©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Sunday, June 21, 2015

იოგის საერთაშორისო დღე




21 ივნისს საქართველო მსოფლიოს 50 ქვეყანას უერთდება და პირველად იოგას საერთაშორიო დღეს აღნიშნავს.

იოგას საერთაშორისო დღის ფარგლებში, რიყის პარკში მოეწყო იოგას წამყვანი სპეციალისტების მიერ ორგანიზებული სემინარები, მასტერკლასები და ლექციები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. გამოფენილი იყო სხვადასხვა კომპანიების პროდუქტები და სტენდები. იოგას საერთაშორისო დღეს საქართველოში მოღვაწე იოგას ცენტრები, მათ ინსტრუქტორები და იოგათი დაკავებული ადამიანები ესწრებოდნენ, მათ შორის მეც.

ეს იყო საუკეთესო საშუალება გაცნობოდით თბილისის იოგას სკოლებში მოღვაწე ინსტრუქტორებსა და მათი სწავლების სტილს, მეთოდებს და ამავე დროს, უშუალოდ მოგესინჯათ ისინი საკუთარ თავზე, რადგან შესაძლებელი იყო აქვე დაკავებულიყავით ვარჯიშით. გარდა ამისა ამგვარი ხალხმრავალი ადგილები საინტერესოა იმითაც, რომ უამრავ ძველ ნაცნობს შეიძლება წააწყდეთ, ანდა ახალი საინტერესო ადამიანები გაიცნობთ. ან უბრალოდ კარგი დროს გაატაროთ.
ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა ვარჯიშის სურვილი და მათ შორის, მეც, მიუხედავად მწველი მზისა.

ვარჯიშები 5 სთ-ზე დაიწყო და რამდენიმე საათი გაგრძელდა.

საბოლოო ჯამში, ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა.

აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქცია სტიქიის შედეგად დაზარებულთათვის, რითაც კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა ამ დღემ.







მზის მისალმება