©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Wednesday, September 23, 2015

"პრობლემური სინათლის გამო"

რთულია თავი მოუყარო სათქმელს, რომელსაც ემოციური ფონი ახლავს თან. გამომწვევი მიზეზი კი წიგნი, რომელიც ხელთ ჩამივარდა:

ავტორი: დათო ბარბაქაძე;

სათაური: პრობლემური სინათლის გამო, პირველი ნაწილი;

წიგნის ტირაჟი: 7 ეგზ.;

თბილისი;

2015, 1 სექტემბერი;

გამომცემლობა მერწყული...

მახსენდება ჩემი ლექტორის, ანა ლეთოდიანის სიტყვები: "ყველა სიტყვას აქვს არსებობის უფლება" და მინდა შეგამზადოთ იმისთვის, რომ ესაა ლექსების კრებული, შედგენილი არა ყველასთვის გასაგები სიტყვებით, არამედ დაშიფრული სიტყვებით. ლექსების ამოცნობა შესაძლებელია მისთვის დამახასიათებელი ფორმის გამო, ერთ ლექსს ციტატაც აქვს წამძღვარებული, ისიც დაშიფრული. დაუშიფრავია მხოლოდ კრებულის სათაური და სარჩევი.

ავტორს ჰყავს მკითხველიესაა სტანდარტული და ლოგიკური რეალობა, თუ არსებობს ავტორი, არსებობს მისი მკითხველიც. ჩვენ კი რას ვიღებთ ამ კონკრეტული კრებულის დაბეჭდვის შედეგად:
  • ის მოხვდა ბიბლიოთეკაში!
  • მას მიუჩინეს თავისი ადგილი საცავში!
  • ავტორს გამოუჩნდება მკითხველი, რომელიც გამოიწერს "დათო ბარბაქაძეს" და მის ამ ახალ კრებულს, მაგრამ მას არ ეყოლება წამკითხველი.
"მკითველი" ფუნქციურად ჩაანაცვლა სიტყვამ "გამშიფრავი".
კვლავ ვუბრუნდები საკითხს, რომელიც ყველაზე დამაფიქრებელია საფიქრალთა შორის და რომელიც უკავშირდება ცნებათა საზღვრებს, ნუთუ შეიძლება წაიშალოს საზღვარი რომელიმე კონკრეტულ ცნებებს შორის და ეს სწორედ მაშინ, როცა ვაწყდებით არასტანდარტულ შემთხვევებს, გვიძნელდება მათი კლასიფიკაცია და უამრავ მისნაირთა სიმრავლისთვის მიკუთვნება.

არტურ რემბოს სიტყვებს თუ დავესესხებით, "პოეზია სისულელეა", მაგრამ შეიძლება ერთმნიშვნელოვანი კლასიფიკაცია? პოეზია = სისულელე? პოეზია პოეზიასაც უდრის, პოეზია სიტყვებიცაა, რითმიცაა... პოეზია შიფრებიცაა, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.

და პოეტი? პოეტი გულში იწყებს წერას და აუცილებელი არაა მკითხველს გულიდანვე წააკითხოს ლექსი, არც ისაა აუცილებელი მაინცდამაინც ფურცელზე გადაიტანოს და სიტყვების, ფრაზების, სტრიქონების ფორმა მისცეს. პოეტი ისიცაა, რომელიც ოდესღაც ცხოვრობდა, მისი მხოლოდ სახელი ვიცით, ლექსები კი დრომ გააქრო, მართალია, მისი ლექსები არა გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ ოდესღაც "პოეტი" ერქვა. პოეტი ისიცაა, ვისი სულ რაღაც ერთი ლექსი მაინც გადარჩა, რადგან თიხაზე ამოიკაწრა, სახელისთვის კი ადგილიც არ დარჩა.

პოეტი პროგრამაა, რომელიც ჰაიკუებს წერს, მთავარია მკითხველის სურვილი არსებობდეს, წაიკითხოს რაიმე ახალი ჰაიკუ, რომელიც მის თვალწინ ეკრანზე გამოჩნდება. ეკრანს მიღმა კი ლექსი დაშიფრულია პროგრამულ ენაზე და მხოლოდ პროგრამისტი თუ წაიკითხავს. დაბოლოს მინდა ვთქვა, რომ თუ ოდესმე რობოტი პოეტი იარსებებს, მას არ წამოსცდება, რომ "პოეზია სისულელეა".