©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Tuesday, September 8, 2015

დამთხვევა

წინასადოქტორო სამზადისი მაქვს, ერთი გამოცდის აბარება მიწევს მართალია, თუმცა მაინც უზომოდ ვღელავგზად მიმავალს, კარგად ჩაფიქრებული, თავდადებით მივაბიჯებ შინისაკენ, უკნიდან კი მესმის ჩახველების ხმები, ვიღაც იხრჩობა და მეთქი, გადავარჩინო, უკან ვიხედები და არც მეტი, არც ნაკლები - ჩემი სკოლელი შემრჩა ხელთ, რომელიც ზუსტად 2 წლის წინ ვნახე, კვლავ გზად მიმავალმა. მაშინაც ასეთივე სტანდარტული დიალოგი გაიმართა (ვეცდები გავიხსენო):

- როგორ ხარ?
- კარგად. შენ?
- მეც კარგად. ოჯახში როგორ ხართ (გარდა იმისა, რომ სკოლელია, ჩემი კლასელის ქმარიცაა)?
- ბავშვები როგორ გყავთ?
- რა უჭირთ, ცელქობენ და ძალიან მოუსვენრები არიან.
- არა უშავს გაიზრდებიან და დადინჯდებიან.
- ხო, მეც მაგის იმედი მაქვს.
- შენ რას შვები?
- მე ახლახანს მოვრჩი ბაკალავრიატს და წელსვე მინდა მაგისტრატურაზეც ჩავაბარო. რეგისტრაცია უკვე გავიარე!
- ვა, წარმატებები აბა!
- გაიხარე, შენც ასევე. ოჯახი მომიკითხე :)

უცბათ, დეჟავუს მსგავსი განცდა მაქვს, მერე ვხვდები რატომაც... მსგავსი კითხვა პასუხი ამ ადამიანთან 2 წლის წინათაც გაიმართა. საოცარი დამთხვევაა, გარდა იმისა, რომ დამთხვევა ეხებოდა ჩემს წინასაგამოცდო პერიოდს, რადგან ორივე შემთხვევაში სადღაც ვაბარებდი, სწავლის ერთ ეტაპს ვამთავრებდი და მეორეს ვიწყებდი, ასევე მსგავსი სიტუაცია იყო მის პირად ოჯახურ ცხოვრებაშიც. მისი ბავშვები კვლავ ცელქობდნენ და მე კვლავ ვტოვებდი მას იმის იმედით, რომ იდესმე მაინც დადინჯდებოდნენ. 2 წლის წინ ეს სურვილი დღეს არ ახდენილიყო, იმედს ვიტოვებდი, რომ მომავალში ახდებოდა...