსკვლავებით უხმად მოჭედილი, ახლადნაწვიმარი ტრასა, დილით ჩიტების გალობა, გამთენიისას.

არ მიყვარს ველოსიპედიდან წაქცევა, ტრავმები, თაბაშირები, გირები, პინგალები, სინიაკები, წიგნების კითხვისგან და კომპთან დიდიხანს ჯდომისას ჩალურჯებები თვალის უპეები, გარღვეული ჯიბე (მე ხომ ყველაზე მეტად მათი დაკერება არ მიყვარს).

მიყვარს სიზმრებით დატვირთული ძილი და დილით გაღვიძებისას ისეთი შეგრძნება, როცა აი, ეს-ესაა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რამეები მოხდა, თითქოს მთელი ცხოვრება გაატარე და უკან დაბრუნება გინდა, იქ, სადაც შეჩერდი, რომ კვლავ გაგრძელდეს სიზმრისეული ხილვა.

არ მიყვარს სიგარეტი და სიგარეტის სუნი, ნარკოტიკი, მასტიმულირებელი საშუალებები, ენერგეტიკული და გაზიანი სასმელები, წამლები, რომლებსაც მოზარდები ყიდულობენ და სვამენ გაბრუებისა და კაიფის მიზნით.

მიყვარს მათემატიკური სიზუსტე, წარმატება და საკუთარი შრომის შედეგი, სხვების მხრიდან კი - მათი დანახვა და დაფასება.

არ მიყვარს დეპრესია და ერთ ადგილზე გაჩერება, პესიმიზმი, მომავლის რწმენის დაკარგვა, საკუთარ თავში ჩაძირვა და საკუთარივე განწყობითა და თვითდარწმუნებით გამოწვული დაავადებები.

მიყვარს ჭკვიანი ადამიანები...