©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Tuesday, September 22, 2015

ამოუცნობი მოვლენები


ბუნებაში არსებობს .. ამოუცნობი მოვლენები, რომელთაც საერთაშორისო ტერმინოლოგიით, პარანორმალურ მოვლენებსაც უწოდებენ. ისინი კლასიფიცირდებიან, როგორც ადამიანის გონებისთვის, მისი ინტელექტუალური და რაციონალური პოტენციალისთვის აღუქმელი შემთხვევები. ისინი შეიძლება დავაფიქსიროთ, განვიცადოთ, შევიგრძნოთ, დაგვრჩეს მათგან გამოწვეული შთაბეჭდილებები, ხშირად შეიძლება წარუშლელი კვალიც დატოვოს და რაც ყველაზე მთავარია, შეგვიძლია მათი გახსენება, თუმცა სიტყვიერად მათი აღწერა ყოველთვის საკმაოდ რთულია.

ვერ ვიტყვით, რომ ამგვარი ამოუცნობი მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში ხშირად ხდება და ისინი ჩვენი განუყოფელი ნაწილია, არა! ასეთი რამ ძალზე იშვიათია და როცა ვინმეს თავს გადახდება, სხვები თითქმის არც უჯერებენ, რადგან იმდენად სცდება ფიზიკის კანონებს, რომ სხვა რეალობად ანდა წარმოსახვის დაყოფად ცხადდება!

პარანორმალური მოვლენები სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს და მათი კლასიფიკაცია გავრცელების სფეროების მიხედვით შეიძლება. მაგალითად, პარანორმალური მოვლენები, რომლებიც საკუთრივ ბუნებაში ფიქსირდება და პარანორმალური მოვლენები, რომელთა უშუალო მონაწილეც თავად ადამიანია. თუმცა ამ ორ შემთხვევას შორის კავშირი ძალზე მჭიდროა, რადგან არსებობს ურთიერთჩართულობა.

მაგრამ მე მინდოდა უფრო იმ შემთხვევაზე გამემახვილებინა ყურადღება, რომელიც მხოლოდ ადამიანური ყოფიერების ნაწილია და მის შინაგან სამყაროშივე იღებს სათავეს და ან მასშივე რჩება ანდა რაღაც გზით სხვა ადამიანსა და მის შინაგან სამყაროს გადაეცემა. ეს ის ამოუცნობი მოვლენაა, რომელიც ძალზე იშვიათია და ადამიანთა შორის გარკვეული მეტაფიზიკურონტოლოგიური კავშირების არსებობას ადასტურებს. ოღონდ ისევ და ისევ, იმის გამო, რომ იშვიათია ამგვარი კავშირები, მხოლოდ ადამიანთა მცირე რაოდენობისთვისაა გასაგები, შეგრძნებითინტუიციურ დონეზე ნაცნობი, ხოლო უმრავლესობისთვის სრულიად უცხო და ამდენად, გაუგებარი, რადგან ლოგიკურცნებითი აზროვნების კანონებით ვერ ახსნი, ვერც პასუხებს მოუძებნი კითხვებს: რატომ ქრებიან ადამიანები? სად ქრებიან? რა გვრჩება მათგან? მოგონებები? შეგრძნებები? არაფერი? სიცარიელე? როგორ ვეგუებით მათ გარეშე ცხოვრებას? შეგვიძლია ცხოვრების გაგრძელება მათ გარეშე? რას ვაკეთებთ და როგორ ვიქცევით, როცა ისინი კვლავ ბრუნდებიან ჩვენს ამჟამინდელ ცხოვრებაში? განვიცდით რამეს? ვხვდებით ამ კავშირის წარმომავლობას? საიდან იღებს სათავეს? ამჟამინდელი ცხოვრებიდან თუ უფრო ძველი და მრავალწლიანია, ვიდრე საკუთარი ასაკი? დაბოლოს მონათესავე სულები... რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე მაშინ, როდესაც ადამიანებთან ძლიერ ემოციურ და მენტალურ კავშირს გრძნობთ?

ალბათ უკვე მიხვდით, საითკენ მიმყავს მსჯელობა, საქმე ეხება "ამოუცნობ მოვლენებს", რომლებიც მეცნიერების კვლევის საგანი არაა, თუმცა ცალკეული ადამიანებისთვის თავიანთი ცხოვრების ანალიზისას/გაანალიზებისას იჩენს თავს. ესაა მაგალითად, ემპათია, ტელეპატია, რეინკარნაცია და ადამიანები, რომლებთანაც გვაქვს კავშირები (არა საქმიანი :)) ძალიან ძველი და დაუდგენელი ხასიათის, ვგულისხმობ, სტანდარტული შემთხვევების ფარგლებში არ ჯდება, არის ძალზე ძლიერი (დადებითი ანდა უარყოფითი მოვლენა) და სტიქიურ უბედურებასავით, მოულოდნელად ატყდება ადამიანს თავს და დადებითი ან უარყოფითი კონოტაციისაა იმის მიხედვით, რამდენად გააცნობიერებს ამ მოვლენათა არსს თვითონ იგი, ადამიანი, რომელიც, იაკობ ბოემეს სიტყვებით, საკუთარ სულშივე განიცდის სამოთხესაც და ჯოჯოხეთსაც და რომელს გამოივლის მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

ხოდა ბოლოს მაინც მინდა ვიკითხო: გამოიარე და გადარჩი? – მაშინ, მართლა გულით გილოცავ, რადგან მეც გადავრჩი! :)