©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Wednesday, July 30, 2014

წერა, როგორც ეგზისტენციური აქტი


მიყვარს წერა, აზროვნება, სააზროვნო შეგრძნებების დაჭერა, საკუთარი თავის სრულყოფისკენ სწრაფვა, ბევრი რამის შეცვლა, იმად გახდომა, როგორადაც ახლა წარმოგიდგებით.

თუმცა ჯერ კიდევ ვრჩები ერთი თვისების მატარებლად: „საკუთარ თავს ვმალავ“ - ვმალავ სწორედ პირდაპირი მნიშვნელობით და ყველანაირად. ეს ჩემი ეგზისტენციალური მდგომარეობაა და მთელი ცხოვრება იქნება ჩემი ყოფიერების წესის განმსაზღვრელი, რადგან ბოლომდე ამის დაძლევა თითქმის არ ხდება. რამდენ ჩვენთაგანს აქვს .. მთვარის მეორე მხარე, ისეთი ისტორიები, თვისებები, მიდრეკილებანი, მანიები თუ ფობიები, რომლებსაც მხოლოდ საკუთარ თავთან ამხელს. მეც სიცოცხლის ბოლომდე ბევრ რამეს ვერ-არ გავამხელ, მან შეიძლება მიიღოს ჩანაწერების, ფოტოების, მოგონებების, წერილების, სიზმრების სახე, თუმცა ყოველი ადამიანისთვის მე მხოლოდ ფრაგმენტული ვიქნები. მაგ., ერთ ადამიანთან წერილები მაკავშირებს, ერთთან - საერთო სიზმრები, სხვებთან ასევე სხვა რამ და .. რატომ ხდება ასე? ასე უფრო მრავალშრიანი და მრავალგანზომილებიანი ვხდები. მაგრამ ეს სულაც არ მიშლის ხელს ვიყო რომელიმე ადამიანისთვის მთლიანად აღსაქმელი. საინტერესო ისაა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ისეთი ნაცნობი ვხდები, ისეთი ნაცნობი ხდება ადამიანი ჩემთვის, რომ სხვის მიერ ჩემიფრაგმენტულად აღქმადობასადღაც ქრება და ჩვენ ერთმანეთისთვის სარკეებად ვიქცევით. მე ამასსულის ანარეკლსდავარქმევდი. ასეთი შემთხვევები იშვიათია, თუმცა ძალზე საჭირო.

ეს ის არ იყო, რაზეც მსურდა დამეწერა, თუმცა დამეწერა. ხშირად ვერ ვიცლი წერისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაა, ჩემთვის კი უკვე მერამდენე სასწავლო წელი მიიწურა, ზაფხული კი ჩემი პირადი წერის სეზონია, სხვა დროს ძირითადად ვწერ ლექტორებისთვის, ვწერ კოლოკვიუმისთვის, გამოცდისთვის, ქულისთვის, კონფერენციისთვის, ახალი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, საიტისთვის, ბლოგისთვის, ხო, სწორედ ამ უკანასკნელისთვის წერაა ჭეშმარიტად ჩემი თავისთვის წერა.

ამას წინათ ვუყურებდი სანდრო ასათიანის გამოსვლას NX Speaker-ში, დამამახსოვრდა მისი თვალსაზრისი, რომ ინტერნეტმა კაცობრიობის აზროვნებას შენახვის მეტი საშუალება მისცა. ცოტა უტრირებულად კი დამამახსოვრდა მისი აზრი, თუმცა მთავარი ის იყო, რომ მისივე სიტყვებით, ადამიანთა მოდგმის ნაფიქრ-ნაღვაწმა ინტერნეტში ჰპოვა ადგილი და რაც ყველაზე მთავარია, ავტორისგან დამოუკიდებლად გააგრძელებს არსებობას მისი სიკვდილის შემდეგ. დარჩება ელ-მისამართები და მომავალში ინტერნეტში შემძვრალმა ვინმე მაძიებელმა  სრულიად შემთხვევით შეიძლება იპოვოს მანამდე უცნობი ადამიანების ბლოგები და მასზე განთავსებულ ინფორმაციას გაეცნოს. ეს ერთგვარ არქეოლოგიურ სამუშაოებს ჰყავს, ოღონდ არქეოლოგიას ინტერნეტში!


მომავალ პოსტამდე მკითხველო!