©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Thursday, September 18, 2014

ინდიელი ბოლივიიდან...

ამინდი იყო სწორედ ისეთი, რუსთაველზე სასეირნოდ გამოსვლა რომ მოგინდებოდა. მეც ზუსტად იმ დღეს მომიწია მეტრო თავისუფლებიდან რუსთაველზე გამოვლა. მას ჩავუარე და მალევე უკან მოვბრუნდი. ის ბოლივიიდან ჩამოვიდა თბილისში, ხელნაკეთ ნივთებს ჰყიდის შუა რუსთაველზე, მათ შორის Dreamcatcher-ებს, ყელსაბამებს, თან რაღაც სასულე ინსტრუმენტზე უკრავს მშობლიურ ჰანგებს. მისი თქმით ყველაფერს თავად აკეთებს/აკეთებენ, რასაც ჰყიდის, რისიც მჯერა. ვყიდულობ კიდეც მისგან ერთ ყელსაბამს, თუმცა თვალი მრჩება სხვა ნივთებზე და ყველა მინდა ერთად და ცალ-ცალკეც... შევაჭრება არ გამომდის მასთან, მე "ვმარცხდები", რადგან მატყობს, როგორი გაცისკროვნებული თვალებით ვუყურებ და როგორ მსურს მისგან რაიმე ნივთის ყიდვა. მერე ჩემს თავზე მეცინება... ჩემმა სურვილმა გამცა, მაგრამ უკმაყოფილო სულაც არ ვარ იმით, რომ ყელსაბამზე ფასს ვერ ვაკლებინებ. უტეხი ინდიელი... :) ბოლოს ვირგებ ყელზე "სიცოცხლის ხის" ამულეტს და ის სარკეს მიშვერს, ნამდვილად მიხდება. ბოლოსდაბოლოს ის ხომ მისი გაკეტებულია, 

ქუჩაში ბევრი გამვლელ-გამომვლელია, რაღაცნაირი სიუცხოვის შეგრძნება არის, თითქოს ხალხი იძულებით ცხოვრობს, ჰაერიც კი პრობლემებითაა დამძიმებული, ამას ემატება უამრავი მათხოვარი, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ჩამწკრივებულან მოწყალების მოლოდინში: ზოგი დავრდომილია, როგი ძალზე მოხუცი, ზოგი ყავარჯნიანი, ზოგს შემოწირულობის ყუთი უჭირავს ხელში, ზოგი უფასოდ არიგებს იაღოველთა ლიტერატურას. ესეც ქუჩის სამსახურების მოკლე ჩამონათვალი. მე კი ამ დროს აფიშების გამოსაკრავად ვიყავი გამოგზავნილი სამსახურიდან. ამ ფონზე კი ინდიელის დანახვამ, ყველაფერი დამკვირვებლის თვალით აღმაქმევინა. დრო არ დამენანა მასთან გავჩერებულიყავი და გამოვლაპარაკებოდი, არც დავიშურებდი, თუ დიდხანს მომიწევდა მასთან შევაჭრება, კარგა ხანს ვათვალიერე გასაყიდად გამოტანილი ნივთები, თუმცა ის აღარ მითქვამს, მეც რომ ვაკეთებდი Dreamcatcher-ებს. რა მნიშვნელობა ჰქონდა, მე ხომ მისი "ხელშენახები" ყელსაბამი მქონდა და სწორედ მისი გაკეთებული ან მისგან ნაყიდი ნივთი მსურდა :) 

სასიამოვნოდ ჩაიარა იმ დღემ. ძალზე გამიმართლდა იმ დროს რომ მომიწია რუსთაველზე გავლა, რადგან მომდევნო დღეებში ის უკვე აღარ დამხვდა.