©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Monday, September 15, 2014

საზაფხულო სკოლა 2014

აი უკვე ჩამოვედი ბათუმიდან და მომინდა ჩემი ბლოგი მომენახულებინა. ახალი ისაა, რომ დროებით მოვწყდი თბილისს და ცოტახნით მაინც ვსუნთქავდი შედარებით სუფთა ჰაერს, ხალხიც ნაკლებად დასტრესილი ჩანდა, მეტად გარუჯულები იყვნენ და რაღაცნაირად ჩქარობდნენ, ვგულისხმობ, ზაფხულის უკანასკნელ დღეებს ეშურებოდნენ, რათა როგორმე გაეხანგრძლივებინათ საზაფხულო არდადეგები, თუ შვებულება. 

მე თითქოს არსად მეჩქარებოდა, დროს იმდენად შევიგრძნობდი, რომ სულაც არ განვიცდიდი მის ნაკლებობას. ერთადერთი, რაც დამჩემდა, სასტუმროში, ჩემს ნომერში მისვლის სურვილი იყო ხოლმე.

ყველგან სადაც არ უნდა ვიყო და სადაც არ უნდა გავჩერდე, ნაცნობისა და სახლის განცდა თუ არ მიჩნდება, დისკომფორტს ვგრძნობ. ასე რომ ჩასვლისთანავე და სასტუმროში მოწყობისთანავე, ჩემს ახალ "ბინას" შევეგუე როგორღაც, ბოლოს კი ისე მივეჩვიე, წამოსვლა აღარ მინდოდა, ძალიან შევეთვისე. მით უმეტეს, თუ გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ჩემი ნომერი არც მეტი, არც ნაკლები 402-ე ოთახი იყო. გაგახსენდებათ ალბათ ასე თუ ისე ცნობილი საბავშვო სერიალი "ბავშვები 402-ე ოთახიდან" :) ჩვენც გაგვახსენდა თანამაცხოვრებლებს 402-ე ოთახის ამგვარი ალუზიური დამთხვევა და ძალიან გვსიამოვნებდა მისი სერიალთან დაკავშირება. უფრო მეტიც, მთელი სასტუმრო და საზაფხულო სკოლის მონაწილეთა ნახევარი მაინც მოგვმართავდა  "გოგოებო 402-ე ოთახიდააან!". სერიოზული დამთხვევაა, ვერაფერს იტყვი... 


წამოსვლისას სამივე დავემშვიდობეთ ჩვენს კომფორტულ და პატარა ნომერს, რომელიც სამ გოგოს გვიძლებდა, ჩვენი ხმაურით, დილის გაღვიძებისას ბუზღუნით, ერთმანეთისთვის ჩვენი განცდებისა თუ შთაბეჭდილებების გაზიარებით, ცოტა უკმაყოფილებითაც, რადგან ოთახის სივიწროვის გამო ყველაფერს ვეჯახებოდით (ერთმანეთსაც), მაგრამ მაინც 402-ე ოთახი იყო და ეს ძალიან მოგვწონდა. იმის ალბათობა, რომ მომავალში ისევ მოვხვდებით იმავე სასტუმროს იმავე ნომერში, ძალიან ცოტაა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი, როგორც მონაწილეების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, მომავალში უფრო დიდ სასტუმროს ვვარაუდობ, გაცილებით მეტი ნომრით... როგორც არ უნდა იყოს, თანამაცხოვრებლებს ყოველთვის გაგვახსენდება ჩვენი ნომერი, ის რომ ჩვენ ვიყავით "გოგოები 402-ე ოთახიდან" და ამაზე აუცილებლად გაგვეცინება...