©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Tuesday, October 7, 2014

Science Picnic 2014




მოხალისის თვალით დანახული "სამეცნიერო პიკნიკი"

წელს დიდი ძალისხმევის შედეგად მოვხვდი იმ კარავში, რომელიც ჩემს სპეციალობასთან ახლოს იყო, განსხვავებით შარშანდელისგან, როცა ვიყავი ფსიქოლოგების კარავში სახელწოდებით "ადამიანის ქცევა". მინიშნებასავით წინადადების დაწერა გამომივიდა, ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ფსქილოგი არ ვარ, თუმცა სულაც არ გამჭირვებია ამავე პროფილის კარავში მთელი დღე ფსიქოლოგიური ტესტების შეთავაზება ბავშვებისთვის. წელს კი უკვე "ლინგვისტურ თამაშებში" ვიყავი მოხალისე, რაც ერთგვარი "პროგრესია" და კიდევ უფრო მეტი გამოცდილება, რომელიც მომცა "სამეცნიერო პიკნიკმა".


ჩემი ხელმძღვანელი სასიამოვნო ლინგვისტი აღმოჩნდა, რომელმაც არ შეგვზღუდა იმ მხრივ, რომ შემოგვთვაზა მოხალისეებს, თუ რაიმე იდეა გაგვიჩნდებოდა გაგვეზიარებინა მისთვის და ახალ-ახალი "ლინგვისტური თამაშები" მოგვეფიქრებინა, რომ შემდეგ (თუნდაც შემდეგ წელს) ის განგვეხორციელებინა. არც თუ ისე ცუდი დასაწყისია მასთან მომავალი თანამშრომლობისთვის! მანამდე კი იმ თამაშებით დავკმაყოფილდით, რაც მან გაგვაცნო და რაც უნდა შეგვეთავაზებინა ჩვენი კარავით დაინტერესებულთათვის. ასეთი ხალხი კი ძირითადად იყვნენ ყრუ-მუნჯი ბავშვები. ჩვენ მათ ვთავაზობდით ვიზუალური კომუნიკაციის გასავითარებლად და გასაუმჯობესებლად მოფიქრებულ სპეციალურ თამაშებსა და შეჯიბრებს. საბოლოო ჯამში, საკმაოდ დატვირთული დღე გამოგვივიდა, რადგან ყოველივე ამაში ჩართულობა და სიტუაციის კონტროლი დიდ ენერგიას მოითხოვდა მოხალისეების მხრიდან, თუმცა საპასუხო დადებით ენერგიასაც ვიღებდით. ალბათ ამიტომაა ასე რომ ვერ ვეშვები მოხალისეობას და წელსაც კვლავ მივიღე "სამეცნიერო პიკნიკში" მონაწილეობა.

ფოტოზე შეამჩნევდით ქართული ანბანის ასოებს და მასთან ერთად ხელის გამოსახულებებს, რომლებიც ჩანთებზეა განლაგებული. ეს დაქტილური ანბავია, რომელიც ყრუ-მუნჯთათვის სპეციალურად შეიქმნა.


დამთვალიერებლის თვალით დანახული "სამეცნიერო პიკნიკი"


ყველა კარავი, რომელსაც ვესტუმრე, ძალიან საინტერესო იყო, ბევრი რამ ახალიც გავიგე და ისეთი რამ ვისწავლე, რომელსაც შემდგომ, ცხოვრებაში პრაქტიკულად განვახორციელებ, ვგულისხმობ, მაგალითად, გამოყენებითი ხელოვნებისა და სხვა ამა თუ იმ მეცნიერების პროფილის კარავი. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსი არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც დილიდან საღამომდე ასე მონდომებულად გვიხსნიდნენ და გვიზიარებდნენ დამთვალიერებლებს თავიანთ მიგნებებსა და ცოდნას. ბევრი რამ ჩემთვის ახალი იყო, ბევრიც ნაცნობი და სკოლის (ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის) გაკვეთილებსაც მახსენებდა, მიუხედავად ამისა, თავშესაქცევად თითოეულ კარავში შეყოვნება ნამდვილად ღირდა.


რაც შეეხება ხარვეზებს: ზუსტად იმას ვერ ვიტყვი, რომელი საათიდან რომელ საათამდე იყო ოფიციალურად და არაოფიციალურად "სამეცნიერო პიკნიკი", ვგულისხმობ დროის ხანგრძლიბოვის ზუსტად განსაზღვრულ პერიოდს. როგორც წინასწარ გვაცნობეს მოხალისეებს, დილით 10 სთ-ზე უნდა გამოვცხადებულიყავით კავის პარკში, სადაც ტარდებოდა "სამეცნიერო პიკნიკი". 1 სთ-ით ადრე გვიწევდა მისვლა, რათა წერიგში მოგვეყვანა ჩვენ-ჩვენი კარვები, ხოლო 11-ზე ოფიციალურად გაიხსნებოდა პიკნიკი. თუმცა როგორც ზემოთ აფისაზე ნახავდით, გახსნის დროდ 12 სთ.-ია მითითებული. ხოლო დასრულების დრო ღმერთმა უწყის... იყო გამოცხადებული 6 სთ. როგორც კარვების დახურვის დრო, მაგრამ ზოგმა ამ დროზე ადრე დახურა თავისი კარავი, ზოგმაც გვიანობამდე არ მიატოვა ის. იმათი ძალიან კარგად მესმის, ვინც ადრე დაამთავრა მუშაობა და შეაჩერა დამთვალიერებელთა მიღება, რადგან საღამოს ძალიან აცივდა და თან მთელი დღე შეუსვენებლივ გვიხდებოდა მოხალისეებს მუშაობა (ყველა კარავში ასეთივე მდგომარეობა იყო). თუმცა შარშანდელისგან განსხვავებით, უკეთესობისკენ ის შეიცვალა, რომ ყველა მონაწილეს, ხელმძღვანელსაც და მოხალისეებსაც ყავის დალევის საშუალება მოგვეცა, თუმცა ესეც არაოფიციალური დასვენების ფარგლებში.





წლევანდელი "სამეცნიერო პიკნიკი" გამოირჩეოდა თავისი მასშტაბურობით, ოფიციალურად 61 კარავი იყო დარეგისტრირებული და ალბათ წარმოდგენილიც, რაც შარშანდელთან შედარებით მეტყველებს ამ ღონისძიებით დაინტერესებულთა რიცხვზეც და გაზრდილ სურვილზე, რომ მიიღონ მონაწილეობა კარვების სახით. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი, რაც უნდა შეიცვალოს, უკეთესობისკენ შეიცვლება და "სამეცნიერო პიკნიკი" იმგვარ სახეს მიიღებს, რომელიც გამოარჩევს მას სხვა სახის ყოველწლიური ღონისძიებებისაგან არა მხოლოდ თავისი მასშტაბურობით, არამედ თავისი ახალგაზრდული ენერგიით, სისუფთავით, მოხალისეებსა და მათ ხელმძღვანელებზე ზრუნვით, იქნება ეს ფიზიკური თუ მატერიალური ზრუნვა. რატომაც არა?! სტანდარტი სტანდარტია და არასწორი იქნებოდა მიდგომა, რომ საქართველოში ყველაფერი სხვაგვარად უნდა გაკეთდეს. ვისურვებდი ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვლილიყოს და ყველაფერში წესრიგი დამენახოს.