©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Friday, October 16, 2015

ტელეპატია


მე ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება ტელეპათიასთან დაკავშირებით. ვთქვათ და ადამიანს რაღაც დაემართა და უცბად აღმოაჩინა, რომ სხვის აზრებს კითხულობს, ეს იქნება თუ არა ტელეპათია? მგონია, რომ ტელეპათია (ბერძ. Tele „შორის“, pathos „გრძნობა“) საჭიროებს კავშირის არსებობას მინიმუმ 2 ან მეტ გონიერ არსებას შორის. ამდენად ტელეპათია კოლექტიური ფენომენია.

ტელეპათია საკუთარი მე-დან გასვლა უფროა, რადგან ესაა უდიდესი ემპათიის შედეგი. ემპათია ანუ სხვა ადამიანის განცდების, ფიქრების, აზრების იმდენად გაზიარება, რომ იმ ადამიანის ადგილზე წარმოიდგინო თავი, ამდენად არათუ საკუთარი თავის შეცნობა, სხვად ყოფნის უკიდურესი მდგომარეობაა ტელეპათიის უნარი.

მგონია, რომ ტელეპატია და მით უფრო ტელეპატიის განვითარება უშუალოდ გულისხმობს პიროვნული ეგოს დაძლევას. მეორე ადამიანს ვერ გაუგზავნი აზრს და ვერც ის დაიჭერს ამ აზრს, თუ ეგო ძლიერია, საკუთარი თავიდან გამოსვლა, ან სხვაგვარად რომ ვთქვა, საკუთარი თავის გაობიექტურება და ენერგეტიკული გახსნილობა მთავარია.

დასაწყისისთვის, მე პირადად, ჩემი გამოცდილება რომ გითხრათ, საკუთარი ტელეპატიური შესაძლებლობების შეფასებისას ძალიან მნიშვნელოვანია სულიერად გახსნილ ადამიანებთან კონტაქტი, ეს შეიძლება იყოს შენი უახლოესი მეგობარი, ასეთ ადამიანთან ვარჯიში ტელეპატიაში გაცილებით უფრო ეფექტურია.

რაც უფრო გვესმის ერთმანეთის, მით უფრო მჯერა, რომ სწორ გზაზე ვარ და სხვების აზრებთან თანხვედრა ნიშნავს, რომ ეს აზრები სწორია.