©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Wednesday, January 27, 2016

ამბავი ერთი მეთევზისა!..

ძლიერი ემოციებია ის, რაც აიძულებს ადამიანს წეროს. სწორედ ძლიერი ემოციებია უპირველესი მასაზრდოებელი იმ სიტყვებისა, რომელიც საკუთარი სულიდან ამოგაქვს, რომელსაც არაცნობიერი გამორიყავს ცნობიერების სანაპიროზე. ეს ჰგავს იღბლიან მეთევზეს, რომელიც ოკეანეში შესვლის გარეშე, ხმელეთთან ახლოს იჭერს თევზებს და საკმაოდ წარმატებული თევზაობის შემდეგ კმაყოფილი ბრუნდება შინ. ვერ ვიტყვი, რომ ადამიანიც იგივენაირად "იღბლიანი მეთევზის" როლში გამოდის მაშინ, როცა საკუთარ ძლიერ ემოციებს იჭერს და შესაბამის სიტყვიერ გამოხატულებასაც უძებნის, რადგან საკმარისია ოდნავ მაინც აიწიოს მგრძნობელობის დონემ, რომ ეს უკვე გაუწონასწორებლობის, არეულობის, შფოთისა და შეგრძნებათა სიჭარბის ნიშანი ხდება, რაც არც ისე სასიამოვნო განცდაა და ყველა ადამიანს ინდივიდუალურად უწევს მისი გადატანა.

ამიტომ რამდენად "იღბლიანია" ის, ვისაც ემოციების მოზღვავება ხშირად აწუხებს, ჯერ კიდევ საკითხავია, თუმცა ერთადერთი, რაც გადაჭრით დადებითი მოვლენაა, გახლავთ "თევზაობის" წარმატებით დამთავრებისა და შინ დაბრუნების პროცესი - ესაა ის, რაც ჭარბემოციურობის პერიოდს მოსდევს თან, შეიძლება დავიღალოთ ემოციათა სიმწვავითა და სიმძაფრით და ბოლოსდაბოლოს, ვთქვათ და გამოვთქვათ ყოველივე, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და ამოვისუნთქავთ კიდეც.


მაგრამ, თავისთავად, ადამიანი ემოციების გარეშე არ არსებობს და მხოლოდ ისაა გასარკვევი, თუ რამდენად სასიამოვნო, ან არასასიამოვნოა ისინი კონკრეტული ინდივიდისთვის. ჩემთვის, არსებითად, ესაა საკუთარი თავის წაკითხვის უნიკალური საშუალება, უნიკალური, რადგან ემოციები ყოველთვის უნიკალურია, ყოველ ჯერზე, რაც არ უნდა ვიგრძნო, ნიშნავს იმას, რომ მსგავსი აქამდე არ არსებულა და არ ვყოფილვარ მისი მატარებელი.

ცალკე საკითხია, ემოციების მართვა, რომელიც აკრძალული ტერიტორიების ათვისებას ჰგავს, რადგან ამით შენი ძალაუფლების საზღვრებს აფართოებ და აქამდე გამოუყენებელ რესურსებს საჭირო მიმართულებას უძებნი. აბსოლუტურად პრაგმატული ნაბიჯია იმათთვის, ვინც იწყებს საკუთარი ემოციების მართვაზე მუშაობას, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სრულიად არამატერიალურ სფეროს ეხები ამით, ვგულისხმობ იმას, რომ თავისთავად, ესაა ადამიანის მგრძნობელობითი სფერო, რითად ფიზიკურიდან მეტაფიზიკურზე გადაგვაქვს ყურადღება. 

ხოდა, საკითხავია, უკვე დაწყებული თუ გაქვთ საკუთარი ემოციების მართვაზე მუშაობა?

Good job!

კეთილი სურვილებით, ნარილა