©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Thursday, September 3, 2015

ცხოვრების რიტმი


ყოველ ადამიანს განსხვავებული ცხოვრების რიტმი აქვს!.. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ის, რომ თითოეული ჩვენთაგანი ჩვენ-ჩვენს ინდივიდუალურ გამოცდილებას ვატარებთ და ვაგროვებთ ამ სამყაროში.

როცა ვფიქრობ ხოლმე ცხოვრების რიტმზე და ვაკვირდები ჩემ გარშემო ყველაფერს, მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ძალიან აქტიური ვარ, ხანდახან ჰიპერაქტიურობაში გადამდის და აშკარად, დისკომფორტში ვვარდები, ან სხვა ადამიანს ვაგდებ დისკომფორტში, როდესაც უამრავ ღონისძიებას, ივენთს, კონცერტს, კონკურსს, ტრენინგს, კურსს, ლექციას, ვორქშოპს, სახალხო იოგის ვარჯიშობებს, ათას ოხრობასა და მამაძაღლობას ვესწრები და სხვასაც ვთავაზობ, მაგრამ მერე ვაცნობიერებ, რომ თუ მე მინდა ყოველივე ამაზე დასწრება, სხვას იმავე ინტენსივობით შეიძლება სულაც არ მოუნდეს. მუდამ ასე ხდება რაც თავი მახსოვს, სადმე რამე საინტერესოს გადავეყრები თუ არა, მაშინვე ვეცნობი და ხშირ შემთხვევაში, მასზე დასწრებისა და წასვლის სურვილი გამაჩნია. ძირითადი გადამწყვეტი ფაქტორი ისიცაა, თუ რაიმე ისეთს გადავეყრები, რაც უჩვეულოა, არასტანდარტულია, რაზეც ყველა არ დადის, რაც აქამდე არ მინახავს, არ მომისმენია და არ გამომიცდია საკუთარ ტყავზე.

კიდევ სხვა ფაქტორი ისიცაა, რომ ცხოვრება ჩემთვის ექსტრემალური სპორტის სახეობას ჰგავს რაღაცით, რაც უფრო მეტს ვეცნობი და რაც უფრო მესმის სოციუმის, რაც უფრო სოციალური ვხდები, მით მეტი ადრენალინი გამომიმუშავდება იმისათვის, რათა მასში კიდევ უფრო ჩავერთო და ვიყო მისი აქტიური წევრი. რატომ? იმიტომ, რომ მესმის სოციუმის მაჯის ცემა და ვიცი, რომ მასში ჩემი წვლილის შეტანა შემიძლია და ეს უსაზღვრო სიამოვნებას მგვრის.

რადგან სოციალური ადამიანი ვარ, ამდენად, მიყვარს თანაზიარობის შეგრძნების გამოცდაც, თანაზიარობა ემოციის, ცოდნის, პრაქტიკის, უბრალოდ ერთმანეთის "ძვირფასი" დროის თანაზიარობა, რომელიც საოცარი შეგრძნებაა, დაბოლოს თანაზიარობა მუსიკის - ყველაზე ამაღელვებელი ენერგეტიკული დოზა მუსიკაა, რომლის ვიბრაციასაც ტალღისებურად გრძნობს მასა და ამ მასაში შენც ავტომატურად ექცევი.

ცხოვრების რიტმიც ერთგვარად მელოდიას ჰგავს, ზოგისთვის ის აჩქარებულია, ზოგისთვის შენელებული, ის არაა დამოკიდებული ჩვენს გემოვნებაზე, რადგან ცხოვრების რიტმის მოდური ხასიათი ხშირად ვერ ამართლებს, დიდხანს ვერ გაგქაჩავს და ვერ გატარებს თავის ტალღაზე, ის შენი გულიდან უნდა მოდიოდეს და ამ მელოდიას თავად უნდა ქმნიდე! მაშინ კი ცხოვრების რიტმს ავტომატურად შეიგრძნობ, ბუნებრივად წამოვა შენგან და ამ რიტმზე შეიძლება სხვებიც აიყოლიო. რას ვგულისხმობ? სამეგობროს. მეგობარი რისი მეგობარია, თუ არ არის შენი თანაზიარი, მათ შორის კი უმნიშვნელოა ინტერესთა და დროის თანაზიარობა, რაც საერთო სოციალურ აქტიურობაში ერთდროული ჩართულობით გამოიხატება.

დაბოლოს, მინდა აღვნიშნო ერთი გამონათქვამის ერთი ბნელი მხარის შესახებ, გვსმენია ყველას გამოთქმა: "დრო აჩქარდა" და "რა სწრაფად გადის დრო!", რაღაცნაირად ცოტა არ იყოს ბუნდოვანი ფრაზებია, ერთი შეხედვით არც არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, თუმცა, სხვა გადმოსახედიდან შეხედვას მაინც საჭიროებს. კერძოდ, რატომ შეიძლება ადამიანს დაემართოს გაუცხოება დროის მიმართ? ალბათ იმ შემთხვევაში, როცა მის გარშემო ძალიან ბევრი რამ ხდება, ის კი ამ მოვლენათა მსვლელობაში არათუ ჩართვას, არამედ თვალის მიდევნებასაც ვერ ახერხებს. დრო მისდა შეუმჩნევლად იწყებს "გაპარვას", რაც იწვევს, ჩემი აზრით, დროის მსვლელობასთან ამგვარ ილუზორულ დამოკიდებულებას.

მოკლედ, სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ სხვა არავინ არ არის საკუთარი ცხოვრების რიტმის წარმმართველი, გარდა ჩვენი თავისა. ამიტომ მისი რეგულაცია და მართვა ისევ და ისევ ჩვენზეა დამოკიდებული.

კეთილი სურვილებით ნარილა!