©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Sunday, November 23, 2014

"ცხოვრება მშვენიერია"...


"ცხოვრება მშვენიერია" - ამ ფრაზას მთლიანი ცხოვრების 70%-ის მისამართით ვამბობ, მე კი მინდოდა იმ დანარჩენი 30%-ის შესახებ მომეთხრო. აქ ის შეცდომებია, რომლებიც არანაირ კორექტურას არ ექვემდებარება.

ჩემს ცხოვრებას მხოლოდ ერთი პასუხისმგებელი რედაქტორი ჰყავს და ისიც მე ვარ. ამიტომ გაგიმხელთ და გეტყვით: რომ არა ის 30%, მე არ მეცოდინებოდა, რა არის სწორი და რა არასწორი, არ მეცოდინებოდა, სად დამესვა წერტილი, ვისთვის - კითხვის ნიშანი, ვისთვის - მძიმე და ვისთან მრავალწერტილის დასმის შემდეგ ყველაფერი გამეწყვიტა, აზრი არ მიმენიჭებინა "კავშირს" და არ გამეგრძელებინა ერთხელ დაწყებული ისტორია.

ცხოვრების 30% არაა ერთიანი გაბმული სიუჟეტი, რომელსაც მოყვები, მოუყვები დაქალს, ქმარს, ან ფსიქოლოგს, არამედ ესაა ჩანართები და პაუზები ცხოვრების დანარჩენ 70%-ში. 30% მეხსიერების ის ლექია, რომელსაც არ უნდა მისცე შეხსენების საშუალება, გახსენება ღამის კოშმარებს ემსგავსება და ასეთ შემთხვევაშიც, წყალს უნდა მოუყვე და სამუდამოდ გაატანო თან, რათა იყო ძლიერი.

30% მეხსიერების სავარჯიშოცაა, ცდილობ ის დანარჩენ 70%-ს დაუკავშირო და ყველაფრის ლოგიკურ ახსნას შეეცადო; პასუხი ხომ სადღაც ახლოსაა. ბოლოს კი, არის სრული გასხივოსნება - "Illumination", ყველაფრის საზრისს ხვდები, ხსნი თითოეულ დეტალს და იცი, მომავალში როგორ შეცვალო თანაფარდობა 70-სა და 30%-ებს შორის.