©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Saturday, January 2, 2010

მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი

"მე ვარ პირველი და მევე - უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ,მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი"

ჰიმნი ქალღმერთ ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-პამადიში ჩვ. . აღ.-მდე IV-III საუკუნეებში
* * *
მე მე ვარ!
მე ყველაფრის მწამს
მე ცხოვრების მრავალი გზა ვიცი
და თითოეულს შენკენ მოვყავარ!
მე მგრძნობიარე ვარ
მე მთვარის შვილი ვარ
მე შვილი ვარ, დედა და ბებია...
მე უცნაური ვარ
მე თავისუფალი ვარ
მე ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ!
მე გამოვხატავ იმას, რასაც ვგრძნობ!
მე ვაკეთებ იმას, რაც მსურს!
მე წყალს ვგავარ, იმ ფორმას ვიღებ, რასაც მომცემენ, თუ გარკვეულ ჭურჭელში ჩამასხამენ. შეიძლება ავორთქლდე კიდეც, მაგრამ სრულად მაინც არ ვიკარგები, ისევ ჩემს სტიქიას ვუბრუნდები...
მე ფანტაზიორი ვარ...
მე ფანატიკური ერთგული ვარ
მე პოეტური სტრიქონივით ვარ, ლექსის მთლიან რითმაში უნდა ჩავჯდე, ლექსს უნდა გავერითმო
მე მთვარეული ვარ მთვარიდან ჩამოვარდნილი...
მე ძლიერი ვარ
მე მკვდარი ვარსკვლავის სინათლე ვარ
მე შენნაირი მოგონება არ მაქვს
მე ახალი ცხოვრება ვარ
მე დაუწერელი ტექსტივით ვარ, ჩემ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვით მირწმუნე!
მე უსახელო ვარ, იმ სახელს ვირქმევ, რასაც მიწოდებენ... და მე ნარილა მქვია
მე ქირომანტი ვარ
მე როგორც ბედნიერების, ისე უბედურების მოტანა შემიძლია და ვერრა ძალა ვერ შეზღუდავს ჩემს თავისუფლებას.
მე მარადცოცხალი ვარ
მე გემრიელი ლუკმა ვარ, რომელიც თუ გადაგცდა, ხველებით დაგახრჩობს!
მე სარკესავით ვარ, ვირეკლავ იმას, რასაც დავინახავ
მე ჯერარდამდგარი მომავალი ვარ
მე ვარ არსებობა შენში და შენ მიღმა

* * *
შენ ჩემს გულში ხარ
შენ ჩემი ზაჰირი ხარ
შენ ჩემი ტყუპისცალი ხარ
შენ მთელი სამყარო ხარ
შენ მარადგანახლებადი სიყვარული ხარ
შენ იცლები და ივსები გრძნობადით
შენ გულიდან წამოსული ლოცვა ხარ
შენ მინჩორო ხარ
შენ სილამაზე ხარ
შენ მეგობარი ხარ
შენ იდეალური ხარ
შენ მეამბოხე სული ხარ სასულეთიდან
შენ ფრთები ამოგდის
შენ უკიდეგანო ზღვასავით ხარ
შენ ღრუბლადქცეული ფიქრი და ოცნება ხარ, გზაში წვიმად რომ მომისწრებ
შენ ბედნიერებისგან მე-9 ცაზე ხარ
შენ ჩემგან რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვგრძნობ შენს სიახლოვეს, რადგან ჩვენ მანძილი გვაახლოვებს, ხოლო დრო გვაშორებს.

* * *
ის დიდი დედაა
ის დედა მიწაა
ის სიცოცხლეა სიკვდილს გადარჩენილი
ის გრძნობაა ახლადგაჩენილი
ის ენითაუწერელი მშვენიერებაა
ის სტიქიაა: მიწა, წყალი, ცეცხლი ან ჰაერი...
ის სიტყვაა პირველად თქმული
ის სინათლეა სიბნელეს გამიჯნული
ის დღეა ღამეში გათენებული
ის პირველყოფილი იგია
ის ძილში კოშმარული სიზმარია
ის შოკისმომგვრელი სიურპრიზია...
ის მესამე უარყოფილი პირია, სადაც მე და შენ ვართ, იქ ის აღარ არის
ის მსახიობია სცენაზე და სცენის მიღმა
ის დაუპატიჟებელი სტუმარია
ის ავადმყოფული ვირუსია, გადამდები და თან განუკურნებელი...
ის გადამკვდარი ათეისტია
ის სიცოცხლის წყაროა
ის თოვლივით სუფთა და ცასავით მაღალია
ის დაპირისპირებულ ძალთა ერთიანობაა
ის მარადიული ნეტარებაა
ის ბედიაწერაა
ის ჩვენი ნავთსაყუდელია
ის ჩემი ფსევდომე, ფსევდონიმია

* * *
ჩვენ ტყუპები ვართ
ჩვენ ანიმა-ანიმუს ვართ
ჩვენ მედლის ორი მხარე ვართ
ჩვენ მონათესავე სულები ვართ
ჩვენ ინი და იანი ვართ
ჩვენ ერთმანეთით ვიკვებებით, ერთმანეთით ვსუნთქავთ, ერთმანეთით ვარსებობთ...
ჩვენ ერთმანეთის შორეული ექო ვართ
ჩვენ ჩვენს სამყაროში მცხოვრებნი ვართ
ჩვენ - ესაა ცალკე სამყარო, სადაც მარტო მე და შენ ვართ; აქ არაავინაა, გარდა ჩვენ ორნისა
ჩვენ ერთმანეთის ჰიპნოზი ვართ
ჩვენ - ეს უკვე სხვა განზომილებაა...

* * *
თქვენ ჩემთან ერთად ხართ ყოველთვის და ყველგან...
თქვენ ჩემი ნათესავები გქვიათ
თქვენ ერთმანეთით მცხოვრებნი ხართ, უერთმანეთოთ ვერ იარსებებთ
თქვენ ჩემი ოჯახი გქვიათ
თქვენ ჩემი მეგობრები ხართ
თქვენ ნეიტრალურნი ხართ ყველაფრის მიმართ
თქვენ ჩემი კეთილისმყოფელნი ხართ
თქვენ ჩემი მკითხველი ხართ ახლა
თქვენ კრიტიკოსები ხართ
თქვენ პატივცემულნი ბრძანდებით
თქვენ - ეს ის პატივცემული ნაცვალსახელია, რომლითაც მიყვარს, როცა მომმართავენ

* * *
ისინი სხვები არიან, რაღაცით ჩვენგან განსხვავებულნი
ისინი უცხონი არიან, რადგან  ჩვენ მათ არ ვიცნობთ, მაგრამ შეიძლება მათ შორის ნაცნობის ნახვა
ისინი ჩვენი შვილები და შვილიშვილები არიან
ისინი, უბრალოდ, ადამიანები არიან: სხვადასხვა ფერის, სქესის, ასაკისრჯულის, ტემპერამენტის, განვითარების და ა.შ.