©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Monday, December 7, 2015

დასაქმების ფორუმი


"მოგესალმებით.

ჩემი, როგორც პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანის, მიზანია, მონაწილეობა მივიღო ტრენინგში "პროფესიული სამყარო". ვარ შრომისმოყვარე, მაქვს წერისა და მეტყველების მაღალი კულტურა, როგორც ფილოლოგს, ამასთან ვსწავლობ დოქტორანტურაში და თითქმის გამაჩნია ყველა ის თვისება, რომელიც წესით საჭიროა წარმატებული კარიერის შესაქმნელად, თუმცა ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ საჭირო პროფესიონალური თვისებების ქონა, აღმოჩნდა, რომ საკმარისი არაა. მაგრამ მე ვცდილობ, ჩემივე თავისთვის მაინც ვიყო ნიმუში იმისა, რომ ნეპოტიზმის გარეშეც შეიძლება დასაქმება. მე ეს შევძელი, თუმცა მინდა, უფრო მეტად იყოს დაფასებული ჩემი შრომა, რისთვისაც მსურს, მეტის სწავლა, დახვეწა და მიმზიდველ კანდიდატად ჩამოყალიბება, რომელიც მრავალ მნიშვნელოვან საქმეს გაართმევს თავს. მე ნამდვილად შემიძლია ეს!

პატივისცემით, ნათია კენჭიაშვილი"


დასაქმების ფორუმი

შევფუთოთ თავი, გავალამაზოთ სალონში, გავახალგაზრდავდეთ და ვიყიდოთ სილამაზე, ბოლოს კი წარვუდგეთ ფართო აუდიტორიას, ან თუნდაც პოტენციურ დამსაქმებელს, ან პოტენციურ კლიენტს. ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც „დასაქმების ფორუმში“ მონაწილეობ. გჭირდება ღიმილი, გჭირდება ემოციური კავშირი, თვალებით კონტაქტი და პოზიტივის გაზიარება იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც „დასაქმების ფორუმეზე“ უამრავ ჩემნაირს სთავაზობენ ვაკანტურ ადგილებს. მე კი უნდა ჩავთვალო ჩემი თავი მათთვის საჭირო კანდიდატად, რისთვისაც ვცდილობ ჩემი უნიკალური გამოცდილების იმდენად მორგებას, რომ ეს სახეზეც უნდა მეწეროს, ეს იმიჯის ნაწილად უნდა მექცეს. ეს უნდა მძენდეს ინდივიდუალურობას, მე არ უნდა ვიყო ცარიელი, არც ვარ, ნებისმიერი რწმუნდება იმაში, რომ მე არ ვარ უსისტემოდ და ინერტულად განვითარებული ობიექტი, ამის საპირისპიროდ, მე მიწევს ჩემი თავის წარმოჩენა და პირველი უნიკალური შთაბეჭდილების მოხდენა ადამიანებზე, რომლებიც იმაშიც რწმუნდებიან, რომ საქმე აქვთ მიზანდასახულ, პერსპექტიულ, ჭკვიან, კომუნიკაბელურ, შრომისმოყვარე ახალგაზრდასთან, რომლის ცხოვრებაც მიზეზ-შედეგობრივ მოვლენათა და აქტივობათა ლოგიკური ჯამია და რომელიც მუდმივად მზადაა განვითარებისთვის.