©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Friday, December 18, 2015

სიყვარული, მეგობრობა და სექსი

სიტყვები დამძიმდნენ და აღარ შეუძლიათ ფიქრების ზიდვა, ტარება A პუნქტიდან B პუნქტისკენ. ამიტომ, ძალიან მიჭირს სიტყვების მოძებნა და იმის გადმოცემა, თუ ვინ შეიძლება იყოს ის ჩემთვის.
მინდოდა წერილი დამეწყო მიმართვით, მაგრამ ჩემთვის გაურკვეველია, მიმართვის ობიექტი ვინ არის: მეგობარი? სექსუალური პარტნიორი? შეყვარებული? ამიტომ სამივე შემთხვევაში, ვეცდები „მას“ სათქმელი მივაწვდინო, ადამიანს, რომელიც მერყეობს როგორც ურთიერთობის ამ სამ ტიპს შორის, ისე ჩემს ღირებულებით სისტემაში, რადგან მე ეგოსგან დაცლილი სუბიექტი ვარ და თითქმის არ შემიძლია სხვისი შეფასება. მაგრამ მაქვს ყველაფრისთვის სახელის დარქმევის მოთხოვნილება, რაც მინარჩუნებს საზღვრების შეგრძნებას და მიცავს ამორფულობისგან, მიცავს იმისგან, რომ არ დავიკარგო...
მაგრამ მანამდე...
ფიქრები შემოდგომის ფოთლებივით რომ გამეფანტება, აღარაფრის ახსნა აღარ მსურს, აღარ მინდა დღიური ვაწარმოო, აღარ მინდა ჩემი დღიური გეგმა შევასრულო;
ძალიან დამღალა ურთიერთობებზე ლაპარაკმა, ამდენმა ახსნამ და განმარტებამ, იმის ახსნამ, თუ რა მინდა და რა – არა, როგორ მინდა, რამდენად მინდა და ა.შ. იმის გარკვევამ – ემთხვევა თუ არა ჩემი სურვილები სხვის სურვილებს, იმაზე ფიქრმა – როგორ შევათანხმო და შევუწყო სხვებს ჩემი სურვილები ისე, რომ რაიმე უთანხმოება არ გამოიწვიოს, წინააღმდეგობაში არ შევიდე და ვეცადო, ჰარმონიზაციის პარამეტრებს დავუქვემდებარო ყოველი დეტალი და მერე საკუთარ თავთან მარტო დარჩენილმა, ერთი ამოვისუნთქო, ზურგიდან ტვირთი მოვიხსნა და თავს დავაჯერო, რომ ყველაფერი იმდენად კარგადაა, რომ ლამის გული ამერიოს. დროებით ვივიწყებ ჩემს ემპათიას, სხვის სურვილებს, რომლებიც ჩემში თუ შემოვუშვი და თუ გავხდი მათი მიმღები, წამლეკავს. მერე კი მომიწევს იზოლაიონიზმის ნაცნობ პრაქტიკას კვლავ მივმართო. ან კი მას სჭირდება ჩემი ემპათია, დროისა და სივრცის თანაზიარობა, აქ და ახლა ჩემ გვერდით ყოფნა, საერთო წარსულის შექმნა და რაც მთავარია, მომავლის ერთად წარმოდგენა?
შემთხვევითობები, რომელთაც ზოგჯერ განმეორებადი ხასიათი აქვს, რადგან მსგავსი ფაქტები ადრეც მომხდარა ჩვენს ცხოვრებაში, მიგვანიშნებენ, რომ მათ წარმოშობს გარკვეული აუცილებლობები (ალბათ მისი არსებობაც ასეთივე აუცილებლობაა), ვიჯერებთ სამყაროს დეტერმინირებულ მოწყობას, ვიჯერებთ არაყალბ ღიმილს, მწყობრი კბილების არსებობას, სრულყოფილების ჩვენივე ხელით შექმნის შესაძლებლობასა და ცხოვრების დაკარგული ფრაგმენტების შევსებას. და მაინც, დამღლელია რაიმეს ახსნა, ვინმესთვის რაიმეს მტკიცება და რაღა დაგიმალოთ, საყოველთაო ჭეშმარიტების ფლობაზე პრეტენზიის ქონაც. დავიჯერო ასე გარდაიქმნება ინტელექტუალური პროტესტი პასიურ თავისთავადობაში? სადაც უკვე აზრი აღარ აქვს რაიმეს ახსნას, რაიმეს ჩვენებას და ეს არც ზურგშექცევაა და არც გაუცხოება, ესაა თვითმყოფადი ინდივიდუალიზმის საზღვრების შეგრძნება.
ვიჭერ საკუთარ თავს იმაში, რომ რაღაცეებს უბრალოდ მივეჩვიე და იმდენად ბუნებრივად შევეთვისე, რომ მათ უცხო წარმომავლობასაც ვეღარ ვხვდები; არა მხოლოდ რაღაც-რაღაცეებს, ადამიანებსაც მივეჩვიე. მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებ, რომ სხვა არაფერია ისეთი, რაზეც დამოკიდებული ვარ არც ფულზე, არც ინტერნეტზე, არც კომპიუტერულ თამაშებზე, არც სიგარეტზე, არც სასმელზე, არც სექსზე, არც რაიმე სიამოვნებაზეთუმცა ადამიანებზე ვხვდები დამოკიდებული, ჩემთვის ახლობელ ადამიანებე, რადგან მაქვს მათთან კონტაქტის მოთხოვნილება, რათა ვიგრძნო, რომ ჯერ კიდევ არსებობს ადამიანური თვისებები: ერთგულება, ყურადღება, მზრუნველობა, პასუხისმგებლობა, ურთიერთგაგება და ნდობა. მე ვხდები ის, რა ურთიერთობებიც მაქვს და როგორ ადამიანებთან მაქვს ეს ურთიერთობები. ამასთან, ყველა ურთიერთობას, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში ჰქონია, აქვს ან ექნება ადგილი, მე თავად დავუშვი ან დავუშვებ ჩემი ფიქრით, წარმოსახვით და სურვილით. ამიტომ, მე ვცდილობ, ყველანაირი პასუხისმგებლობა ისევ ჩემს თავს გადავაბარო და თუ რაღაც ისე არ წარიმართა, ამაში სხვისი ბრალი კი არა, საკუთარი აზრების პროექცია დავინახო. ესაა ჩემი ცხოვრების გაცნობიერების ცდა, ცდა, რომელიც უნდა გამოვიმუშავო თვისებად და უკვე იმაშიც აღარ დავხარჯო დრო და ენერგია, როდის რა ფიქრებმა გამოიწვიეს ესა და ეს კონკრეტული შედეგები. მაგრამ სხვათა წილ ზეგავლენას მაინც ბოლომდე ვერ გამოვრიცხავ, რადგან მე ძალიან მიმღები და ემპათიური ადამიანი ვარ და ხშირად ჩემივე ფიქრების, წარმოსახვისა და სურვილების წყარო მე თავად კი არა ვარ, არამედ სხვათა შთაგონება, სხვათა აზრი და დამოკიდებულება. ამიტომ, პირველ რიგში, ამისგან უნდა გავთავისუფლდე და მხოლოდ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა მივანიჭო ყოველივე ამას და არ გავხადო ისინი, როგორც ჩემი ზეგავლენის წყარო. ამდენად, მე ვხდები გაცნობიერებული ყოველგვარ ურთიერთობაში, რაც არ უნდა იყოს ის...



მეგობრობა?

არც იცი როდის შემოგელევა სიტყვები, დაიღლები ყველაფრის ახსნით, ისედაც ვიცით რა როგორ არის, ვინ ვართ ერთმანეთისთვის; უბრალო გამვლელები? თვალს რომ გავაყოლებთ? შემთხვევითი ნაცნობები? სიტუაციური მეგობრები? თუ მეგობრები, რომლებსაც სექსი უნდათ, მერე კი ისევ მეგობრობა, ცოტაც თავისუფლება.

სიყვარული?

სიყვარულს ადგილს ვეღარ ვუძებნით და რჩევა უსახლკაროდ. სიყვარული უდედმამო ბავშვია, რომელიც არ მინდა, რომ მივატოვო. ხო, ბავშვზე გამახსენდა, ბავშვების გაჩენაზეც არ ვიფიქრებთ და ყოველი შეხვედრისას დაველოდებით იმ საბედისწერო მომენტს, როცა ჩვენი ტუჩები იპოვიან გზას ერთმანეთთან შესახვედრად, ისე ჰაეროვნად და ისე ძალდაუტანებლად, თითქოს ეს იყოს ერთადერთი ბუნებრივი ქმედება, რაც კი ოდესმე ჩაგვიდენია, რასაც ოდესმე ჩავიდენდით მოცემულ მომენტში.

სექსი?

ტუჩების ყოველი სულისშემძვრელი შეხება კიდევ უფრო გიფანტავს ეჭვებს იმის შესახებ, შეიძლება თუ არა მეგობრობა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ამგვარ კავშირში ტრადიციულად მოიაზრებენ. პასუხი ამ ეჭვიან კითხვაზე დადებითია − „შეიძლება“.
ამ ერთმა პასუხმა კი თავდაყირა დააყენა მთელი ჩემი მსოფლმხედველობა, წინააღმდეგობაში მოვდივარ საკუთარ თავთან, რადგან სტანდარტები იცვლება, სტანდარტები არც არსებობს, მხოლოდ პირობითობა, სახელსაც პირობითად დავარქმევთ ურთიერთობებს.

ყოველი ადამიანი თავის უნიკალურობას ასე დაუფარავად ხშირად არ ავლენს, შენ ასეთად დამენახე, ეს შენი შეგნებული სურვილი იყო, ახლა კი ერთმანეთის უნიკალურ მარტოსულობაში ჩავიძირეთ და მოგვეწონა. შემაშფოთებელი მღელვარებით მავსებს შენი არსებობა, მაგრამ ამავე დროს, ჩემივე სიძველე მყარად დგომისა და რაღაც გარდასულთან კავშირს მინარჩუნებს. მე ძალიან ძველი სულიერი ვარ და უკვე აღარ ვიცი, ვის გავუნაწილო ჩემი თავი... შენ, რომელიც ჩემიანად აღგიქვი?.. სიქალწულის ვადაგასულობის შეგრძნება მიმძაფრდება და ვრჩები საკუთარ თავთან იმის იმედით, რომ ვიპოვი ძალას, კვლავ გავიზიარო შენი შინაგანი სამყარო და ამავე დროს, არ დავბინძურდე.