©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Friday, November 7, 2014

Google, ანუ ძიება გარესამყაროდან შინასამყაროში


"...რომ მოგეწერა!.." - მსაყვედურობს ჩემი მეგობარი, სქესი - ბიჭი, თუმცა ამით არ ამთავრებს, ეს ჯერ კიდევ საყვედურის აპრიორული მოცემულობაა ენის წვერზე, ამას მოჰყვება უკვე მისი დაგროვილი ემოციების ქარბორბალა, რომლის თავშიც წყენაა მოქცეული.

"...რომ მოგეწერა 35 წლის წინ, მე მთვარიდან შემოგითვლიდი მოკითხვას" - გავივლე გულში.

Google-ში ვცდილობ ჩემი დაკარგული ცხოვრების დეტალების პოვნას. თუ ვერაფერს მივაგენი, ამით ჩრდილს ვერანაირად ვერ მივაყენებ საძიებო სისტემის უნივერსალურობას. იქნებ მე ვარ ამ სისტემის იმდენად მცირე ნაწილი, რომ Google უბრალოდ "თვალს ხუჭავს" ჩემს არსებობაზე. ეს ყველაფერი რატომ მოვაყოლე?! - მახსოვს ჯგუფელი დაინტერესდა ჩემი მისტიკური ნიკით და ეცადა მოვეძებნე, მოეძებნა ჩემზე, ან თუნდაც მხოლოდ ჩემს სახელზე ინფორმაცია. ასეთი კი იმდენი რამ ამოყარა, რომ უკვე იმის გარჩევა გაუჭირდა, საკუთრივ მე რომელი მეხებოდა და რომელი - არა.

უეცრად თავი მიკროსკოპულ არსებად ვიგრძენი, რომელიც თავისნაირთა ურიცხვ სიმრავლეშია მოქცეული, ეს სიმრავლე, თავის მხრივ, სხვა სიმრავლის შემადგენელი ნაწილია, ის - კიდევ სხვა სიმრავლის და ვინ მოსთვლის კიდევ...

მაგრამ ვიღაცამ დამინახა მიკროსკოპით და ეს უკვე პროგრესია. თან მე მხოლოდ ის ერთი შემთხვევა მაქვს მხედველობაში - ჩემი ჯგუფელის ამაო მცდელობა, სხვას - ჩემთვის დავიტოვებ.

ლიზბეტ სალანდერისთვის რომ მიეცა არმანსკის დავალება, ან თვითონ ის დაინტერესებულიყო ჩემით (რატომ? მაგრამ, ვთქვათ და მაინც...), ნეტა ჩემზე მეტი თუ ეცოდინებოდა?! სხვამ სხვაზე უფრო მეტი არ იცის ხოლმე? დაფიქრდით აბა?!

ყველაზე დიდი ფილოსოფიური პრობლემები ტავტოლოგიის შედეგიაო, მაგრამ ენას მაინც ვერ გავექცევით და მის უკან ვიმალები. მაგალითად, როგორც ეს ჩემი სახელის შემთხვევაში ხდება, მე ჩემს სახელს ამოფარებული სიტყვების მანიპულატორი ვარ; რომ არ მქონდეს ასეთი კომფორტული თავშესაფარი მეტსახელის სახით, მე ისეთი შიშველი ვიქნებოდი, ისეთი განძარცვული, წარმოდგენაც არ მინდა!

ხოდა, ამიტომ მიწოდეთ მრავალგზის ნაძებარი და კიბერ-მომხმარებელი სახელად "Narilla"