©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Monday, December 15, 2014

"არა" ნეპოტიზმს!


ნეპოტიზმი არის მეგობრებისა და ნათესავებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება მათი დამსახურებისდა მიუხედავად. სიტყვა ნეპოტიზმი მომდინარეობს ლათინური სიტყვის "ნეპოს"-გან, რაც დისშვილს/ძმისშვილს ან შვილიშვილს ნიშნავს.[1]




ყველაფერი თითქოს ნათქვამია, მაგრამ რაღაც არასაკმარისი განსაზღვრებაა ჩვენი ქართული სინამდვილის ავ-კარგის სრულად აღსაწერად, უფრო „ავის“ აღსაწერად, ვიდრე „კარგის, რადგან ჩვენში ლამის „გამეფებულია“ ნეპოტიზმი, თავისი კლანური კავშირებით. სინამდვილე, დამეთანხმებით, რომ სულ სხვაა, ვიდრე მხოლოდ ამ განსაზღვრებაში აღწერილი ნეპოტიზმის კლასიფიკაცია. როცა საქმე ეხება პირადად ჩვენს გამოცდილებებს, შენსას, ჩემსას, მისას, როცა ვხედავთ, როგორ იწყებენ ჩვენ თვალწინ ადამიანები, ჩვენი მეგობრები, ნაცნობები, ჯგუფელები, სტუდენტები სამსახურს ნათესავების დახმარებით, სულაც საკუთარი დედებისა და მამების გავლების დახმარებით, მაშინ როცა სხვებს უწევთ ბევრი რბენა მოხალისეობისა და სტაჟირების პროგრამებზე, რომელთაც შეიძლება ვერც გასცდნენ დიდი ხანი...

მინდა საკითხს, თანაც საკმაოდ მტკივნეულ, მძიმე და პრობლემურ საკითხს შევხედოთ ყველანაირი კუთხითა და პოზიციით. მინდა თავი წარმოვიდგინოთ იმათ ადგილზე, რომელთა CV-ის სამსახურის გრაფა ნეპოტიზმის დამსახურებაა და იმათ ადგილზეც, რომელთაც არავისი დახმარების იმედი არა აქვთ, გარდა საკუთარი თავისა. ასევე გამოიყოფა მესამე შემთხვევაც, როცა ადამიანებს ჰყავთ გავლენიანი „დეიდები“ და „ბიძიები“, მაგრამ მაინც თავიანთი ინტერესებისა და პროფესიული არჩევანის ერთგულები რჩებიან და მაინცდამაინც თავიანთი სპეციალობით სურთ მუშაობის დაწყება და აქ ვერავინ დაეხმარებათ. მეოთხე შემთხვევაც გამოიყოფა, ყველაზე, ყველაზე „იღბლიანების“, იღბლიანების პირობითად ვუწოდოთ, მათ იმაში გაუმართლათ, რომ თავიანთი ოჯახის ტრადიციას აგრძელებენ პროფესიის არჩევის კუთხით და დასაქმებაც ალბათ მშობლების დახმარებითა თუ დახმარების გარეშეც (თუმცა ეს ორი მომენტი ერთმანეთს არ გამორიცხავენ) მშვენივრად შეუძლიათ.

მესამე და მეოთხე შემთხვევა მოსაშუალო შემთხვევებია დანარჩენ ორთან შედარებით, რომლებიც ზემოთ განვიხილე, ამიტომ მათ მე არ შევეხები (ჯერჯერობით!).

მოდით საკითხს შევხედოთ პირველი შემთხვევის წარმომადგენელთა პოზიციიდან, თუ ადამიანს აკმაყოფილებს ნეპოტიზმის პირობები, მაშინ ეს ადამიანი საკუთარი თავითაც კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა შეექმნება მსოფლმხედველობაში და იმ ღირებულებებში შეეპარება ეჭვი, რა ღირებულებებიც წარმართავენ მის ცხოვრებასა და კარიერულ წინსვლას. მარტივი პრინციპი არსებობს, რაც დავასკვენი: ადამიანმა ყოველი თავისი ქმედება და მორალური პრინციპი უნდა გაითავისოს და შეისისხლხორცოს, როგორიც არ უნდა იყოს ის, საკუთარ მსოფლმხედველობით სისტემაში ჰარმონიულად უნდა მიუჩინოს ადგილი, რათა თავი კომფორტულად იგრძნოს. შინაგანი კომფორტი არ უნდა დაირღვეს, უმთავრესი პრინციპია ამ შემთხევვაში. მაშასადამე მათთვის "მოსული პონტია", ყოველი ქმედების გამართლება, (როგორც ჩანს, თვით ნეპოტიზმისაც!) იმისათვის, რათა თავი კომფორტულად იგრძნონ!

მაგრამ საკითხს მოდით შევხედოთ სხვა კუთხით, იმ ადამიანის თვალით, რომელსაც, ვთქვათ და არავინ არ ჰყავს დედამიწის ზურგზე, მართლა არავინ არ ჰყავს, ვინც დაეხმარება პირველი სამსახურის დაწყების საქმეში. კი ბატონო ეს ადამიანი საკმაოდ განათლებულია, კარგი კონტაქტებიც აქვს, მაგრამ ამ კონტაქტებში, არავინაა ისეთი, ვინც მისი ნათესავი აღმოჩნდება. ხოლო საქმიანი კონტაქტები შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ ყველაზე მეტი რეკომენდატორად დათანხმდეს ვინმე და მისი გავლენა CV-ში რეკომენტაციით შემოიფარგლოს. მაგრამ გული ნუ დაგწყდებათ ასეთ ადამიანებს, რადგან ყველაფერი ხდება, სტერეოტიპები იცვლება და თვით ჩვენში ლამის ნორმად მიღებული ნეპოტიზმი ყველა სფეროსა და საქმიანობის ყველა საფეხურზე როდი ვრცელდება. არსად იკარგება იმ ადამიანების რწმენა და ენერგია, რომელიც სასურველი სამსახურის დაწყების მოლოდინში გამოიმუშავეს და დახარჯეს. ხდება ასეც, ვთქვათ და ეს ადამიანი გასცდა „მოხალისეობისა“ და „სტაჟირების“ პროგრამას, მაშინ ხომ წინა აქვს ნანატრი სამსახური?!


ასე და ამგვარად, ჩვენც ვიწყებთ ჩვენი ძალისხმებით, მხოლოდ ჩვენი გონებისა და შრომის, იმედგაცრუებებისა და შრომითი პასუხისმგებლობის სრული შეგრძნებით, იმის გაანალიზებით, რომ წარმატების მიღწევაში საკუთარი თავის იმედად უნდა იყო, პროფესიონალიზმის მისაღწევად, საკუთარი პიროვნული ზრდისა და გამოწრთობის მიზნით ნამდვილად ღირს იმ მძიმე გზაზე დადგომა, რასაც საკუთარი ძალებით პროფესიული გზის გაკვალვა ჰქვია. დამიჯერეთ, ეს შესაძლებელია, თვით ჩვენს ქართულ, სიყალბით, პროფესიული დილეტანტიზმითა და ნეპოტიზმის პრინციპებზე აგებულ შრომით ბაზარზე. ასეთი ადამიანების რიცხვი ცოტაა, ვინც მხოლოდ საკუთარი ძალებით ცდილობს სასურველი შედეგის მიღწევას, ზოგი ან საკუთარი ნებით ამბობს უარს ნათესავების დახმარებაზე, ზოგსაც უბრალოდ ასეთი დახმარების იმედი არსაიდან აქვს, უფრო სწორად არ აქვს კონკრეტულად თავისი პროფესიული კუთხით!

არასდროს დამავიწყდება მწერლის, პოეტისა და უბრალოდ ადამიანის ბატონი დავით ბარბაქაძის სიტყვები, რომელმაც ბაკალავრიატის ბოლო კურსის ბოლო, მე-8 სემესტრში ასეთი სიტყვები თქვა ლექციაზე (შეიძლება ზუსტად ვერ შევძლო მისი ციტირება, მაგრამ ფერიფრაზს მაინც მოვიყვან): „ბოროტება მაშინ ჩნდება, როცა ადამიანები ივიწყებენ იმ საქმის კეთებას, რომელიც მათი დანიშნულებაა და იწყებენ იმ საქმის კეთებას, რომელიც არ გამომდინარეობს მათი ბუნებიდან და ჭეშმარიტი დანიშნულებიდან.“ მე მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია და აღარ ჩავუღრმავდები მის სიტყვებს.

ნეპოტიზმი საკმაოდ მრავალწახმაგა პრობლემაა და უპირველესად, კულტურის შემადგენელი ნაწილი, მისი სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურის ხავსი, რომელიც დრომოჭმულიცაა და საქმის კეთებასაც უშლის ხელს, დაწყებული პოლიტიკური ორგანოებიდან, დამთავრებული სხვადასხვა კულტურული, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებით - სახელმწიფოსთვის ყველაზე ცენტრალური და სასიცოცხლო სტრუქტურული ერთეულებით.  

ჩემს გამოცდილებას რომ ვიხსენებ, ვფიქრობ, ამად ღირდა მოლოდინი და საკუთარი თვითრწმენის შემოწმება. მაშინ დავიწყე პირველი სამსახური, როცა იმედი თითქმის სულ გადაწურული მქონდა, ამდენი მოხალისეობისა და სტაჟირების გამოვლის შემდეგ, აღარ მეგონა თუ ეს კიდევ შესაძლებელი იყო, არადა ზოგადად ჰიპერაქტიურობით გამოვირჩევი ყველაფერში, იქნება ეს სასწავლო კურსები, ტრენინგები, სამეცნიერო კონფერენციები თუ სამეცნიერო სტატიები, ყველაფერში ვცდი ბედს, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებ. არ ვიცი ეს ჩემი თვისების  დამსახურებაა, თუ უბრალოდ ისეთ ორგანიზაციაში მომიწია მორიგი სტაჟირების გავლა, რომელშიც ნეპოტიზმი მართლა არაა, არანაირი გამოვლინებით, ფაქტია, მე ამჯერად გამიმართლა, რისთვისაც მთელი ცხოვრება ამ ადამიანების მადლიერი ვიქნები, რომ მომცეს პირველი ნაბიჯების გადადგმის საშუალება!..

ყველას გისურვებთ პატიოსნებაზე დაფუძნებულ წარმატებებს!