©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Monday, May 25, 2015

ჩასუნთქვა V/S ამოსუნთქვა



ჩემი ცხოვრება ორი ფაზისგან შედგენა: ჩასუნთქვისგან და ამოსუნთქვისგან. ჩასუნთქვა ჩემთვის ჩუმად ყოფნის ტოლფასია, ვისრუტავ ყველაფერს ჩემ გარშემო: სხვის სიტყვებს, აგრესიას, კომპლიმენტებს, წყენას, სიხარულს, შთაბეჭდილებებს.

ამოსუნთქვა კი წერის პროცესია: დაფარულის შიფტემებითა და სიმბოლოებით გაცხადება, რაღაცის თქმა, გადმოცემა და მოკლედ, "ამოსუნთქვა". ვწერ იმას, რასაც მომენტალური საპასუხო რეაქცია არ მოჰყოლია ჩემი მხრიდან გარეშე იმპულსებზე.

ზედმეტად ბევრი ენერგია ყოველთვის საჭიროებს სათანადო რეალიზებას, თან იმგვარი ფორმით, რომ სამყაროსგან პატივისცემა დაიმსახუროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ღირს ენერგიის უქმად ფლანგვა.

მე რომ მყოლოდა ვინმე ბრძენი მასწავლებელი, აუტანლად ჭირვეული ვიქნებოდი, ბოლოს მეტყოდა ერთ რამე აღმოსავლურ იგავს და მთელი ცხოვრება მომცემდა დროს მის გასაცნობიერებლად.

არათუ ბრძენი, მთელი სამყაროც არ მაწყობს ისეთი, როგორიც არის, ან კი რატომ? კმაყოფილება ყველაზე დიდი მტერია, რომელიც ერთი ადგილი ტკეპნის უსასრულო პახოდს გიმზადებს. ამიტომ მინდა ჩემი ენერგიებით ჩემ ირგვლივ მაინც შევქმნა ისეთი სივრცე, სადაც საკუთარი თავის რეალიზების ყველაზე ხელსაყრელი პირობები მექნება: ჩემი თავიდან დაწყებული, ოჯახით, მეგობრებით, კოლეგებით და სხვა კეთილმოსურნეებით დამთავრებული.

რომ ვუკვირდები, ეს სულაც არაა ბევრი ერთი ადამიანისთვის, მე ხომ მხოლოდ თავისუფალი სივრცე მჭირდება (ამო)სუნთქვისთვის, ამავე სივრცის გაფართოების პერსპექტივით :)


ნათელი ენერგიებით ნარილა!